ტრიტონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ტრიტონი''' – ''(ბერძნ.)'' ზღვის უძველესი (წინაბერძნული) [[დემონებ...)
 
 
(2 მომხმარებლების 6 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Tritoni.jpg|thumb|280პქ|'''ტრიტონი'''. <br />ამფორას [[ფერწერა]] (ძვ.წ. 500-480 წ.წ.), ჰარვადის უნივერსიტეტის მუზეუმი]]
 
'''ტრიტონი''' – ''(ბერძნ.)'' ზღვის უძველესი (წინაბერძნული) [[დემონები|დემონი]]. მითებში იგი [[პოსეიდონი]]სა და [[ამფიტრიტე]]ს ვაჟია. რომაულ სამყაროში მას სალაკიუსი ერქვა.
 
'''ტრიტონი''' – ''(ბერძნ.)'' ზღვის უძველესი (წინაბერძნული) [[დემონები|დემონი]]. მითებში იგი [[პოსეიდონი]]სა და [[ამფიტრიტე]]ს ვაჟია. რომაულ სამყაროში მას სალაკიუსი ერქვა.
  
ტრიტონი ზღვის სიღრმეში აღმართულ ოქროს სასახლეში ცხოვრობდა. ასე სჯეროდათ ბერძნებს და მის შესახებ ლეგენდებს თხზავდნენ. არსებობს თქმულება [[ჰერაკლე]]სა და ტრიტონის, [[დიონისე]]სა და ტრიტონის შერკინებაზე. მისი სახელი დაკავშირებულია [[არგონავტები]]ს მითოსთანაც: როდესაც გრიგალმა ხომალდი „[[არგო]]“ ლიბიაში, ტრიტონისის ტბისკენ გაიტაცა და სასოწარკვეთილი მეხომალდეები გზას ვეღარ აგნებდნენ, მხსნელად ამ ტბის ღვთაება, ტრიტონი, მოევლინათ. მან გზა უჩვენა არგონავტებს, დალოცა და ტბის სიღრმეში გაუჩინარდა.
+
ტრიტონი ზღვის სიღრმეში აღმართულ ოქროს სასახლეში ცხოვრობდა. ასე სჯეროდათ ბერძნებს და მის შესახებ ლეგენდებს თხზავდნენ. არსებობს [[თქმულება]] [[ჰერაკლე]]სა და ტრიტონის, [[დიონისე]]სა და ტრიტონის შერკინებაზე. მისი სახელი დაკავშირებულია [[არგონავტები]]ს მითოსთანაც: როდესაც გრიგალმა ხომალდი „[[არგო]]“ ლიბიაში, ტრიტონისის ტბისკენ გაიტაცა და სასოწარკვეთილი მეხომალდეები გზას ვეღარ აგნებდნენ, მხსნელად ამ ტბის ღვთაება, ტრიტონი, მოევლინათ. მან გზა უჩვენა არგონავტებს, დალოცა და ტბის სიღრმეში გაუჩინარდა.
  
 
არსებობს თქმულება იმის თაობაზე, თუ როგორ მოჰპარა ტრიტონმა ჯოგი ტანაგრელებს, რომლებმაც ამის გამო მას თავი მოჰკვეთეს.
 
არსებობს თქმულება იმის თაობაზე, თუ როგორ მოჰპარა ტრიტონმა ჯოგი ტანაგრელებს, რომლებმაც ამის გამო მას თავი მოჰკვეთეს.
  
საოცარი სანახავი იყო ეს დემონი. ცნობილი მითოგრაფოსის, პავსანიასის გადმოცემით, მას ჰქონია მამაკაცის ცხვირი, მხეცისებრი
+
საოცარი სანახავი იყო ეს დემონი. ცნობილი მითოგრაფოსის, პავსანიასის გადმოცემით, მას ჰქონია მამაკაცის ცხვირი, მხეცისებრი კბილებით ამოვსებული განიერი პირი, მწვანე თმები, ყურების ახლოს – ლაყუჩები, ქერცლიანი ხელები და ფეხების ნაცვლად – დელფინის კუდი. ტრიტონს დაჰქონდა უზარმაზარი ნიჟარა, [[პოსეიდონი]]ს ბრძანებით, ჩაჰბერავდა ხოლმე ზღვის ასაბობოქრებლად თუ დასამშვიდებლად.
კბილებით ამოვსებული განიერი პირი, მწვანე თმები, ყურების ახლოს – ლაყუჩები, ქერცლიანი ხელები და ფეხების ნაცვლად
+
– დელფინის კუდი. ტრიტონს დაჰქონდა უზარმაზარი ნიჟარა, [[პოსეიდონი]]ს ბრძანებით, ჩაჰბერავდა ხოლმე ზღვის ასაბობოქრებლად თუ დასამშვიდებლად.
+
  
 
ძვ. წ. IV საუკუნისათვის ერთი კი არა, მრავალი ტრიტონი ჩნდება მითოსურ თქმულებებში. ისინი ზღვად [[სატირები|სატირებსა]] და [[კენტავრები|კენტავრებს]] დაემსგავსნენ, ხმელეთზე კი წყლის მთავარ ღვთაებათა მსახურებად გარდაისახნენ. [[ანტიკურობა|ანტიკურ]] ხელოვნებაში ტრიტონსა და ტრიტონებს პოსეიდონსა და [[ნერეიდები|ნერეიდებთან]] ერთად წარმოადგენდნენ. მოგვიანებით ეს გამოსახულება შადრევანთა ოსტატების უსაყვარლეს თემად იქცა.
 
ძვ. წ. IV საუკუნისათვის ერთი კი არა, მრავალი ტრიტონი ჩნდება მითოსურ თქმულებებში. ისინი ზღვად [[სატირები|სატირებსა]] და [[კენტავრები|კენტავრებს]] დაემსგავსნენ, ხმელეთზე კი წყლის მთავარ ღვთაებათა მსახურებად გარდაისახნენ. [[ანტიკურობა|ანტიკურ]] ხელოვნებაში ტრიტონსა და ტრიტონებს პოსეიდონსა და [[ნერეიდები|ნერეიდებთან]] ერთად წარმოადგენდნენ. მოგვიანებით ეს გამოსახულება შადრევანთა ოსტატების უსაყვარლეს თემად იქცა.
ხაზი 18: ხაზი 17:
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:ბერძნული მითები]]
 
[[კატეგორია:ბერძნული მითები]]
 +
[[კატეგორია:მითიური არსებები]]
 +
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]]
 +
[[კატეგორია:დემონები]]

მიმდინარე ცვლილება 00:45, 25 აგვისტო 2023 მდგომარეობით

ტრიტონი.
ამფორას ფერწერა (ძვ.წ. 500-480 წ.წ.), ჰარვადის უნივერსიტეტის მუზეუმი

ტრიტონი(ბერძნ.) ზღვის უძველესი (წინაბერძნული) დემონი. მითებში იგი პოსეიდონისა და ამფიტრიტეს ვაჟია. რომაულ სამყაროში მას სალაკიუსი ერქვა.

ტრიტონი ზღვის სიღრმეში აღმართულ ოქროს სასახლეში ცხოვრობდა. ასე სჯეროდათ ბერძნებს და მის შესახებ ლეგენდებს თხზავდნენ. არსებობს თქმულება ჰერაკლესა და ტრიტონის, დიონისესა და ტრიტონის შერკინებაზე. მისი სახელი დაკავშირებულია არგონავტების მითოსთანაც: როდესაც გრიგალმა ხომალდი „არგო“ ლიბიაში, ტრიტონისის ტბისკენ გაიტაცა და სასოწარკვეთილი მეხომალდეები გზას ვეღარ აგნებდნენ, მხსნელად ამ ტბის ღვთაება, ტრიტონი, მოევლინათ. მან გზა უჩვენა არგონავტებს, დალოცა და ტბის სიღრმეში გაუჩინარდა.

არსებობს თქმულება იმის თაობაზე, თუ როგორ მოჰპარა ტრიტონმა ჯოგი ტანაგრელებს, რომლებმაც ამის გამო მას თავი მოჰკვეთეს.

საოცარი სანახავი იყო ეს დემონი. ცნობილი მითოგრაფოსის, პავსანიასის გადმოცემით, მას ჰქონია მამაკაცის ცხვირი, მხეცისებრი კბილებით ამოვსებული განიერი პირი, მწვანე თმები, ყურების ახლოს – ლაყუჩები, ქერცლიანი ხელები და ფეხების ნაცვლად – დელფინის კუდი. ტრიტონს დაჰქონდა უზარმაზარი ნიჟარა, პოსეიდონის ბრძანებით, ჩაჰბერავდა ხოლმე ზღვის ასაბობოქრებლად თუ დასამშვიდებლად.

ძვ. წ. IV საუკუნისათვის ერთი კი არა, მრავალი ტრიტონი ჩნდება მითოსურ თქმულებებში. ისინი ზღვად სატირებსა და კენტავრებს დაემსგავსნენ, ხმელეთზე კი წყლის მთავარ ღვთაებათა მსახურებად გარდაისახნენ. ანტიკურ ხელოვნებაში ტრიტონსა და ტრიტონებს პოსეიდონსა და ნერეიდებთან ერთად წარმოადგენდნენ. მოგვიანებით ეს გამოსახულება შადრევანთა ოსტატების უსაყვარლეს თემად იქცა.



[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები