დავით სარდალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''დავით სარდალი''' – (1739 – 1796), დიპლომატი, მთარგმნელი, პოეტი. ნამდვილი სახელი და გვარი — დავით რევაძის ძე ორბელიანი.  დაბადების წლად სახელდება 1716 წელიც. იგი იყო დიდი ფეოდალი, საორბელოს უფროსი, სიძე [[ერეკლე II|ერეკლე მოერისა]] (ცოლად ჰყავდა მისი ასული თამარი). 1768 წლიდან იყო მეფის [[სახლთუხუცესი]], 1772 წლიდან კი – მეწინავე დროშის [[სარდალი]]. ახლო და გულითადი მეგობრობა ჰქონდა [[ბესიკი|ბესიკთან]], რომელმაც, გარდა ლექსებისა, მთელი სახოტბო პოემა („ასპინძისათვის”) მიუძღვნა. დავით სარდალი თავადაც აქტიურ ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა, კარგად იცოდამსომხური და სპარსული ენები; იგი იყო დიპლომატიც, რამდენჯერმე იყო სპარსეთში დესპანის მისიით, საიდანაც ჩამოიტანა სათავგადასავლო რომან „ყარამანიანის” სპარსული ხელნაწერი და 1762-177წ წლებში თარგმნა, ამ ტექსტში აქა-იქ ლექსებიც არის ჩართული. მის სატრფიალო ლექსზე „პირზე გაქვს ხალი” შექმნილია ქალაქური ხალხური სიმღერა „კოკობო ვარდო”, სიმღერა ჩაწერილია [[დიმიტრი არაყიშვილი]]ს მიერ, ამ სიმღერის [[ჰანგი]] საფუძვლად დაედო გულჩინას [[არიოზო]]ს არაყიშვილის [[ოპერა]]ში „თქმულება შოთა რუსთაველზე” (1919)  
+
'''დავით სარდალი''' – (1739 – 1796), დიპლომატი, მთარგმნელი, პოეტი. ნამდვილი სახელი და გვარი — დავით რევაძის ძე ორბელიანი.  დაბადების წლად სახელდება 1716 წელიც. იგი იყო დიდი ფეოდალი, საორბელოს უფროსი, სიძე [[ერეკლე II|ერეკლე მოერისა]] (ცოლად ჰყავდა მისი ასული თამარი). 1768 წლიდან იყო მეფის [[სახლთუხუცესი]], 1772 წლიდან კი – მეწინავე დროშის [[სარდალი]]. ახლო და გულითადი მეგობრობა ჰქონდა [[ბესიკი|ბესიკთან]], რომელმაც, გარდა ლექსებისა, მთელი სახოტბო პოემა („ასპინძისათვის”) მიუძღვნა. დავით სარდალი თავადაც აქტიურ ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა, კარგად იცოდამსომხური და სპარსული ენები; იგი იყო დიპლომატიც, რამდენჯერმე იყო სპარსეთში დესპანის მისიით, საიდანაც ჩამოიტანა სათავგადასავლო რომან „[[ყარამანიანი]]ს” სპარსული ხელნაწერი და 1762-177წ წლებში თარგმნა, ამ ტექსტში აქა-იქ ლექსებიც არის ჩართული. მის სატრფიალო ლექსზე „პირზე გაქვს ხალი” შექმნილია ქალაქური ხალხური სიმღერა „კოკობო ვარდო”, სიმღერა ჩაწერილია [[დიმიტრი არაყიშვილი]]ს მიერ, ამ სიმღერის [[ჰანგი]] საფუძვლად დაედო გულჩინას [[არიოზო]]ს არაყიშვილის [[ოპერა]]ში „თქმულება შოთა რუსთაველზე” (1919)  
  
  

მიმდინარე ცვლილება 16:42, 2 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

დავით სარდალი – (1739 – 1796), დიპლომატი, მთარგმნელი, პოეტი. ნამდვილი სახელი და გვარი — დავით რევაძის ძე ორბელიანი. დაბადების წლად სახელდება 1716 წელიც. იგი იყო დიდი ფეოდალი, საორბელოს უფროსი, სიძე ერეკლე მოერისა (ცოლად ჰყავდა მისი ასული თამარი). 1768 წლიდან იყო მეფის სახლთუხუცესი, 1772 წლიდან კი – მეწინავე დროშის სარდალი. ახლო და გულითადი მეგობრობა ჰქონდა ბესიკთან, რომელმაც, გარდა ლექსებისა, მთელი სახოტბო პოემა („ასპინძისათვის”) მიუძღვნა. დავით სარდალი თავადაც აქტიურ ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა, კარგად იცოდამსომხური და სპარსული ენები; იგი იყო დიპლომატიც, რამდენჯერმე იყო სპარსეთში დესპანის მისიით, საიდანაც ჩამოიტანა სათავგადასავლო რომან „ყარამანიანის” სპარსული ხელნაწერი და 1762-177წ წლებში თარგმნა, ამ ტექსტში აქა-იქ ლექსებიც არის ჩართული. მის სატრფიალო ლექსზე „პირზე გაქვს ხალი” შექმნილია ქალაქური ხალხური სიმღერა „კოკობო ვარდო”, სიმღერა ჩაწერილია დიმიტრი არაყიშვილის მიერ, ამ სიმღერის ჰანგი საფუძვლად დაედო გულჩინას არიოზოს არაყიშვილის ოპერაში „თქმულება შოთა რუსთაველზე” (1919)


პირზედ გაქვს ხალი
(ფრაგმენტი)
პირზედ გაქვს ხალი და შავი თვალი,
ნახვა მსურს შენი,
განათლდა არე, მზე ხარ თუ მთვარე,
ტურფად ნაშენი,
სინაზით ხელო, ტრფიალთა მკვლელო,
ჰა, დანა შენი,
სირინოზისებრ გამაგონე უცხო ხმა შენი,
კოკობო ვარდო, არ დამაგდო მე, მონა შენი.
მე შენის ეშყით გარდავარდე,
სად დავიკარგო?
შენვე მასწავლე, ვის მივმართო,
ჩემს თავს რა ვარგო?
მოწყალის თვალით შემომხედე,
უცხოვ და კარგო,
ჩემს წყლულსა გულსა ემალამე,
სამოთხის ნარგო,
ვინემ ცოცხალ ვარ, გემსახურო, ვიყო ყმა შენი.

[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები