წითელი მოცვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 10: ხაზი 10:
 
ნაყოფი კურკიანაა, მრგვალი, წითელი ფერის. მწიფდება აგვისტო-სექტემბერში.
 
ნაყოფი კურკიანაა, მრგვალი, წითელი ფერის. მწიფდება აგვისტო-სექტემბერში.
  
 +
მისი მრავალმხრივი სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე, უკვდავების ნაყოფსაც უწოდებენ. შეიცავს A, В, С, РР ჯგუფის ვიტამინებს, მიკროელემენტებს – რკინას, მარგანეცს, ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, სახაროზას და ფრუქტოზას – არა უმცირეს 15%, საკვებ ბოჭკოს და სახამებელს. კალორიულობა შეადგენს 46 კკალ 100 გ-ზე.
 +
 +
ნაყოფები იწვევს კომპლექსურ მოქმედებას ორგანიზმზე. ის ხასიათდება იმუნომასტიმულირებელი და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებით. სასარგებლო თვისებებიდან აღსანიშნავია: სისხლძარღვებში სკლეროტული ბალთების პროფილაქტიკა, მოქმედება ინფექციური დაავადებების გამომწვევ ბაქტერიების მიმართ, შიდა და გარეგანი შეშუპებების მოხსნა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების გაძლიერება, საკვები ბოჭკოს მაღალი შემცველობისდან გამომდინარე, კიბოს წარმოქმნის საფრთხის შემცირება, არტერიალური წნევის შემცირება, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეხორცება. წითელი მოცვის 86% წყლისგან შედგება, რის გამოც ხასიათდება მძლავრი შარდმდენი მოქმედებით და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. ასევე ხელს უწყობს ზედმეტი წონის დაკლებას.
 +
სიფრთხილე მართებთ მისი მიღებისას ნაწლავების გამწვავებული დაავადებების, ქოლეცისტიტის, ჰიპოტონიისა და შარდკენჭოვანი დავადებებისას, ასევე ალერგიულ პირებს.
  
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები ხეები და ბუჩქები]]
+
* [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]].
 +
* [[ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები ხეები და ბუჩქები]]
  
 
[[კატეგორია:მანანასებრნი]]
 
[[კატეგორია:მანანასებრნი]]
 
[[კატეგორია:ბუჩქოვანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ბუჩქოვანი მცენარეები]]
 +
[[კატეგორია: საქართველოს სამკურნალო მცენარეები]]
 +
[[კატეგორია: მარადმწვანე მცენარეები‏‎]]

მიმდინარე ცვლილება 23:25, 20 ნოემბერი 2023 მდგომარეობით

წითელი მოცვი - Vaccinium vitis - idaea L.

Mocvi.PNG

ფშავ. - თეთრწითელა, ხევს. – თაგვისტომა, თუშ. — სტომი, მოხ. – წითელხილაი, წითელი ხილი

წითელი მოცვი ეკუთვნის მანანასებრთა ოჯახს. გავრცელებულია უმეტესად კავკასიონის მაღალ მთებში, ტყეებსა და დეკიანებში. პატარა, მარადმწვანე ბუჩქია, მიწაზე გართხმული ან წამოწეული ტოტებით. სიმაღლით 30 სმ-ს არ აღემატება, უფრო ხშირად 15-20 სმ-ია.

ფოთლები ტყავისებრია, მოკლეყუნწიანი, ზედა მხრიდან მუქი მწვანე, ქვედა შედარებით მკრთალი, კიდემთლიანია ან ოდნავ დაკბილული. ყვავილობს მაის-ივნისში. ყვავილები თეთრია ან მკრთალი ვარდისფერი, თავდაკიდებულ მტევნად შეკრებილი. ნაყოფი კურკიანაა, მრგვალი, წითელი ფერის. მწიფდება აგვისტო-სექტემბერში.

მისი მრავალმხრივი სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე, უკვდავების ნაყოფსაც უწოდებენ. შეიცავს A, В, С, РР ჯგუფის ვიტამინებს, მიკროელემენტებს – რკინას, მარგანეცს, ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, სახაროზას და ფრუქტოზას – არა უმცირეს 15%, საკვებ ბოჭკოს და სახამებელს. კალორიულობა შეადგენს 46 კკალ 100 გ-ზე.

ნაყოფები იწვევს კომპლექსურ მოქმედებას ორგანიზმზე. ის ხასიათდება იმუნომასტიმულირებელი და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებით. სასარგებლო თვისებებიდან აღსანიშნავია: სისხლძარღვებში სკლეროტული ბალთების პროფილაქტიკა, მოქმედება ინფექციური დაავადებების გამომწვევ ბაქტერიების მიმართ, შიდა და გარეგანი შეშუპებების მოხსნა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების გაძლიერება, საკვები ბოჭკოს მაღალი შემცველობისდან გამომდინარე, კიბოს წარმოქმნის საფრთხის შემცირება, არტერიალური წნევის შემცირება, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეხორცება. წითელი მოცვის 86% წყლისგან შედგება, რის გამოც ხასიათდება მძლავრი შარდმდენი მოქმედებით და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. ასევე ხელს უწყობს ზედმეტი წონის დაკლებას. სიფრთხილე მართებთ მისი მიღებისას ნაწლავების გამწვავებული დაავადებების, ქოლეცისტიტის, ჰიპოტონიისა და შარდკენჭოვანი დავადებებისას, ასევე ალერგიულ პირებს.


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები