თეთრი ვერხვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:TeTri verxvi.jpg|thumb|200პქ|თეთრი ვერხვი]]
 
'''თეთრი [[ვერხვი]]''' – Populus alba. 30 მეტრამდე სიმაღლის ხე; ვარჯი – ფართო და გაშლილი; ქერქი – გლუვი და რუხ-მწვანე, სიბერეში – ღრმა ნახეთქებით. ფოთლები – ზემოდან მუქი მწვანეა, ქვემოდან – ძლიერ ბუსუსიანი, ვერცხლისფერი. იზრდება ძალიან სწრაფად. გადაჭრას ცუდად იტანს, უყვარს ნაყოფიერი, ტენიანი ნიადაგი. აქვს ღრმა ფესვთა სისტემა, რაც წყალსატევებისა და მდინარეების ნაპირების გასამაგრებლად მისი გამოყენების შესაძლებლობას ქმნის. იძლევა უხვ ამონაყარს ფესვებზე. იყენებენ დიდ პარკებსა და ბაღებში, კონტრასტული კომპოზიციების შესაქმნელად.  
+
'''თეთრი [[ვერხვი]]''' – Populus alba.
  
 +
მეგრულად – '''ვეხი.'''
  
 +
30 მეტრამდე სიმაღლის ხე; ვარჯი – ფართო და გაშლილი; ქერქი – გლუვი და რუხ-მწვანე, სიბერეში – ღრმა ნახეთქებით. ფოთლები – ზემოდან მუქი მწვანეა, ქვემოდან – ძლიერ ბუსუსიანი, ვერცხლისფერი. იზრდება ძალიან სწრაფად. გადაჭრას ცუდად იტანს, უყვარს ნაყოფიერი, ტენიანი ნიადაგი. აქვს ღრმა ფესვთა სისტემა, რაც წყალსატევებისა და მდინარეების ნაპირების გასამაგრებლად მისი გამოყენების შესაძლებლობას ქმნის. იძლევა უხვ ამონაყარს ფესვებზე. იყენებენ დიდ პარკებსა და ბაღებში, კონტრასტული კომპოზიციების შესაქმნელად.
  
 +
მსხვილი ფოთოლმცვენი სწრაფმოზარდი ხეა. ხის ტანი მოკლეა 2-3 მ დიამეტრის. ვარჯი ფართოა шатровидная ან პირამიდალური, იწყება მიწის პირიდან.  ქერქი  გლუვია  ბაცი-ვერცხლისფერი  ან  მონაცრისფრო-მწვანე, მოგრძო ბზარებით ტანის შუა და ზედა ნაწილში. ახალგაზრდა ყლორტები უმთავრესად მომრგვალო, მონაცრისფრო-თეთრია, ქეჩისებრი შებუსვით, ასაკში – მუქი ნაცრისფერი ან შავი, ღრმა ბზარებით. კვირტები წვრილია, კვერცხისებრი, ძველ ყლორტებზე შიშველი და პრიალა, ახალგაზრდებზე – შებუსვილი. ფოთლები სხვადასხვა ფორმისაა, ყლორტებზე – 3-5¬თათისებრ დანაკვთული, ტოტებზე – უფრო პატარა ზომის, ოვალური ან კვერცხისებრი,ზედა მხრიდან მუქი მწვანე, შიშველი, ქვედაზე – მოვერცხლისფრო-ქეჩისებრი; ყუნწები მოკლეა, ცილინდრული, შებუსვილი. ყვავილები პატარა ზომისაა, უფერული, ერთსქესიანი, ორსახლიანი, მფარავი ქერქლების იღლიებშია განლაგებული და მჭადებად შეკრებილი. ნაყოფი პატარა ზომის კოლოფია, მომწიფებისას ორი საგდულით იხსნება. თესლი წვრილია, მრავალი, ბეწვით აღჭურვილი. ყვ. III-IV; ნაყ. VI.
  
 +
იზრდება ზღვის სანაპირო ზოლში, ასევე გავრცელებულია კულტურში. მოყვანილია კოლხეთისათვის. ქერქი ხასიათდება ტკივილგამაყუჩებელი, მადეზინფიცირებელი, შემკვრელი, შარდმდენი და მატონიზირებელი მოქმედებით. ქერქი შეიცავს სალიცილატებს (ქიმიური ნივთიერება, რომლებიც წარმოადგენენ ასპირინისა და სხვა ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების ძირითად კომპონენტს). ქერქისგან მიღებული პრეპარატები გამოიყენება შინაგანადრევმატიმის, ართრიტის, ნიკრისის ქარის, წელის ტკივილების, შარდსასქესო სისტემის, ღვიძლის, სკვებმომნელებელი სისტემის დაავა¬ დებებისას, აგრეთვე სისუსტის, ანორექსიის, მაღალი ტემპერატურისა და მენსტრუალური ტკივილებისას. გარეგანად ქერქს იყენებენ ბუასილის, ინფიცირებული ჭრილობებისა და დაჭიმულობისას. ფოთლები გამოიყენება კბილების კარიესის და ძვლების სამკურნალოდ. მნიშვნელოვან საკვებს წარმოადგენს ცხოველებისათვის.
  
== წყარო ==
 
== წყარო ==
 +
* ბიძინაშვილი, რ., ჟორდანია, მ., მაისაია, ი. სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები. - თბ., 2023 [[https://catalog.nplg.gov.ge/record=b4616241~S1*geo]].
 
[[საქართველოს ფერმერთა ასოციაცია]]
 
[[საქართველოს ფერმერთა ასოციაცია]]
  
[[კატეგორია:თხილისებრნი]]
 
[[კატეგორია:თხილისებრნი]]
 
[[კატეგორია:ხე მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ხე მცენარეები]]
 +
[[კატეგორია: სამკურნალო მცენარეები]]

20:36, 1 ნოემბერი 2023-ის ვერსია

თეთრი ვერხვი

თეთრი ვერხვი – Populus alba.

მეგრულად – ვეხი.

30 მეტრამდე სიმაღლის ხე; ვარჯი – ფართო და გაშლილი; ქერქი – გლუვი და რუხ-მწვანე, სიბერეში – ღრმა ნახეთქებით. ფოთლები – ზემოდან მუქი მწვანეა, ქვემოდან – ძლიერ ბუსუსიანი, ვერცხლისფერი. იზრდება ძალიან სწრაფად. გადაჭრას ცუდად იტანს, უყვარს ნაყოფიერი, ტენიანი ნიადაგი. აქვს ღრმა ფესვთა სისტემა, რაც წყალსატევებისა და მდინარეების ნაპირების გასამაგრებლად მისი გამოყენების შესაძლებლობას ქმნის. იძლევა უხვ ამონაყარს ფესვებზე. იყენებენ დიდ პარკებსა და ბაღებში, კონტრასტული კომპოზიციების შესაქმნელად.

მსხვილი ფოთოლმცვენი სწრაფმოზარდი ხეა. ხის ტანი მოკლეა 2-3 მ დიამეტრის. ვარჯი ფართოა шатровидная ან პირამიდალური, იწყება მიწის პირიდან. ქერქი გლუვია ბაცი-ვერცხლისფერი ან მონაცრისფრო-მწვანე, მოგრძო ბზარებით ტანის შუა და ზედა ნაწილში. ახალგაზრდა ყლორტები უმთავრესად მომრგვალო, მონაცრისფრო-თეთრია, ქეჩისებრი შებუსვით, ასაკში – მუქი ნაცრისფერი ან შავი, ღრმა ბზარებით. კვირტები წვრილია, კვერცხისებრი, ძველ ყლორტებზე შიშველი და პრიალა, ახალგაზრდებზე – შებუსვილი. ფოთლები სხვადასხვა ფორმისაა, ყლორტებზე – 3-5¬თათისებრ დანაკვთული, ტოტებზე – უფრო პატარა ზომის, ოვალური ან კვერცხისებრი,ზედა მხრიდან მუქი მწვანე, შიშველი, ქვედაზე – მოვერცხლისფრო-ქეჩისებრი; ყუნწები მოკლეა, ცილინდრული, შებუსვილი. ყვავილები პატარა ზომისაა, უფერული, ერთსქესიანი, ორსახლიანი, მფარავი ქერქლების იღლიებშია განლაგებული და მჭადებად შეკრებილი. ნაყოფი პატარა ზომის კოლოფია, მომწიფებისას ორი საგდულით იხსნება. თესლი წვრილია, მრავალი, ბეწვით აღჭურვილი. ყვ. III-IV; ნაყ. VI.

იზრდება ზღვის სანაპირო ზოლში, ასევე გავრცელებულია კულტურში. მოყვანილია კოლხეთისათვის. ქერქი ხასიათდება ტკივილგამაყუჩებელი, მადეზინფიცირებელი, შემკვრელი, შარდმდენი და მატონიზირებელი მოქმედებით. ქერქი შეიცავს სალიცილატებს (ქიმიური ნივთიერება, რომლებიც წარმოადგენენ ასპირინისა და სხვა ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების ძირითად კომპონენტს). ქერქისგან მიღებული პრეპარატები გამოიყენება შინაგანადრევმატიმის, ართრიტის, ნიკრისის ქარის, წელის ტკივილების, შარდსასქესო სისტემის, ღვიძლის, სკვებმომნელებელი სისტემის დაავა¬ დებებისას, აგრეთვე სისუსტის, ანორექსიის, მაღალი ტემპერატურისა და მენსტრუალური ტკივილებისას. გარეგანად ქერქს იყენებენ ბუასილის, ინფიცირებული ჭრილობებისა და დაჭიმულობისას. ფოთლები გამოიყენება კბილების კარიესის და ძვლების სამკურნალოდ. მნიშვნელოვან საკვებს წარმოადგენს ცხოველებისათვის.

წყარო

  • ბიძინაშვილი, რ., ჟორდანია, მ., მაისაია, ი. სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები. - თბ., 2023 [[1]].

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები