არტანუჯის ერისთავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყაროები და ლიტერატურა)
 
(ერთი მომხმარებლის 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 10: ხაზი 10:
  
 
==წყაროები და ლიტერატურა==
 
==წყაროები და ლიტერატურა==
მატიანე ქართლისაჲ 1955: 293; სუმბატ დავითის-ძე 1955: 1959: 382; ქისკ 1984: 177-178; ვახუშტი 1973: 258; მეტრეველი 1962: 83, N43; მუსხელიშვილი 1941: 17-19, 69; ბახტაძე 2003: 265-271.
+
* მატიანე ქართლისაჲ 1955: 293;  
 
+
* [[სუმბატ დავითის ძე|სუმბატ დავითის-ძე]] 1955: 1959: 382;  
 +
* ქისკ 1984: 177-178;  
 +
* ვახუშტი 1973: 258;  
 +
* მეტრეველი 1962: 83, N43;  
 +
* მუსხელიშვილი 1941: 17-19, 69;  
 +
* ბახტაძე 2003: 265-271.
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
'''ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში'''. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017
+
[[ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში]]
 
[[კატეგორია:მოხელეები ძველ საქართველოში]]
 
[[კატეგორია:მოხელეები ძველ საქართველოში]]
 
[[კატეგორია:თანამდებობები ძველ საქართველოში]]
 
[[კატეგორია:თანამდებობები ძველ საქართველოში]]
 
[[კატეგორია:საერისთავოები]]
 
[[კატეგორია:საერისთავოები]]

მიმდინარე ცვლილება 00:01, 19 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

არტანუჯის (კლარჯეთის) ერისთავი - არტანუჯის საერისთავო დააარსა ვახტანგ გორგასალმა V ს-ის მეორე ნახევარში და საგამგებლოდ თავის ძუძუმტეს, არტავაზდს ჩააბარა. VIII ს-ში არტანუჯის ციხე მურვან ყრუმ დაანგრია, შემდგომ იგი აშოტ კურაპალატმა აღადგინა და მიმდებარე ტერიტორიაზე ქალაქი ააშენა. IX-X სს-ში არტანუჯი და მისი გარეშემონი კლარჯ ბაგრატიონთა საგამგეო ქვეყანა გახდა. საქართველოს გაერთიანების შედეგად, დაახლოებით 1008-1011 წწ-ში, ბაგრატ III-მ შეიპყრო „კლარჯნი ხელმწიფენი“ და ფანასკერტის ციხეში დაამწყვდია, ხოლო არტანუჯი და კლარჯეთის სხვა ციხეები სამეფოდ დაიჭირა. სწორედ ამ ამბავს მოჰყვა არტანუჯის (კლარჯეთის) საერისთავოს შექმნა, რომლის რეზიდენცია მდებარეობდა ციხე-ქალაქ არტანუჯში.

არტანუჯის საერისთავოში იგულიხმება შავშეთის ტერიტორიაც, რომელიც აჭარასა (აბუსერისძეთ სამკვიდრო) და კლარჯეთს შორის მდებარეობდა. არტანუჯის ერისთაობა მეფემ თავის ერთგულ აბუსერიძეთა საგვარეულოს გადასცა, რომლებიც, „მატიანე ქართლისაჲს“ თანახმად, ძლიერი და გავლენიანი ფეოდალები ყოფილან. ცნობები არტანუჯის ერისთავების შესახებ შემონახულია XI-XIV სს-ის წყაროებში. ამათგან მეტი კონკრეტულობით გამოირჩევა XI ს-ის პირველი ნახევრის მასალა. აბუსერისძეები ბაგრატ IV-ს ეხმარებოდნენ ლიპარიტ ბაღვაშის წინააღმდეგ ბრძოლაში. რაც შეეხება დანარჩენ აბუსერიძე-ერისთავებს, მათზე მსჯელობა მხოლოდ იმ მცირე გენეალოგიური ცნობებით შეიძლება, რომლებიც შემორჩენილია XIII ს-ის პირველი ნახევრის ჰიმნოგრაფისა და მეცნიერის, აბუსერიძე ტბელის თხზულებაში. „აბუსერეთ საერისთავო“ მოიხსენიება ნიკოლოზ კათალიკოსის 1281/1282 წ-ის საბუთში აზნაურ არვანბეგ საბაისძისადმი. არტანუჯის საერისთავო არსებობას განაგრძობს XIV ს-ის პირველ ნახევარშიც. ამ პერიოდში, ვახუშტის თანახმად, გიორგი ბრწყინვალემ კლარჯეთში, სპერში, კალმახსა და არტანუჯში თავისი ერისთავები დასვა. გიორგი ბრწყინვალის დროს დასმული არტანუჯის ერისთაები ჯაყელთა სახლის უმცროსი შტოს წარმომადგენლები ჩანან, მაგრამ ამ საუკუნის მეორე ნახევრიდან მაინც მათი მოხელეობა უკვე საეჭვოა. ჯვრის მონასტრის აღაპებში არტანუჯის მფლობელები ერისთავებად აღარ იწოდებიან. ამ დროიდან არტანუჯის საერისთავო ტერიტორია მათ კერძო სამამულო მფლობელობაში ჩანს გადასული.

[რედაქტირება] არტანუჯის ერისთავები

[რედაქტირება] წყაროები და ლიტერატურა

  • მატიანე ქართლისაჲ 1955: 293;
  • სუმბატ დავითის-ძე 1955: 1959: 382;
  • ქისკ 1984: 177-178;
  • ვახუშტი 1973: 258;
  • მეტრეველი 1962: 83, N43;
  • მუსხელიშვილი 1941: 17-19, 69;
  • ბახტაძე 2003: 265-271.

[რედაქტირება] წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები