ხარისთვალა (ბალახი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 34: ხაზი 34:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
* [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]].[[https://catalog.nplg.gov.ge/record=b4616241~S1*geo]].
 
* [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]].[[https://catalog.nplg.gov.ge/record=b4616241~S1*geo]].
 
  
 
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ქოლგოსანნი]]
 
[[კატეგორია:ქოლგოსანნი]]
 
[[კატეგორია: სამკურნალო მცენარეები]]
 
[[კატეგორია: სამკურნალო მცენარეები]]

15:59, 2 ნოემბერი 2023-ის ვერსია

ხარისთვალა - Paris incompleta Bieb.

Fam. Trilliaceae – ოჯ. ტრილიასებრნი

  1. Paris incompleta Bieb.ხარისთვალა.

მეგრულად – ხოჯიშთოლი.

რელიქტური სახეობაა ირადიაციებით. მრავალწლოვანი, გრძელფესურიანი ბალახოვანი მცენარეა 15-20 სმ სიმაღლის ღეროთი და რგოლურად განლაგებული, მოგრძო-ოვალური, სამძარღვიანი, ძირისკენ შევიწროვებული და ბოლოწაწვეტებული ფოთლებით. ყვავილი ერთია, კენწრული, ორსქესიანი; ყვავილსაფარი შედგება 4 მომწვანო ფერის ფოთლისაგან. ნაყოფი ლეგა-მოშავო, მრავალთესლიანი კენკრაა. ყვ. IV-V; ნაყ. VII-VIII.

ტყის მცენარეა, იზრდება მთის ქვედა სარტყლიდან ალპური სარტყლის ჩათვლით ტყეებში, ტყის პირებში, ბუჩქნარში, მდელოებზე, უმთავრესად წიფლნარებსა და წაბლნარებში.

მცენარე ხასიათდება უსიამოვნო სუნით, იწვევს თავის ტკივილს. მასში აღმოჩენილია გლიკოზიდები პარიდინი და პარისტიფნინი. ისინი ტოქსიკურად მოქმედებენ გულზე (ისეთივეს როგორც სათითურა), ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (ნარკოტიკული მოქმედება) და უმთავრესად კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსზე (ადგილობრივ საპონინის მსგავსი მოქმედება), რაც ამ ბოლო შემთხვევაში იწვევს ტკივილებს, გულის რევას და ფაღარათს. რუსულ ხალხურ მედიცინაში ნაყენს მცირე დოზებით ღებულობენ ფილტვების ტუბერკულიოზის, ნერვული დაავადებების, ნერვული კანკალისას; ფოთლებისა და ნაყოფების ნახარშს იყენებენ ასევე ნევრალგიის, ლარინგიტის, ბრონქიტის, შაკიკის, მოთენთილობის, ფსიქიური მოშლილობის, გაძლიერებული გულისცემის, სმენის მოშლილობისას და თვალის დაავადებებისას.

სადღეისოდ მცენარე გამოიყენება მხოლოდ ჰომეოპატიაში თვალის დაავადებისა და სხვა სულიერი აშლილობისას. მცენარე რეკომენდირებულია ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედების შესასწავლად.

ხარისთვალა სასიკვდილოდ საშიში შხამიანი მცენარეა. თვით ერთმა ნაყოფმაც კი შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს. სახლის პირობებში მისი გამოყენება ყოვლად შეუძლებელია.

2. Paris quadrifolia L. – ხარისთვალა.

ხარისთვალა - Paris quadrifolia L.

მრავალწლოვანი ბალახოვანი 10-40 სმ სიმაღლის მცენარეა. ფესურა ჰორიზონტალურია, გრძელი. ღერო სწორმდგომია, რგოლურად განლაგებული ოთხი მჯდომარე ფოთლით, რომლებიც ფართოელიფსურია, შუბისებრი ფუძით და წაწვეტებული ბოლოთი. ყვავილი მარტოულია, მდებარეობს ღეროს წვერზე, მწვანე შეფერილობისაა, ყვავილსაფარი შედგება 4 გარეგანი და 4 შიდა ვიწრო ხაზური ფოთოლაკისაგან. ნაყოფი სფერულია, 4-ბუდიანი კენკრა, პრიალაა, შავი, ნაცრისფერი ნაფიფქით. ყვ. VII-VIII; ნაყ. VIII.

იზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, უპირატესობას ანიჭებს ტენიან, დაჩრდილულ ადგილებს, ბუჩქნარების რაყებს, ტენიან ხეობებს.

შეიცავს ვიტამინ C-ს, ფლავონოიდებს, კუმარინს, ორგანულ მჟავებს (ლიმონის, ვაშლის მჟავას), პექტინებს, გლიკოზიდ პარიდინს. ფესურა, ფოთლები და ნაყოფები შეიცავს შხამიან საპონინს არისტიფინს. ფესურებში აღინიშნება აგრეთვე სტეროიდული აგებულების საპონინები, ალკალოიდები.

მაღალი შხამიანობიდან გამომდინარე, ოფიცინალურ მედიცინაში მისი გამოყენება სამედიცინო პრეპარატების დასამზადებლად აკრძალულია.

ხალხურ მედიცინაში მცენარის სხვადასხვა ორგანოების ნახარში დიდი სიფრთხილით გამოიყენებოდა ტუბერკულიოზის, შაკიკის და ნევრალგიის სამკურნალოდ.

მცენარე სასიკვდილოდ შხამიანია. განსაკუთრებით ხშირად იწამლებიან ბავშვები, რომლებსაც იზიდავს პრიალა ლამაზი კენკრა ნაყოფები. ფოთლები მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ნაყოფები – გულზე, ფესურა იწვევს პირღებინებას. მოწამლვის ნიშნებია: მუცლის ტკივილი, ფაღარათი, პირღებინება, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები, გულის რიტმის დარღვევა – მის გაჩერებამდე.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები