ასხის მასივი
ხაზი 3: | ხაზი 3: | ||
'''ასხის მასივი''' | '''ასხის მასივი''' | ||
− | ასხის მასივი 27 | + | ასხის მასივი 27 კმ-ზე ვრცელდება ტეხურიდან ცხენისწყლამდე, ხოლო მისი სიგანე 25 კმ აღწევს. მის რელიეფში განირჩევა რამდენიმე ღრმული, პლატოსებრი უბნები, სერები და მასივის კიდურ ნაწილებში მდინარეთა კანიონები. ასხის კულმინაციურ ნაწილს წარმოადგენს ე.წ. „მაიდანი“, ნახევრად პლატო, ნახევრად ტაფობი, რომლის აბსოლუტური სიმაღლეა 2000-2100 მ. მაიდანი დაცხრილულია კარსტული ძაბრებით, რომლებშიც პატარა ტბები და ნელი დნობის პროცესში მყოფი თოვლის ლაქებია მოთავსებული. ასხის კიდეებში დასავლეთიდან იჭრება წაჩხურის და აბაშის კანიონები, ხოლო სამხრეთიდან ოკაცეს კანიონი. აბაშა და ოკაცე სათავეებში ჩანჩქერებს აჩენენ. აბაშისა და მისი შენაკადების ხეობებში გახსნილია ჰორიზონტალური კარსტული მღვიმეები: ჯორწყუს მღვიმე, სოფ. ბალდასთან მდებარე მოთენას მღვიმე. |
სამეგრელოს ქედის სამხრეთის ფერდობების ხეობები ვიწროა და ძნელი გასასვლელი. ტეხურისა და მისი შენაკადის ლებარდეს ხეობებს გაუყვება თავბრუდამხვევი, სახიფათო გზა, რომელიც კურორტ ლებარდეს სამეგრელოს მჭიდროდ დასახლებულ მთისწინეთს აკავშირებს. ხობის ხეობა ლუგელას მინერალურ წყაროს ზემოთ თითქმის გაუვალია. | სამეგრელოს ქედის სამხრეთის ფერდობების ხეობები ვიწროა და ძნელი გასასვლელი. ტეხურისა და მისი შენაკადის ლებარდეს ხეობებს გაუყვება თავბრუდამხვევი, სახიფათო გზა, რომელიც კურორტ ლებარდეს სამეგრელოს მჭიდროდ დასახლებულ მთისწინეთს აკავშირებს. ხობის ხეობა ლუგელას მინერალურ წყაროს ზემოთ თითქმის გაუვალია. | ||
− | სამეგრელოს ქედისა და ფანავის ქედის აღმოსავლეთ ნაწილის თხემს წარსულში გამყინვარება განუცდიათ, მყინვარები ტეხურას ხეობაში 2100 მ სიმაღლემდე ჩამოდიოდნენ, ხობის მთავარ ხეობაში 1800 მმდე, | + | სამეგრელოს ქედისა და ფანავის ქედის აღმოსავლეთ ნაწილის თხემს წარსულში გამყინვარება განუცდიათ, მყინვარები ტეხურას ხეობაში 2100 მ სიმაღლემდე ჩამოდიოდნენ, ხობის მთავარ ხეობაში 1800 მმდე, მეგოლას ხეობაში 1900 მ-მდე. [[მაგანა|მაგანას]] სათავეებში ყინვარული მოქმედებით გამომუშავებულია ალპურ ზონაში სილამაზით გამორჩეული ტობავარჩხილის ტბის ტაფობი. ძველი გამყინვარების კვალი აღინიშნება ღალიძგასა და მოქვის სათავეებშიც. |
ასხის მასივი არის სამეგრელოს ყველაზე ვრცელი, მაღალი და კარსტული წარმონაქმნებით მდიდარი კირქვული მასივი. ასხის კიდეებში დასავლეთიდან იჭრებიან წაჩხურისა და აბაშის კანიონები, ხოლო სამხრეთიდან ოკაცეს კანიონი. აბაშა და ოკაცე სათავეებში ჩანჩქერებს აჩენენ. აბაშისა და მისი შენაკადების ხეობებში გახსნილია ჰორიზონტალური კარსტული მღვიმეები. ჯორწყუს მღვიმეში ნაპოვნია პირველყოფილი დომბის, მღვიმური დათვისა და ფოცხვერის ძვლები და ქვის ხანის კულტურული შრე. | ასხის მასივი არის სამეგრელოს ყველაზე ვრცელი, მაღალი და კარსტული წარმონაქმნებით მდიდარი კირქვული მასივი. ასხის კიდეებში დასავლეთიდან იჭრებიან წაჩხურისა და აბაშის კანიონები, ხოლო სამხრეთიდან ოკაცეს კანიონი. აბაშა და ოკაცე სათავეებში ჩანჩქერებს აჩენენ. აბაშისა და მისი შენაკადების ხეობებში გახსნილია ჰორიზონტალური კარსტული მღვიმეები. ჯორწყუს მღვიმეში ნაპოვნია პირველყოფილი დომბის, მღვიმური დათვისა და ფოცხვერის ძვლები და ქვის ხანის კულტურული შრე. |
11:32, 30 ნოემბერი 2023-ის ვერსია
ასხის მასივი
ასხის მასივი 27 კმ-ზე ვრცელდება ტეხურიდან ცხენისწყლამდე, ხოლო მისი სიგანე 25 კმ აღწევს. მის რელიეფში განირჩევა რამდენიმე ღრმული, პლატოსებრი უბნები, სერები და მასივის კიდურ ნაწილებში მდინარეთა კანიონები. ასხის კულმინაციურ ნაწილს წარმოადგენს ე.წ. „მაიდანი“, ნახევრად პლატო, ნახევრად ტაფობი, რომლის აბსოლუტური სიმაღლეა 2000-2100 მ. მაიდანი დაცხრილულია კარსტული ძაბრებით, რომლებშიც პატარა ტბები და ნელი დნობის პროცესში მყოფი თოვლის ლაქებია მოთავსებული. ასხის კიდეებში დასავლეთიდან იჭრება წაჩხურის და აბაშის კანიონები, ხოლო სამხრეთიდან ოკაცეს კანიონი. აბაშა და ოკაცე სათავეებში ჩანჩქერებს აჩენენ. აბაშისა და მისი შენაკადების ხეობებში გახსნილია ჰორიზონტალური კარსტული მღვიმეები: ჯორწყუს მღვიმე, სოფ. ბალდასთან მდებარე მოთენას მღვიმე.
სამეგრელოს ქედის სამხრეთის ფერდობების ხეობები ვიწროა და ძნელი გასასვლელი. ტეხურისა და მისი შენაკადის ლებარდეს ხეობებს გაუყვება თავბრუდამხვევი, სახიფათო გზა, რომელიც კურორტ ლებარდეს სამეგრელოს მჭიდროდ დასახლებულ მთისწინეთს აკავშირებს. ხობის ხეობა ლუგელას მინერალურ წყაროს ზემოთ თითქმის გაუვალია.
სამეგრელოს ქედისა და ფანავის ქედის აღმოსავლეთ ნაწილის თხემს წარსულში გამყინვარება განუცდიათ, მყინვარები ტეხურას ხეობაში 2100 მ სიმაღლემდე ჩამოდიოდნენ, ხობის მთავარ ხეობაში 1800 მმდე, მეგოლას ხეობაში 1900 მ-მდე. მაგანას სათავეებში ყინვარული მოქმედებით გამომუშავებულია ალპურ ზონაში სილამაზით გამორჩეული ტობავარჩხილის ტბის ტაფობი. ძველი გამყინვარების კვალი აღინიშნება ღალიძგასა და მოქვის სათავეებშიც.
ასხის მასივი არის სამეგრელოს ყველაზე ვრცელი, მაღალი და კარსტული წარმონაქმნებით მდიდარი კირქვული მასივი. ასხის კიდეებში დასავლეთიდან იჭრებიან წაჩხურისა და აბაშის კანიონები, ხოლო სამხრეთიდან ოკაცეს კანიონი. აბაშა და ოკაცე სათავეებში ჩანჩქერებს აჩენენ. აბაშისა და მისი შენაკადების ხეობებში გახსნილია ჰორიზონტალური კარსტული მღვიმეები. ჯორწყუს მღვიმეში ნაპოვნია პირველყოფილი დომბის, მღვიმური დათვისა და ფოცხვერის ძვლები და ქვის ხანის კულტურული შრე.
ასხის კირქვული მასივი გამოირჩევა რელიქტური და ენდემური მცენარეების სიჭარბით. ასხის პლატოზე ვხვდებით დასავლეთ საქართველოს კირქვებისთვის დამახასიათებელ თითქმის ყველა კოლხურ ენდემურ სახეობას და მათ მიერ შექმნილ ენდემურ თანასაზოგადოებას, როგორიცაა, მაგალითად ვორონოვიას – Woronowia speciosa და პონტური ისლის – Carex ponticaს მიერ შექმნილი სუბალპური მდელოები, ან ელენეს ბაიას – Ranunculus helenaeეს მიერ შექმნილი ალპური ხალები. განსაკუთრებით გამოვყოფდით ასხის პლატოს დასავლეთ მონაკვეთს, სადაც ორი მთის გადაკვეთა ხდება, მთა ჩღვინდღულას და ოფიცარის ქედის, სადაც გავრცელე ბულია კოლხური ენდემები: კოლხური ყოჩივარდა (Cyclamen colchicum), მეგრული მაჩიტა (Campanula megrelica), ძაკუს მაჩიტა (Campanula dzaaku), კოლხური ვარსკვლავა (Astrantia colchica), მიგარიის ცირცელი (Sorbus migarica), ცირცელი (Sorbus subfusca), კავკასიური ცირცელი (Sorbus caucasigena), კოლხური არაბულა (Arabis colchica), აფხაზური მინუარცია (Minuartia abchasica), უმბელიკუსი (Umbilicus oppositifolius) და სხვ.
ენდემური გვარებიდან ამ ტერიტორიებზე გვხვდება ალბოვიოდოქსა (Alboviodoxa elegans), ვორონოვია (Woronowia speciosa), კოლხური კემულარიელა (Kemulariella colchica).
უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მთელს კოლხეთში დაფნის (Laurus nobilis) ბუნებრივი დაჯგუფებები მხოლოდ სამეგრელოს კირქვიანებზე (ძირითადად ურთას მთაზე) გვხვდება.