ერთეულთა საერთაშორისო სისტემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ერთეულთა საერთაშორისო სისტემა''' – ფიზიკური სიდიდეების ერთ...)
 
ხაზი 23: ხაზი 23:
 
[[კატეგორია:ფიზიკური სიდიდეების ერთეულები]]
 
[[კატეგორია:ფიზიკური სიდიდეების ერთეულები]]
 
[[კატეგორია:ერთეულთა საერთაშორისო სისტემა]]
 
[[კატეგორია:ერთეულთა საერთაშორისო სისტემა]]
 +
[[კატეგორია:ერთეულთა სისტემები]]

14:38, 6 ოქტომბერი 2023-ის ვერსია

ერთეულთა საერთაშორისო სისტემა – ფიზიკური სიდიდეების ერთეულთა სისტემა, რომელიც მიღებულია ზომა-წონის XI გენერალური კონფერენციის მიერ 1960 წელს, პარიზში. სისტემის შემოკლებული აღნიშვნაა SI (ქართულად სი). SI-ს აქვს შვიდი ძირითადი და ორი დამატებითი ერთეული. ძირითად ერთეულებად ირჩევენ დამოუკიდებელ ერთეულებს, რომელთა აღწარმოება შეიძლება ზუსტი ეტალონების სახით. ძირითადი ერთეულების საშუალებით განისაზღვრებიან წარმოებული ერთეულები; მათ განსაზღვრავენ იმ განტოლებათა საშუალებით, რომლებიც ფიზიკური კანონების მათემატიკურ ჩანაწერს წარმოადგენენ.

ვინაიდან ყველა ფიზიკური მოვლენა მიმდინარეობს სივრცესა და დროში, ძირითად ერთეულებად პირველ რიგში იღებენ სიგრძისა და დროის ერთეულებს. მესამე ძირითად ერთეულად იღებენ მასის ერთეულს. ერთეულთა სისტემას სიგრძის, მასისა და დროის საზომი ძირითადი ერთეულებით ეწოდება ერთეულთა აბსოლუტური სისტემა. ამჟამად ეს ტერმინი მოძველებულად ითვლება.

ერთეულთა საერთაშორისო სისტემის ძირითადი ერთეულებია: სიგრძე [L] (მეტრი –მ), მასა [M] (კილოგრამი – კგ), დრო [T] (წამი – წმ), ელექტრული დენის ძალა [I] (ამპერი – ა), თერმოდინამიკური ტემპერატურა [Θ] (კელვინი), სინათლის ძალა [J] (კანდელა – კდ), ნივთიერების რაოდენობა [N] (მოლი – მოლ). დამატებითი ერთეულებია: ბრტყელი კუთხე (რადიანი – რად), სივრცითი კუთხე (სტერადიანი – სტერ).

ყველა სხვა ფიზიკური სიდიდეების ერთეულები შედგენილია, როგორც ძირითადიდან წარმოებული და გამოისახებიან ძირითადი ერთეულების რაიმე ხარისხების ნამრავლით. მაგალითად:

სიჩქარე: [V] = [L] / [T] = [LT1];
აჩქარება: [W] = [V] / [T] = [LT1] / [T] = [LT2];
ძალა: [F] = [M] · [W] = [M LT2] და ა.შ.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები