შტუმფი კარლ ფრიდრიჰ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: შტუმფი კარლ ფრიდრიჰ '''შტუმფი კარლ ფრიდრიჰ''' -...)
 
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 5 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 2: ხაზი 2:
 
'''შტუმფი კარლ ფრიდრიჰ''' - Stumpf Carl Friedrich, Штумпф Карл, 1848-1936
 
გერმანელი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი, ევროპული ფუნქციონალიზმის წამყვანი წარმომადგენელი. სწავლობდა [[ბრენტანო ფრანც|ფ. ბრენტანოსთან]] და რ. ლოტცესთან. იყო გეტინგენის, ვიურცბურგის, პრაღის, მიუნჰენის და ჰალეს უნივერსიტეტების პროფესორი (ჰალეში ასწავლიდა ე. ჰუსერლს). ყველაზე ნაყოფიერად იმუშავა ბერლინის უნივერსიტეტში. იქ მის მოწაფეთა შორის იყვნენ გეშტალტფსიქოლოგიის ყველა წამყვანი მეცნიერი: [[ვერთჰაიმერი მაქს|მ. ვერთჰაიმერი]], [[კელერი ვოლფგანგ|ვ. კელერი]], [[კოფკა კურტი|კ. კოფკა]], კ. ლევინი. შტუმფი იყო ბერლინის სახელგანთქმული ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ერთერთი დამფუძნებელი და დირექტორი 1894-1922 წლებში.
+
გერმანელი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი, ევროპული ფუნქციონალიზმის წამყვანი წარმომადგენელი. სწავლობდა [[ბრენტანო ფრანც|ფ. ბრენტანოსთან]] და რ. ლოტცესთან. იყო გეტინგენის, ვიურცბურგის, პრაღის, მიუნჰენის და ჰალეს უნივერსიტეტების პროფესორი (ჰალეში ასწავლიდა ე. ჰუსერლს). ყველაზე ნაყოფიერად იმუშავა ბერლინის უნივერსიტეტში. იქ მის მოწაფეთა შორის იყვნენ გეშტალტფსიქოლოგიის ყველა წამყვანი მეცნიერი: [[ვერთჰაიმერი მაქს|მ. ვერთჰაიმერი]], [[კელერი ვოლფგანგ|ვ. კელერი]], [[კოფკა კურტი|კ. კოფკა]], [[ლევინი კურტ|კ. ლევინი]]. შტუმფი იყო ბერლინის სახელგანთქმული ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ერთერთი დამფუძნებელი და დირექტორი 1894-1922 წლებში.
  
შტუმფის კვლევის ძირითადი საგანი მუსიკალური ტონების ფსიქოლოგია იყო. ამ თემატიკაში გაერთიანდა მისი ცხოვრების ორი უმთავრესი ინტერესი - მეცნიერება და მუსიკა. შტუმფი თავად კარგი მუსიკოსიც იყო - წერდა მუსიკას და უკრავდა რამდენიმე ინსტრუმენტზე. ემპირიულ კვლევაში უპირატესობას პროფესიონალ მუსიკოსთა გამოცდილებას, დაკვირვებას, განცდას ანიჭებდა. ეკამათებოდა [[ვუნდტი ვილჰელმ მაქსიმილიან|ვ. ვუნდტს]], რომელიც თვითდაკვირვებაში გაწაფულ ფსიქოლოგებს ენდობოდა. შტუმფის აზრით, ეს ცდისპირები ხელოვნურად შლიან უშუალო გამოცდილებას ელემენტებად და უკარგავენ მას ბუნებრიობას. ექსპერტი მუსიკოსები სმენასთან დაკავშირებულ განცდას მის ნამდვილ მოცემულობაში აღწერენ - ისე, როგორც ამას ფენომენოლოგიური მეთოდოლოგია მოითხოვს,  რომელსაც შტუმფი ემხრობოდა. ამ სფეროში მოპოვებული მდიდარი მონაცემები განზოგადებულია კაპიტალურ ორტომეულში: „მუსიკალური აღქმის ფსიქოლოგია” (1883-1890).
 
შტუმფის თეორიული შეხედულებანი ბრენტანოს ხაზის გაგრძელება და განვითარებაა. ფსიქოლოგიის შესასწავლ საგანად ე.წ. „ფსიქიკური ფუნქციები” განიხილება. შტუმფის ფუნქციის ცნება ბრენტანოსეული აქტის ექვივალენტურია. ამა თუ იმ ფუნქციის სახელწოდებაში მოცემულია იმ ოპერაციის, მოქმედებისა თუ პროცესის თავისებურება, რომელიც მიმართულია რაიმე მოვლენაზე (შინაარსზე): აღქმა, შემჩნევა, მსჯელობა, დაჯგუფება, გაგება, მონდომება, უკუგდება, განზრახვა და სხვა. ამავე დროს, შტუმფმა ყურადღება გაამახვილა იმ ფსიქიკურ მოვლენებზე (ხატები, წარმოდგენები, აზრები და სხვა), რომელთა სტატუსი ბრენტანოს სისტემაში არ იყო გარკვეული (აქტფსიქოლოგია).  
+
შტუმფის თეორიული შეხედულებანი ბრენტანოს ხაზის გაგრძელება და განვითარებაა. ფსიქოლოგიის შესასწავლ საგანად ე.წ. „ფსიქიკური ფუნქციები” განიხილება. შტუმფის ფუნქციის ცნება ბრენტანოსეული აქტის ექვივალენტურია. ამა თუ იმ ფუნქციის სახელწოდებაში მოცემულია იმ ოპერაციის, მოქმედებისა თუ პროცესის თავისებურება, რომელიც მიმართულია რაიმე მოვლენაზე (შინაარსზე): აღქმა, შემჩნევა, მსჯელობა, დაჯგუფება, გაგება, მონდომება, უკუგდება, განზრახვა და სხვა. ამავე დროს, შტუმფმა ყურადღება გაამახვილა იმ ფსიქიკურ მოვლენებზე (ხატები, წარმოდგენები, აზრები და სხვა), რომელთა სტატუსი ბრენტანოს სისტემაში არ იყო გარკვეული {აქტფსიქოლოგია}.  
  
ცნობიერების მოვლენების შტუმფისეულ კლასიფიკაციაში, ფუნქციებთან ერთად, გამოიყოფა ე.წ. „ფსიქიკური მოვლენები” (ფენომენები). ისინი ცნობიერების გრძნობად მონაცემებს (ფერები, ტონები, ტკივილისა თუ სიამოვნება-უსიამოვნების განცდები და სხვა) და მათ რეპროდუქციულ ფორმებს ანუ წარმოდგენებს აერთიანებენ. მოვლენები მიეკუთვნება სპეციალურ მეცნიერებას - ფენომენოლოგიას, რომელიც არის ფიზიკისა და ფსიქოლოგიის წინარე დისციპლინა, მათი პროპედევტიკა. მთავარი ისაა, რომ შტუმფმა სცადა ფსიქიკური მოვლენებისა და შინაარსების ერთგვარი რეაბილიტაცია. მაგრამ, მათი ფსიქოლოგიის გარეთ მოთავსებით, მასაც შეეშალა. პერცეპციული ხატი ან წარმოდგენა ნამდვილად განსხვავდება ფსიქიკური აქტისაგან (აღქმის, წარმოსახვის ან მოგონების პროცესისაგან), თუმცა ამ უკანასკნელთან ერთად, უთუოდ ფსიქოლოგიის კომპეტენციაში შედის. ფსიქოლოგიამ, საბოლოოდ, აქტებიც (ფუნქციები) და მოვლენებიც (შინაარსები) თავისი შესწავლის ობიექტად აქცია. ამით მოიხსნა დაპირისპირება შინაარსისა და აქტის ფსიქოლოგიას შორის და გზა გაეხსნა ცნობიერების მთლიანობით შესწავლას.
 
ხაზი 20: ხაზი 20:
 
[[კატეგორია:მუსიკის ფსიქოლოგია]]
 
[[კატეგორია:მუსიკის ფსიქოლოგია]]
 
[[კატეგორია: ფენომენოლოგი]]
 
[[კატეგორია: ფენომენოლოგი]]
 +
[[კატეგორია:მუსიკალური აღქმა]]
 
[[კატეგორია: გერმანელი ფსიქოლოგები]]
 
[[კატეგორია: გერმანელი ფსიქოლოგები]]
 
[[კატეგორია: გერმანელი ფილოსოფოსები]]
 
[[კატეგორია: გერმანელი ფილოსოფოსები]]
 
[[კატეგორია:ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:ფილოსოფოსები]]

მიმდინარე ცვლილება 11:58, 12 ნოემბერი 2023 მდგომარეობით

შტუმფი კარლ ფრიდრიჰ

შტუმფი კარლ ფრიდრიჰ - Stumpf Carl Friedrich, Штумпф Карл, 1848-1936

გერმანელი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი, ევროპული ფუნქციონალიზმის წამყვანი წარმომადგენელი. სწავლობდა ფ. ბრენტანოსთან და რ. ლოტცესთან. იყო გეტინგენის, ვიურცბურგის, პრაღის, მიუნჰენის და ჰალეს უნივერსიტეტების პროფესორი (ჰალეში ასწავლიდა ე. ჰუსერლს). ყველაზე ნაყოფიერად იმუშავა ბერლინის უნივერსიტეტში. იქ მის მოწაფეთა შორის იყვნენ გეშტალტფსიქოლოგიის ყველა წამყვანი მეცნიერი: მ. ვერთჰაიმერი, ვ. კელერი, კ. კოფკა, კ. ლევინი. შტუმფი იყო ბერლინის სახელგანთქმული ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ერთერთი დამფუძნებელი და დირექტორი 1894-1922 წლებში.

შტუმფის კვლევის ძირითადი საგანი მუსიკალური ტონების ფსიქოლოგია იყო. ამ თემატიკაში გაერთიანდა მისი ცხოვრების ორი უმთავრესი ინტერესი - მეცნიერება და მუსიკა. შტუმფი თავად კარგი მუსიკოსიც იყო - წერდა მუსიკას და უკრავდა რამდენიმე ინსტრუმენტზე. ემპირიულ კვლევაში უპირატესობას პროფესიონალ მუსიკოსთა გამოცდილებას, დაკვირვებას, განცდას ანიჭებდა. ეკამათებოდა ვ. ვუნდტს, რომელიც თვითდაკვირვებაში გაწაფულ ფსიქოლოგებს ენდობოდა. შტუმფის აზრით, ეს ცდისპირები ხელოვნურად შლიან უშუალო გამოცდილებას ელემენტებად და უკარგავენ მას ბუნებრიობას. ექსპერტი მუსიკოსები სმენასთან დაკავშირებულ განცდას მის ნამდვილ მოცემულობაში აღწერენ - ისე, როგორც ამას ფენომენოლოგიური მეთოდოლოგია მოითხოვს, რომელსაც შტუმფი ემხრობოდა. ამ სფეროში მოპოვებული მდიდარი მონაცემები განზოგადებულია კაპიტალურ ორტომეულში: „მუსიკალური აღქმის ფსიქოლოგია” (1883-1890).

შტუმფის თეორიული შეხედულებანი ბრენტანოს ხაზის გაგრძელება და განვითარებაა. ფსიქოლოგიის შესასწავლ საგანად ე.წ. „ფსიქიკური ფუნქციები” განიხილება. შტუმფის ფუნქციის ცნება ბრენტანოსეული აქტის ექვივალენტურია. ამა თუ იმ ფუნქციის სახელწოდებაში მოცემულია იმ ოპერაციის, მოქმედებისა თუ პროცესის თავისებურება, რომელიც მიმართულია რაიმე მოვლენაზე (შინაარსზე): აღქმა, შემჩნევა, მსჯელობა, დაჯგუფება, გაგება, მონდომება, უკუგდება, განზრახვა და სხვა. ამავე დროს, შტუმფმა ყურადღება გაამახვილა იმ ფსიქიკურ მოვლენებზე (ხატები, წარმოდგენები, აზრები და სხვა), რომელთა სტატუსი ბრენტანოს სისტემაში არ იყო გარკვეული {აქტფსიქოლოგია}.

ცნობიერების მოვლენების შტუმფისეულ კლასიფიკაციაში, ფუნქციებთან ერთად, გამოიყოფა ე.წ. „ფსიქიკური მოვლენები” (ფენომენები). ისინი ცნობიერების გრძნობად მონაცემებს (ფერები, ტონები, ტკივილისა თუ სიამოვნება-უსიამოვნების განცდები და სხვა) და მათ რეპროდუქციულ ფორმებს ანუ წარმოდგენებს აერთიანებენ. მოვლენები მიეკუთვნება სპეციალურ მეცნიერებას - ფენომენოლოგიას, რომელიც არის ფიზიკისა და ფსიქოლოგიის წინარე დისციპლინა, მათი პროპედევტიკა. მთავარი ისაა, რომ შტუმფმა სცადა ფსიქიკური მოვლენებისა და შინაარსების ერთგვარი რეაბილიტაცია. მაგრამ, მათი ფსიქოლოგიის გარეთ მოთავსებით, მასაც შეეშალა. პერცეპციული ხატი ან წარმოდგენა ნამდვილად განსხვავდება ფსიქიკური აქტისაგან (აღქმის, წარმოსახვის ან მოგონების პროცესისაგან), თუმცა ამ უკანასკნელთან ერთად, უთუოდ ფსიქოლოგიის კომპეტენციაში შედის. ფსიქოლოგიამ, საბოლოოდ, აქტებიც (ფუნქციები) და მოვლენებიც (შინაარსები) თავისი შესწავლის ობიექტად აქცია. ამით მოიხსნა დაპირისპირება შინაარსისა და აქტის ფსიქოლოგიას შორის და გზა გაეხსნა ცნობიერების მთლიანობით შესწავლას.

[რედაქტირება] წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები