აჭარული დიალექტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 13: ხაზი 13:
 
|  [[ფაილი:AWar3001.png|400პქ]]  || [[ფაილი:Awar003.png|540პქ]]
 
|  [[ფაილი:AWar3001.png|400პქ]]  || [[ფაილი:Awar003.png|540პქ]]
 
|}
 
|}
 +
ზმნიხ მორფოლოგიიდან აჭარულისთვის ნიშანღობლივია II სუბიექტური და III ობიექტური პირის ნიშნად არასისტემატური ხმარება პოსიციურად შეპირობებული ჰ-, ს-, შ-, ჭ-, ხ-, ღ და კონტამინირებული ჰს-, ჰშ-, ჰხ ვარიანტებისა: შეჰპაიჯა, სთესევდა, ვშჭამდით, მიჰსცა, გაჰშჭრა. ქობულეთურ მეტყველებაში პირის ნიშნის ს- და ღ- ვარიანტის მომდევნოდ იკარგება ჰომორგანული  ფუძისეული ყ და გ თანხმოენები:  ხოლია < ხყოლია, ხავს < ხყავს,  მიხავს < მიხყავს, ღონია < ღგონია.
 +
 +
ზემოაჭარულში სუბიექტის მრავლობითობის აღსანიშნავად ჩნდება ენ (< ნ) ფორმანტი. ინოვაციას წარმოადგენს ამ ფორმანტის გავრცელება პრეფიქსიანი ვნებითის ანალოგიით სხვა ტიპის ზმნებზე: დევჟლიტენით ჩვენ, ჰკითხენით
 +
თქვენ მას ის, ეიცხოევრენით ჩვენ, გავრიგდნეთ ჩვენ.
 +
 +
მეტად მნიშვჩელოვანია აჭარულის მონაცემები ზმნაში ობიექტური პირის რიცხვის აღნიშვნის სისტემის შესწავლის თვალსაზრისით: ობიექტური  II პირის რიცხვი პირდაპირი წყობის ზმნებში არ აღინიშნება („მე თქვენ თავიდან ვერ მოგიხმარე“), მაგრამ სისტემატურად აღინიშნება მიცემითბრუნვიანი აქტიური პირის მრავლობითობა დრო-კილოთა III სერიის ინვერსიულ ფორმებში და ე. წ. ინვერსიულ ზმნებში, რისთვისაც გამოიყენება სუფიქსები: -ან, -ენ, -ნ, -ეს. მათი განაწილება მწკრივთა მიხედვით შეესაბამება ძვ. ქართულის სისტემას:  -ან – [[აწმყო (გრამატიკა)|აწმყო]], I თურმეობითი (ყავან, მუკლავან მათ იგი), -ენ – ნამყო დროები (ქონდენ, გუჭირდენ), -ნ – კავშირებითები (გიყვარდენ, წიეყვანენ), -ეს – II თურმეობითი (წივყვანეს მათ იგი).
 +
 +
კირნათ-მარადიდულისათვის სპეციფიკურია I ობიექტური პირის მრაელობითობის გამოხატვა სუფიქსაციის გზით (სეფიქსებით:
 +
-ან, -ენ, -ეს, -თ): მიმყავან „მიგვყავს”, დემენატრენ „მოგვენატრა“, მექნეს „გვექნა“, დიმიწერეთ „დაგიწერე“.
 +
 +
-ავ და - -ამ თემის ნიშნები აჭარულში  გახმოვანებას იცელიან. თქმათა  მიხედეით დასტურდება პარალელური ფორმები: მალევდა || მალვიდა, დადგემდეს || დადგმიდეს.

00:25, 25 ნოემბერი 2023-ის ვერსია

აჭარული დიალექტიქართული ენის დიალექტი. გავრცელებულია აჭარაში და ისტორიული აჭარის იმ ტერიტორიაზე, რომელიც ამჟამად თურქეთის საზღვრებშია მოქცეული, აგრეთვე გურიის რამდენიმე სოფელში (სოტი, ჩხაკოურა, ქვაბღა). XX ს. ბოლოს სტიქიური მოვლენების გამო მოხდა მთიანი აჭარის მკვიდრთა მიგრაცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

აჭარული დიალექტი იყოფა ზემო- და ქვემოაჭარულ კილოკავებად. არის ტენდენცია ქვემოაჭარულიდან ქობულეთური კილოკავის გამოცალკვვებისა. კილოკავები ძირითადად ხეობათა მეტყველების მიხეღვით ნაწევრდება თქმებად და ქცევებად. აჭარული დიალექტის თავისებურებანი განაპირობა ჯერ ზანური ენის, შემდეგ მესხურ-კლარჯული და გურული დიალექტების გარემოცვამ, ბოლოს თურქული ენის ზეგაელენამ.

აჭარული დიალექტის ფონეტიკურ ინვენტარში დასტურდება ნახევარხმოვნები Afx.JPG და გრძელი ხმოენები AEIOU.JPG რომლებიც ფონეტიკურ ცვლილებათა შედეგად მიიღება და შესაბამის ფონემათა ვარიანტებს წარმოადგენს. ქვემოაჭარულისათვის ნიშანდობლივია სუსტი რ ბგერა (ლაზურის მსგავსი), რომელიც შეიძლება უკვალოდ დაიკარგოს (თანხმოვნებს შორის, თავკიდურში თანხმოვნის წინ) ან შეერწყას მეზობელ ხმოვანს და შესძინოს საკომპენსაციო სიგრძე: KO RKO.JPG

ხმოვანკომპლექსთა ცელის პროცესები აჭარულ დიალექტში ხასიათდება ერთხმოვნობისაკენ მიდრეკილებით, რაც საბოლოოდ გრძელი ხმოვნებისა და დიფთონგების შექმნის შესაძლებლობაში აისახება. სიტყვის თავკიდურში ხშირად აქვს ადგილი ასიმილაციის გზით მიღებელ იდენტურ ხმოვანთა შერწყმას:Achar001.png აჭარული დიალექტისთვის დამახასიათებელია რეგრესული დისტანციური ასიმილაცია I და II ობიექტური პირის ფორმებში (დიგიწერა, შიგიჭამა, გიგეიკეთა). სიტყვის თავკიდურშიც და ბოლოკიდურშიც შესაძლებელია პოზიციურად შეპირობებული დიფთონგიზაცია:

AWar3001.png Awar003.png

ზმნიხ მორფოლოგიიდან აჭარულისთვის ნიშანღობლივია II სუბიექტური და III ობიექტური პირის ნიშნად არასისტემატური ხმარება პოსიციურად შეპირობებული ჰ-, ს-, შ-, ჭ-, ხ-, ღ და კონტამინირებული ჰს-, ჰშ-, ჰხ ვარიანტებისა: შეჰპაიჯა, სთესევდა, ვშჭამდით, მიჰსცა, გაჰშჭრა. ქობულეთურ მეტყველებაში პირის ნიშნის ს- და ღ- ვარიანტის მომდევნოდ იკარგება ჰომორგანული ფუძისეული ყ და გ თანხმოენები: ხოლია < ხყოლია, ხავს < ხყავს, მიხავს < მიხყავს, ღონია < ღგონია.

ზემოაჭარულში სუბიექტის მრავლობითობის აღსანიშნავად ჩნდება ენ (< ნ) ფორმანტი. ინოვაციას წარმოადგენს ამ ფორმანტის გავრცელება პრეფიქსიანი ვნებითის ანალოგიით სხვა ტიპის ზმნებზე: დევჟლიტენით ჩვენ, ჰკითხენით თქვენ მას ის, ეიცხოევრენით ჩვენ, გავრიგდნეთ ჩვენ.

მეტად მნიშვჩელოვანია აჭარულის მონაცემები ზმნაში ობიექტური პირის რიცხვის აღნიშვნის სისტემის შესწავლის თვალსაზრისით: ობიექტური II პირის რიცხვი პირდაპირი წყობის ზმნებში არ აღინიშნება („მე თქვენ თავიდან ვერ მოგიხმარე“), მაგრამ სისტემატურად აღინიშნება მიცემითბრუნვიანი აქტიური პირის მრავლობითობა დრო-კილოთა III სერიის ინვერსიულ ფორმებში და ე. წ. ინვერსიულ ზმნებში, რისთვისაც გამოიყენება სუფიქსები: -ან, -ენ, -ნ, -ეს. მათი განაწილება მწკრივთა მიხედვით შეესაბამება ძვ. ქართულის სისტემას: -ან – აწმყო, I თურმეობითი (ყავან, მუკლავან მათ იგი), -ენ – ნამყო დროები (ქონდენ, გუჭირდენ), -ნ – კავშირებითები (გიყვარდენ, წიეყვანენ), -ეს – II თურმეობითი (წივყვანეს მათ იგი).

კირნათ-მარადიდულისათვის სპეციფიკურია I ობიექტური პირის მრაელობითობის გამოხატვა სუფიქსაციის გზით (სეფიქსებით: -ან, -ენ, -ეს, -თ): მიმყავან „მიგვყავს”, დემენატრენ „მოგვენატრა“, მექნეს „გვექნა“, დიმიწერეთ „დაგიწერე“.

-ავ და - -ამ თემის ნიშნები აჭარულში გახმოვანებას იცელიან. თქმათა მიხედეით დასტურდება პარალელური ფორმები: მალევდა || მალვიდა, დადგემდეს || დადგმიდეს.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები