ნათლისღება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 17: ხაზი 17:
  
 
[[კატეგორია:რელიგია]]
 
[[კატეგორია:რელიგია]]
[[კატეგორია:რელიგიური დღესასწაულები]]
 
 
[[კატეგორია: შვიდი საეკლესიო საიდუმლო]]
 
[[კატეგორია: შვიდი საეკლესიო საიდუმლო]]

17:37, 31 მაისი 2017-ის ვერსია

ნათლისღება. გვიდო რენი, ვენა, 1623წ.

მაცხოვრის ნათლისღება - (19 იანვარი ახ. სტილით) ღვთის განგებით, ცოდვის აღიარების შემდეგ, იოანეს უნდა მოემზადებინა ხალხი მაცხოვართან შესახვედრად. იოანე ნათლისმცემელი მდინარე იორდანეში ახდენდა მასთან მისულების განბანვას, ნიშნად მათი სინანულისა. ეს იყო ნათლობა სინანულისა. მდინარის წყალს მოლოდ გარეგანი ჭუჭყის განბანვა შეეძლო, შინაგანი განწმენდა კი წმიდა სულით იყო შესაძლებელი. წმიდა იოანე ეუბნებოდა მათ: „მე უკვე ნათელგცემთ წყლითა სინანულად, ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერეს ჩემსა არს, რომლისა ვერ შემძლებელ ვარ ხამლთა მისთა ტვირთვად. მან ნათელგცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა“ (მათე, 3,11).

ოცდაათი წლის იესო ქრისტე მივიდა იოანესთან მოსანათლად. ნათლისმცემელმა სულიწმიდით მაშინვე შეიცნო მისკენ მომავალი განკაცებული ღმერთი და ასე მიმართა მას: „მე მიხმს შენ მიერ ნათლისღებაჲ და შენ ჩემდა მოხუალა?“ - იესომ კი უპასუხა „აღვასრულოთ ყოველი სიმართლით, რაიც მოგვეთხოვება“. „როცა მოინათლა იესო და წყლიდან ამოვიდა, ზეცა გაიხსნა და სულიწმიდა მტრედის სახით დაადგა მას და გაისმა მამა ღმერთის ხმა ზეცით: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო- ვიყავ“.

ამ დღესასწაულს კიდევ ეწოდება „განცხადება უფლისა“, რადგან იესო ქრისტეს ნათლისღების დროს, წმ. მამათა სწავლებით, ყოვლადწმიდა სამება განცხადდა: „მამა ღმერთმა ცათაგან დაადასტურა თავისი საყვარელი ძის შესახებ, ძემ ნათელ-იღო და იოანე ნათლისმცემლის ხელიდან და სული წმიდა, გარდამომავალი ზეცით, ვითარცა მტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა“.

წმიდა მამები გვასწავლიან, რომ ნათლისღებით ძველი რჯული დასრულდა და დასაბამი ახალმა მიიღო, რადგან ღმერთი გამოჩნდა და მადლი გამობრწყინდა. როცა მტრედის მსგავსად ზეციდან გარდამომავალმა სულიწმიდამ უფალთან ერთად წყალი გაწმინდა და წყლის გაწმენდილ ბუნებაში მადლი დაინერგა, იესო ქრისტემ ამ ცხოვრების წყლითა და სულიწმიდით ცოდვებისაგან დაძველებული კაცის ბუნება განაახლა და პირველ-შექმნილი ადამი კრულებისაგან იხსნა.

მაცხოვარმა თვითონ კი არ მიიღო სიწმიდე, ან გაწმენდას კი არ საჭიროებდა, არამედ ნათელ-იღო ჩვენი შეწევნისათვის, რომ წყალში მიმალული ყოველი ეშმაკი შეემუსრა და გაწმენდილი წყლით ჩვენი უსჯულოება განებანა: „არა თუ სიწმიდეჲ მოიღო არამედ რაჲთა ახოცნეს ცოდვანი სოფლისანი“. ქრისტეს მიერ წყლის გაწმენდაზე ეშმაკთაგან ერთი ასეთი გადმოცემა არის გაზეთის „საფარა №1 ფურცლებზე. იგი მოუძიებია წმიდა ექვთიმე თაყაიშვილს და ასე წარმოგვიდგება: როცა ევას კაენის მშობიარობის ვადა მოუახლოვდა, ხშირად ტიროდა, რადგანაც სიკვდილისა ეშინოდა. ერთხელაც მასთან გაჩნდა სატანა და ჰკითხა ტირილის მიზეზი. როცა კითხვაზე პასუხი მოისმინა, სატანამ უთხრა, რომ იგი გადაარჩენდა ევას სიკვდილისაგან თუ მიჰყიდდა ყველა მისი შთამომავლის სულს. ევა მაშინვე დაეთანხმა. სატანამ მოიტანა ერთი ქვა, დაწერა მასზე ევას პირობა და ცოლ-ქმარს მოაწერინა ხელი, შემდეგ კი ეს ქვა იორდანეში გადააგდო, რათა სამუდამოდ დაფარული ყოფილიყო იგი ადამიანთა თვალთაგან. ამ ქვას თვალის ჩინივით უფრთხილდებოდნენ და დარაჯობდნენ ეშმაკები, რომ შემთხვევით არ ამოეღო ადამიანს თავისი საჭიროებისათვის. ნათლისღების დროს ქრისტე სწორედ იმ ქვაზე დადგა, რომელზეც ადამისა და ევას პირობა ეწერა. ქვა მაშინვე გადაიქცა მარილად, დაიფშვნა და შეჭმული იქნა თევზების მიერ. ასე გახეთქა იესო ქრისმტემ „ხელით წერილი“ ადამისა და ევას მიერ სატანისათვის მიცემული და პირველი ადამიანების შთამომავლობა გამოხსნილი იქნა სატანის კლანჭებისაგან (ეს გამოხსნა სრულყოფილ იქნა ჯვარზე). სწორედ ამით შემუსრა წყალში მიმალული ყველა ეშმაკი, გაწმინდა წყალი და მიანიჭა მას ის სულიერი ძალა, რომელიც მას აქვს ნათლობისას.


წყარო

ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები