მაჩაბელი დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''მაჩაბელი დავით''' (1814–1873) პოეტი. სწავლობდა [[თბილისი|თბილისის]] გიმნაზიაში. მეგობრობდა [[ნიკოლოზ ბარათაშვილი|ნ. ბარათაშვილს]] და [[თუმანიშვილი მიხეილ (პოეტი)|მ. თუმანიშვილს]]. იყო ერთ-ერთი ინიციატორი „თბილისის გიმნაზიის ყვავილის“ და ხელნაწერი ანთოლოგიის გამოცემისა. მონაწილეობდა 1832 წ. შეთქმულებაში. გიმნაზიის დასრულების (1835) შემდეგ უბრალო მოხელედ მსახურობდა თბილისის მთავარმმართველობაში, შემდეგ სამხედრო სამსახურში იყო. (1839 წლამდე). დ. მაჩაბელის პირველი ლექსი „თოვლი“ (გამოქვეყნდა 1832 წ. ჟურნალში „[[სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი]]“) ალეგორიული ხასიათისა იყო და ამხილებდა არსებულ სოციალურ უთანასწორობას. დ. მაჩაბელის ლექსებს, რომლებიც გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან იბეჭდებოდა „[[ცისკარი (ჟურნალი)|ცისკარში]]“, ახასიათებს კლასიცისტური ლიტერატურის მანერულობა (თუმცა მის ლირიკაში რომანტიკული განწყობილებაც შეიმჩნევა). შემოქმედების მთავარი თემებია სიყვარული და პატრიოტიზმი. დ. მაჩაბელი ავტორია ისტორიული პოემისა „მთიული“, რომელშიც აღწერილია რუსეთის ჯარების მიერ ადლერის აღება. აღსანიშნავია დაუმთავრებელი თხზულება „ქართველთ ზნეობა“ (1864), რომელშიც ავტორი ახასიათებს ქართულ ხალხურ სიმღერებს, მიმოიხილავს მის ისტორიას და ქართული გალობის საკითხებს.
+
'''მაჩაბელი დავით''' (1814–1873), პოეტი. სწავლობდა [[თბილისი|თბილისის]] გიმნაზიაში. მეგობრობდა [[ნიკოლოზ ბარათაშვილი|ნ. ბარათაშვილს]] და [[თუმანიშვილი მიხეილ (პოეტი)|მ. თუმანიშვილს]]. იყო ერთ-ერთი ინიციატორი „[[თბილისის გიმნაზიის ყვავილი (ჟურნალი)|თბილისის გიმნაზიის ყვავილი]]ს“ და ხელნაწერი ანთოლოგიის გამოცემისა. მონაწილეობდა 1832 წ. შეთქმულებაში.  
 +
 
 +
გიმნაზიის დასრულების (1835) შემდეგ უბრალო მოხელედ მსახურობდა [[თბილისი]]ს მთავარმმართველობაში, შემდეგ [[სამხედრო სამსახური|სამხედრო სამსახურში]] იყო. (1839 წლამდე). დ. მაჩაბელის პირველი ლექსი „თოვლი“ (გამოქვეყნდა 1832 წ. ჟურნალში „[[სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი]]“) ალეგორიული ხასიათისა იყო და ამხილებდა არსებულ სოციალურ უთანასწორობას. დ. მაჩაბელის ლექსებს, რომლებიც გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან იბეჭდებოდა „[[ცისკარი (ჟურნალი)|ცისკარში]]“, ახასიათებს კლასიცისტური ლიტერატურის მანერულობა (თუმცა მის ლირიკაში რომანტიკული განწყობილებაც შეიმჩნევა). შემოქმედების მთავარი თემებია სიყვარული და პატრიოტიზმი. დ. მაჩაბელი ავტორია ისტორიული პოემისა „მთიული“, რომელშიც აღწერილია რუსეთის [[ჯარები|ჯარების]] მიერ ადლერის აღება. აღსანიშნავია დაუმთავრებელი თხზულება „ქართველთ ზნეობა“ (1864), რომელშიც ავტორი ახასიათებს ქართულ ხალხურ სიმღერებს, მიმოიხილავს მის ისტორიას და ქართული გალობის საკითხებს.
  
  
ხაზი 12: ხაზი 14:
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:მაჩაბლები]]
 
[[კატეგორია:მაჩაბლები]]
 +
[[კატეგორია:1832 წლის შეთქმულების მონაწილეები]]‏‎

მიმდინარე ცვლილება 01:25, 17 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

მაჩაბელი დავით – (1814–1873), პოეტი. სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში. მეგობრობდა ნ. ბარათაშვილს და მ. თუმანიშვილს. იყო ერთ-ერთი ინიციატორი „თბილისის გიმნაზიის ყვავილის“ და ხელნაწერი ანთოლოგიის გამოცემისა. მონაწილეობდა 1832 წ. შეთქმულებაში.

გიმნაზიის დასრულების (1835) შემდეგ უბრალო მოხელედ მსახურობდა თბილისის მთავარმმართველობაში, შემდეგ სამხედრო სამსახურში იყო. (1839 წლამდე). დ. მაჩაბელის პირველი ლექსი „თოვლი“ (გამოქვეყნდა 1832 წ. ჟურნალში „სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი“) ალეგორიული ხასიათისა იყო და ამხილებდა არსებულ სოციალურ უთანასწორობას. დ. მაჩაბელის ლექსებს, რომლებიც გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან იბეჭდებოდა „ცისკარში“, ახასიათებს კლასიცისტური ლიტერატურის მანერულობა (თუმცა მის ლირიკაში რომანტიკული განწყობილებაც შეიმჩნევა). შემოქმედების მთავარი თემებია სიყვარული და პატრიოტიზმი. დ. მაჩაბელი ავტორია ისტორიული პოემისა „მთიული“, რომელშიც აღწერილია რუსეთის ჯარების მიერ ადლერის აღება. აღსანიშნავია დაუმთავრებელი თხზულება „ქართველთ ზნეობა“ (1864), რომელშიც ავტორი ახასიათებს ქართულ ხალხურ სიმღერებს, მიმოიხილავს მის ისტორიას და ქართული გალობის საკითხებს.


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ა. მახარაძე, დავით მაჩაბელი, წიგნში ქართული რომანტიზმი, 1960;
  • ნ. ალანია, XIX ს. პირველი ნახევრის ქართული პოემა, 1964.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები