ახტალის წარწერა (1242-1250)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ახტალის წარწერა''' 1242-50 – ქართული ასომთავრული წარწერა, შესრ...)
 
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ახტალის წარწერა''' 1242-50 –  [[ქართული ასომთავრული]] წარწერა, შესრულებული ხვეული („თხზული“) დამწერლობით 10  სტრიქონად ქვის სამ ფილაზე. ფილები ჩასმულია [[ახტალის მონასტერი|ახტალის კათედრალური ტაძრის]] (სომხეთი) მოირდაპირე გორაკზე მდებარე წმ. გიორგის ეკლესიის დასავლეთ შესასვლელის ზემოთ. წარწერის ტექსტი ასეთია:
+
'''ახტალის წარწერა''' 1242-50 –  [[ქართული ასომთავრული]] წარწერა, შესრულებული ხვეული („თხზული“) დამწერლობით 10  სტრიქონად ქვის სამ ფილაზე. ფილები ჩასმულია [[ახტალის მონასტერი|ახტალის კათედრალური ტაძრის]] (სომხეთი) მოპირდაპირე გორაკზე მდებარე წმ. გიორგის ეკლესიის დასავლეთ შესასვლელის ზემოთ. წარწერის ტექსტი ასეთია:
  
„<big>† მე, უღირსი და სულითა საწყალობელი წინამძღუარი პეტრე ღირს ვიქმენ აღშენებად ეგუტრისა ამის სახელსა ზედა წმიდათა [[მოციქული|მოციქულთასა]] სადიდებლად მათდა და პირველ პატრონთა და გამზრდელთა, ღირსთთა (!) ჩუენთა, სამლოცველოდ და სულისა ჩემისა სალოცველ-საჴსენებლად. და განვაჩინე [[ქრისტეს თორმეტი მოციქული|ათორმეტთა მოციქულთა]] დღესასწაული, მეორე დღე. ვინცა ჩემისა გუარისა კაცი იყოს, მისისა ძალისაებრ ძმათა გამიჴსენებდეს და იგი ჟამი [ი]წირვებოდეს და მე თქუენთა ლოცვათა შინა მომიჴსენებდეთ. და უკუეთუ ჩემთა ცოდვათა მისაგებელი მომაგოს ღმერთმან და ჩემისა გუარისა კაცი აღარავინ იყოს, თქუენ, [[ქრისტე]]ს მოყუარენო და მზგავსნო მამანო წმიდანო და ყოეელნიეე (!) ძმანო, ვინცა პატრონისა ავაგ [[ათაბაგი]]სა სამწირველოსა, ჩემგნით აღშენებულსა ზედა ღირს იყოს და აღირსოთ. პირველ. პატრონთა და თქუენცა, სული მანვე იურვოს დაუკლებელად. ჩემითა ჴელითა და ძმისწულისა ჩემისა ილარიონისითა აგჳშენებია და არავინ გუემართლების უჴსენებლობასა.  
+
„<big>† მე, უღირსი და სულითა საწყალობელი წინამძღუარი პეტრე ღირს ვიქმენ აღშენებად ეგუტრისა ამის სახელსა ზედა წმიდათა [[მოციქული|მოციქულთასა]] სადიდებლად მათდა და პირველ პატრონთა და გამზრდელთა, ღირსთთა (!) ჩუენთა, სამლოცველოდ და სულისა ჩემისა სალოცველ-საჴსენებლად. და განვაჩინე [[ქრისტეს თორმეტი მოციქული|ათორმეტთა მოციქულთა]] დღესასწაული, მეორე დღე. ვინცა ჩემისა გუარისა კაცი იყოს, მისისა ძალისაებრ ძმათა გამიჴსენებდეს და იგი ჟამი [ი]წირვებოდეს და მე თქუენთა ლოცვათა შინა მომიჴსენებდეთ. და უკუეთუ ჩემთა ცოდვათა მისაგებელი მომაგოს ღმერთმან და ჩემისა გუარისა კაცი აღარავინ იყოს, თქუენ, [[ქრისტე]]ს მოყუარენო და მზგავსნო მამანო წმიდანო და ყოველნიეე (!) ძმანო, ვინცა პატრონისა ავაგ [[ათაბაგი]]სა სამწირველოსა, ჩემგნით აღშენებულსა ზედა ღირს იყოს და აღირსოთ. პირველ პატრონთა და თქუენცა, სული მანვე იურვოს დაუკლებელად. ჩემითა ჴელითა და ძმისწულისა ჩემისა ილარიონისითა აგჳშენებია და არავინ გუემართლების უჴსენებლობასა.  
  
 
ესე ჩემგნით გაჩენილი, ანუ ჩუენისა გუარისა კაცმან, ანუ ვინ სხუაჲ შემოვიდეს და დააკლოს და შეცვალოს, შე-მცა-იცვალების შჯულისაგან ქრისტიანეთაჲსა და [[ცოდვა]]თა ჩემთა პასუხი მან გასცეს წინაშე ღმრთისა</big>“.  
 
ესე ჩემგნით გაჩენილი, ანუ ჩუენისა გუარისა კაცმან, ანუ ვინ სხუაჲ შემოვიდეს და დააკლოს და შეცვალოს, შე-მცა-იცვალების შჯულისაგან ქრისტიანეთაჲსა და [[ცოდვა]]თა ჩემთა პასუხი მან გასცეს წინაშე ღმრთისა</big>“.  
ხაზი 7: ხაზი 7:
 
წარწერის ავტორი – წინამძღვარი პეტრე და მისი ძმისწული ილარიონი სხვა წყაროებში არ მოიხსენიება, თუმცა პეტრე ავაგ ათაბაგთან ერთად იხსენიება ახტალის მიდამოებში მდებარე ნასოფლარ აიორის ერთი სომხურ ხაჩქარის (ქვაჯვრის) წარწერაში, რომელსაც თარიღად უზის 1245 წელი.  
 
წარწერის ავტორი – წინამძღვარი პეტრე და მისი ძმისწული ილარიონი სხვა წყაროებში არ მოიხსენიება, თუმცა პეტრე ავაგ ათაბაგთან ერთად იხსენიება ახტალის მიდამოებში მდებარე ნასოფლარ აიორის ერთი სომხურ ხაჩქარის (ქვაჯვრის) წარწერაში, რომელსაც თარიღად უზის 1245 წელი.  
  
ახტალის წარწერაში იხსენიება საქართველოს ისტორიაში ცნობილი ავაგ ათაბაგი, რომლის სამწირველოც პეტრე წინამძღვარს აუშენებია. ავაგი იყო ასევე ცნობილი ათაბაგის [[ივანე მხარგრძელი]]ს შვილი. ჟამთააღმწერლის ცნობით, მას ათაბაგობა უბოძა მეფე რუსუდანმა, სავარაუდოდ, 1242. გარდაიცვალა ათაბაგი 1250, მაშასადამე, წარწერა 1242-50 თარიღდება.  
+
ახტალის წარწერაში იხსენიება [[საქართველო]]ს ისტორიაში ცნობილი ავაგ ათაბაგი, რომლის სამწირველოც პეტრე წინამძღვარს აუშენებია. ავაგი იყო ასევე ცნობილი ათაბაგის [[ივანე მხარგრძელი]]ს შვილი. ჟამთააღმწერლის ცნობით, მას ათაბაგობა უბოძა მეფე რუსუდანმა, სავარაუდოდ, 1242. გარდაიცვალა ათაბაგი 1250, მაშასადამე, წარწერა 1242-50 თარიღდება.  
  
პეტრე წინამძღვრის მიერ თავისი სულის „სალოცველ-საჴსენებლად“ დადგენილი დღე, „ათორმეტთა მოციქულთა დღესასწაულის მეორე დღე“ საეკლლესიო კალენდრით 1 ივლისია (ათორმეტთა მოციქულთა დღესასწაულია 30 იენისს – ძვ. სტ.).
+
პეტრე წინამძღვრის მიერ თავისი სულის „სალოცველ-საჴსენებლად“ დადგენილი დღე, „ათორმეტთა მოციქულთა დღესასწაულის მეორე დღე“ საეკლესიო კალენდრით 1 ივლისია (ათორმეტთა მოციქულთა დღესასწაულია 30 ივნისს – ძვ. სტ.).
  
 
ახტალის წარწერა, როგორც წერილობითი ძეგლი, პალეოგრაფიულად მეტად მნიშვნელოვანია – იგი ხვეული,  
 
ახტალის წარწერა, როგორც წერილობითი ძეგლი, პალეოგრაფიულად მეტად მნიშვნელოვანია – იგი ხვეული,  
ანუ თხზული ლაპიდარული დამწერლობის შესანიშნაეი ნიმუშია.
+
ანუ თხზული ლაპიდარული დამწერლობის შესანიშნავი ნიმუშია.
 +
 
 +
''ვ. სილოგავა''
 +
 
 +
 
 +
 
  
 
==ლიტერატურა==
 
==ლიტერატურა==

მიმდინარე ცვლილება 01:47, 21 იანვარი 2024 მდგომარეობით

ახტალის წარწერა 1242-50 – ქართული ასომთავრული წარწერა, შესრულებული ხვეული („თხზული“) დამწერლობით 10 სტრიქონად ქვის სამ ფილაზე. ფილები ჩასმულია ახტალის კათედრალური ტაძრის (სომხეთი) მოპირდაპირე გორაკზე მდებარე წმ. გიორგის ეკლესიის დასავლეთ შესასვლელის ზემოთ. წარწერის ტექსტი ასეთია:

† მე, უღირსი და სულითა საწყალობელი წინამძღუარი პეტრე ღირს ვიქმენ აღშენებად ეგუტრისა ამის სახელსა ზედა წმიდათა მოციქულთასა სადიდებლად მათდა და პირველ პატრონთა და გამზრდელთა, ღირსთთა (!) ჩუენთა, სამლოცველოდ და სულისა ჩემისა სალოცველ-საჴსენებლად. და განვაჩინე ათორმეტთა მოციქულთა დღესასწაული, მეორე დღე. ვინცა ჩემისა გუარისა კაცი იყოს, მისისა ძალისაებრ ძმათა გამიჴსენებდეს და იგი ჟამი [ი]წირვებოდეს და მე თქუენთა ლოცვათა შინა მომიჴსენებდეთ. და უკუეთუ ჩემთა ცოდვათა მისაგებელი მომაგოს ღმერთმან და ჩემისა გუარისა კაცი აღარავინ იყოს, თქუენ, ქრისტეს მოყუარენო და მზგავსნო მამანო წმიდანო და ყოველნიეე (!) ძმანო, ვინცა პატრონისა ავაგ ათაბაგისა სამწირველოსა, ჩემგნით აღშენებულსა ზედა ღირს იყოს და აღირსოთ. პირველ პატრონთა და თქუენცა, სული მანვე იურვოს დაუკლებელად. ჩემითა ჴელითა და ძმისწულისა ჩემისა ილარიონისითა აგჳშენებია და არავინ გუემართლების უჴსენებლობასა.

ესე ჩემგნით გაჩენილი, ანუ ჩუენისა გუარისა კაცმან, ანუ ვინ სხუაჲ შემოვიდეს და დააკლოს და შეცვალოს, შე-მცა-იცვალების შჯულისაგან ქრისტიანეთაჲსა და ცოდვათა ჩემთა პასუხი მან გასცეს წინაშე ღმრთისა“.

წარწერის ავტორი – წინამძღვარი პეტრე და მისი ძმისწული ილარიონი სხვა წყაროებში არ მოიხსენიება, თუმცა პეტრე ავაგ ათაბაგთან ერთად იხსენიება ახტალის მიდამოებში მდებარე ნასოფლარ აიორის ერთი სომხურ ხაჩქარის (ქვაჯვრის) წარწერაში, რომელსაც თარიღად უზის 1245 წელი.

ახტალის წარწერაში იხსენიება საქართველოს ისტორიაში ცნობილი ავაგ ათაბაგი, რომლის სამწირველოც პეტრე წინამძღვარს აუშენებია. ავაგი იყო ასევე ცნობილი ათაბაგის ივანე მხარგრძელის შვილი. ჟამთააღმწერლის ცნობით, მას ათაბაგობა უბოძა მეფე რუსუდანმა, სავარაუდოდ, 1242. გარდაიცვალა ათაბაგი 1250, მაშასადამე, წარწერა 1242-50 თარიღდება.

პეტრე წინამძღვრის მიერ თავისი სულის „სალოცველ-საჴსენებლად“ დადგენილი დღე, „ათორმეტთა მოციქულთა დღესასწაულის მეორე დღე“ საეკლესიო კალენდრით 1 ივლისია (ათორმეტთა მოციქულთა დღესასწაულია 30 ივნისს – ძვ. სტ.).

ახტალის წარწერა, როგორც წერილობითი ძეგლი, პალეოგრაფიულად მეტად მნიშვნელოვანია – იგი ხვეული, ანუ თხზული ლაპიდარული დამწერლობის შესანიშნავი ნიმუშია.

ვ. სილოგავა



[რედაქტირება] ლიტერატურა

  • მელიქსეთ-ბეგი ლ. ლორე-ტაშირის ქართული ეპიგრაფიკა. – «თსუ შრომები», 1964, ტ. 108;
  • მურადიანი პ. სომხეთის ქართული ეპიგრაფიკა (სომს. ენაზე), ერევანი, 1977;

[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები