ეროვნული ენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ეროვნული ენა''' – სოციალურ-ისტორიული ცნება, აღნიშნავს [[ენა (მ...)

20:43, 26 დეკემბერი 2023-ის ვერსია

ეროვნული ენა – სოციალურ-ისტორიული ცნება, აღნიშნავს ენას, რომელიც არის ერის ურთიერთობის საშუალება და შეიძლება არსებობდეს ორი ფორმით – ზეპირი და წერილობითი. ეროვნული ენა ფორმდება და ვითარდება ერის ჩამოყალიბებასთან ერთად და ერთდროულად არის როგორც ერის წარმოშობისა და არსებობის წანამძღვარი, ისე ამ პროცესის შედეგი. ეროვნული ენა ეროვნების ენის მემკვიდრეა. იგი მეტია, ვიდრე სახელმწიფო ენა. ეროვნული ენა არის სიმბოლო მოქალაქეთა ერთობის ერად მოაზრებისა. თუკი კონკრეტული ენა, დროში ცვალებადობისას, არ კარგაეს თავის სოციალურ არსს, იგი ინარჩუნებს კულტურულ-ისტორიულ და სხვ. ტრადღიციათა თაობიდან თაობისთვის გადაცემის უნარსაც. ეროვნული ენა არის ენის არსებობის ერთგვარი ტიპი, რომელიც არსებობის სხვა ტიპებსაც უპირისპირდება (გვარის ენა, ტომის ენა…) და სხვა. ეროვნულ ენასაც (მაგ ესპანური–კატალონიურს, რუსული–უკრაინულს… ენა ვითარდება თავისიშინაგანი კანონებით, მაგრამ თანდათანობით ერგება საზოგადოებრივ მოწყობასაც. ასეთი შეგუების შესაძლებლობა ენის სოციალური არსითაა განპირობებული: ეროვნულ ენას აქვს განვითარებული ფუნქციური სისტემა. რაც საშუალებას აძლევს, უზრუნეელყოს კომუნიკაციური ამოცანების ოპტიმალური გადაწყეეტა. ეროვნული ენის წარმოშობასთან არის დაკაეშირებული ენის ფუნქციური განეითარების უმაღლესი ეტაპი და მისი მთავარი იპოსტასის – ეროვნული სალიტერატურო ენის განეითარება.

ენის მდგომარეობა, რომელიც ეროვნული ენის სახელით არის აღნიშნული. განისაზსღვრება კომპონენტთა კონკრეტული ნიშნებით, როგორიცაა სალიტერატურო ენის ერთიანი ფორმა (შდრ: რუსული, ფრანგული) ან ვარიანტული ფორმა (შდრ.: სალიტ. ენის ორი ფორმა ალბანურსა და ნორვეგიულში), დიალექტთა, კილოთა ან თქმათა ამა თუ იმ ოდენობის არსებობა, მეტყველების გარდამავალი ფორმების არსებობა [ნახევარდიალექტები (გარდამავალი დიალექტი), კოინე და სხვ.].

ეროვნული ენისთვის ყველაზე დამახასიათებელ სოციუმად გვევლინება სახელმწიფო. თანაბარ ვითარებაში სხვადასხვა ეროვნულ სახელმწიფოს შეიძლება ერთი და იგივე ენა ემსახურებოდეს (მაგ., ბრიტანული ინგლისური ინგლისში და ამერიკული ვარიანტი აშშ-ში).

ერს საკუთარი სოციალური, პოლიტიკური ტერიტორიული, ფსიქოლოგიური, კულტურული მთლიანობისთვის უეჭველად ესაჭიროება საერთო სტანდარტიზებული (ნორმირებული) ენა, რომელიც ერის სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ნიშანიც იქნება. ამ ფუნქციას ასრულებს სახელმწიფო ენა, ე. ი. სახელმწიფო კონსტიტუციით განსაზღვრული ენა, რომლითაც ხორციელდება სახელმწიფოს შიგნით ყველა საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლება.

ენა, კულტურასთან, რელიგიასა და ისტორიასთან ერთად, ეროენულობის უმთავრესი კომპონენტია. ენა თეითკუთვნილების განსაზღვრის ორიენტირიცაა. იქ, სადაც ადრე არსებობდა რეგიონული და სოცოციალური ენობრივი ვარიანტების სიმრავლე, დროთა განმაელობაში წარმოიშობა სტანდარტული გაერთიანება იმ ენობრივი ვარიანტებისა, რომლებიც შეგნებულადაა დაკავშირებული ეროვნების გამაერთიანებელ ცნებასთან. ამ აზრით, ენა ინდიკატორია, რომელიც ეროვნებას განიხილავს, როგორც საფეხურს ეთნიკური კუთვნილებიდან ერამდე (ჯ. ფიშმანი).

მ. ტაბიძე

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები