პითონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 5: ხაზი 5:
 
აპოლონმა აღასრულა მამის სურვილი. დაფუძნებისთანავე [[დელფოს სამისნო]] და ტაძარი საბერძნეთის უმნიშვნელოვანეს საკულტო ადგილად იქცა.  
 
აპოლონმა აღასრულა მამის სურვილი. დაფუძნებისთანავე [[დელფოს სამისნო]] და ტაძარი საბერძნეთის უმნიშვნელოვანეს საკულტო ადგილად იქცა.  
  
ვარაუდობენ, რომ პითონი მიწის უძველესი ღვთაება იყო, რომლის ადგილიც მზის ღმერთმა, აპოლონმა, მოგვიანებით დაიკავა. პითონის თაყვანისცემის კვალი შემორჩა აპოლონის [[კულტი|კულტს]]: დელფოს ტაძარს ზოგჯერ „პითო“-საც უწოდებდნენ, აპოლონის ერთ-ერთი ეპითეტი იყო „პითიოსი“. დელფოს [[ქურუმები|ქურუმ]] ქალს „პითიად“ უხმობდნენ. გვიანი ხანის მითოგრაფოსების თანახმად, პითონი იყო სიბნელის ღვთაება, რომელიც დაამარცხა სხივოსანმა აპოლონმა. არსებობს ამ მითოსის ეპიკური განმარტებაც, რომელიც ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებას გულისხმობს.
+
ვარაუდობენ, რომ პითონი მიწის უძველესი ღვთაება იყო, რომლის ადგილიც მზის ღმერთმა, აპოლონმა, მოგვიანებით დაიკავა. პითონის თაყვანისცემის კვალი შემორჩა აპოლონის [[კულტი|კულტს]]: დელფოს ტაძარს ზოგჯერ „პითო“-საც უწოდებდნენ, აპოლონის ერთ-ერთი [[ეპითეტი]] იყო „პითიოსი“. დელფოს [[ქურუმები|ქურუმ]] ქალს „პითიად“ უხმობდნენ. გვიანი ხანის მითოგრაფოსების თანახმად, პითონი იყო სიბნელის ღვთაება, რომელიც დაამარცხა სხივოსანმა აპოლონმა. არსებობს ამ მითოსის ეპიკური განმარტებაც, რომელიც ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებას გულისხმობს.
  
 
პითონი, დღემდე დიდი გველის სახელად შემორჩა.
 
პითონი, დღემდე დიდი გველის სახელად შემორჩა.

მიმდინარე ცვლილება 14:47, 26 დეკემბერი 2023 მდგომარეობით

პითონი(ბერძნ.) შემზარავი ურჩხული, გეას ნაშობი.

გავრცელებული მითოსის თანახმად, ზევსს მოეწონა მშვენიერი ლეტო და მასთან სარეცელი გაიზიარა. ეჭვიანმა ჰერამ საშინელი გველი, პითონი, მიუჩინა ფეხმძიმე ქალს. შეძრწუნებულმა ლეტომ სცადა გაქცევა, მაგრამ პითონი ყველგან თან სდევდა. როდესაც მან კუნძულ ორტიგიას მიაღწია, დაიბადა არტემისი. ისევ გაიქცა, გადალახა ვიწრო სრუტე და კუნძულ დელოსზე შვა აპოლონი, რომელმაც სულ მალე მოკლა პითონი. რამდენადაც ეს ურჩხული დედა-ღვთაების, გეას ძე იყო, ზევსმა აპოლონს ურჩია, განწმენდილიყო დაღვრილი სისხლისგან, ხოლო შემდეგ აეგო ტაძარი და დაეარსებინა პითიური ასპარეზობანი.

აპოლონმა აღასრულა მამის სურვილი. დაფუძნებისთანავე დელფოს სამისნო და ტაძარი საბერძნეთის უმნიშვნელოვანეს საკულტო ადგილად იქცა.

ვარაუდობენ, რომ პითონი მიწის უძველესი ღვთაება იყო, რომლის ადგილიც მზის ღმერთმა, აპოლონმა, მოგვიანებით დაიკავა. პითონის თაყვანისცემის კვალი შემორჩა აპოლონის კულტს: დელფოს ტაძარს ზოგჯერ „პითო“-საც უწოდებდნენ, აპოლონის ერთ-ერთი ეპითეტი იყო „პითიოსი“. დელფოს ქურუმ ქალს „პითიად“ უხმობდნენ. გვიანი ხანის მითოგრაფოსების თანახმად, პითონი იყო სიბნელის ღვთაება, რომელიც დაამარცხა სხივოსანმა აპოლონმა. არსებობს ამ მითოსის ეპიკური განმარტებაც, რომელიც ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებას გულისხმობს.

პითონი, დღემდე დიდი გველის სახელად შემორჩა.


[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები