დავითიანი აკაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''აკაკი დავითიანი''' – (26. VI. 1924, სოფ. ლახამულა, ახლანდ. მესტიის რაი...)
 
(წყარო)
ხაზი 21: ხაზი 21:
 
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]]
 
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]]
 
[[კატეგორია:ქართველი ენათმეცნიერები]]
 
[[კატეგორია:ქართველი ენათმეცნიერები]]
 +
[[კატეგორია:ქართველი პედაგოგები]]

14:16, 14 დეკემბერი 2023-ის ვერსია

აკაკი დავითიანი – (26. VI. 1924, სოფ. ლახამულა, ახლანდ. მესტიის რაიონი, – 15. III. 1980, თბილისი), ენათმეცნიერი, მეთოდისტი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1971).

დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიური ფაკულტეტი (1947). იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენის ინნსტიტუტის ქართველურ ენათა განყბის მეცნიერ თანამშრომელი (1947-48), მასწავლებელი მესტიის რაიონისა და თბილისის სკოლებში (1948-54), ბათუმის რუსთაველის სახელობის პედდაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის უფროსი მასწავლებელი (1954-56), საქართველოს ი. გოგებაშეილის სახელობის პედაგოგიური მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (1955–60). 1960-იდან სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრაზე.

დავითიანის გამოკვლევები ეხება ქართული ენის სტრუქტურისა და სწავლების მეთოდიკის საკითხებს. იგი იყო სახელმძღვანელოების ავტორი და თანაავტორი. 1973 გამოიცა 5-ის „ქართული ენის სინტაქსი“, რომელიც ძირითადი სახელმძღვანელოა (ლ. კვაჭაძის „თანამედროვე ქართული ენის სინტაქსთან“ ერთად) ფილოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. წიგნში საკითხები ახლებურად, ტრადიციული სინტაქსისაგან განსხვავებულად, არის გაშუქებული. წინადადება განხილულია სტრუქტურული თვალსაზსრისით, როგორც იმ სტრუქტურულ ერთეულთა მთლიანობა, რომლებიც ურთიერთ შორის გარკვეულ მიმართებებს ამყარებენ. მოცემულია, ერთი მხრივ, ამ მიმართებების ზოგად კანონზომიერებათა დადგენის ცდა, ხოლო, მეორე მხრიე, კონკრეტული მაგალითების ანალიზით ნაჩვენებია მიმართებათა კერძო სახეები.

ლ. ვარტალიანი.


თხზულებები

  • ქართული ენის სწავლების მეთოდიკა, თბ., 1966;
  • ქართული ენის სინტაქსი, I, თბ., 1973;
  • პრაქტიკული ვარჯიშობა ქართულ ენაში, თბ., 1977.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები