აფხაზეთის დოლმენები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 7: ხაზი 7:
  
 
===== აღმოჩენის ადგილი =====
 
===== აღმოჩენის ადგილი =====
[[საქართველო]], აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, სოფლები - ეშერა, აზანთა, ოთხარა, აჭანდარა, გორანა, ყულანურხვა, შრომა; დოუს უღელტეხილი, მდინარე ფსოუს ხეობა და სხვა.
+
[[საქართველო]], აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, სოფლები - ეშერა, აზანთა, ოთხარა, აჭანდარა, გორანა, ყულანურხვა, შრომა; დოუს უღელტეხილი, [[მდინარე]] ფსოუს ხეობა და სხვა.
  
 
===== ამჟამინდელი მდგომარეობა =====
 
===== ამჟამინდელი მდგომარეობა =====
ხაზი 18: ხაზი 18:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
* კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში  Cultural heritage in Abkhazia / აფხაზეთის მთავრობა, აფხაზეთის  განათლებისა და კულტურის სამინისტრო; სარედაქციო კოლეგია: ირაკლი გელენავა (მთავარი რედაქტორი), გიორგი პატაშური, ქეთევან დავითაია ; თარგმნა: მარიკა ლომაძე, ქეთევან დავითაია.
+
* [[კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში]]  
 
+
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]]
[[კატეგორია: მეგალითური არქიტექტურა]]
+
[[კატეგორია:საქართველოს  მეგალითური არქიტექტურა]]
 +
[[კატეგორია:მეგალითური ნაგებობები]]

მიმდინარე ცვლილება 23:24, 24 აგვისტო 2023 მდგომარეობით

აფხაზეთის დოლმენები

აფხაზეთის დოლმენები - უძველესი მეგალითური სამარხი ნაგებობებია, რომლებიც აღმოჩენილია აფხაზეთის ტერიტორიაზე. აფხაზეთის უძველესი დოლმენები ადრე ბრინჯაოს ხანისაა. მათი მშენებლობა ძვ. წ. III ათასწლეულის II-ნახევარში დაიწყო. ამ ხანის აფხაზეთის დოლმენები მომცრო და ტლანქად ნაგებია. შუა ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევარი) დოლმენები კი უფრო მოზრდილი და უკეთ ნაგებია.

არქეოლოგიურად ყველაზე უკეთ შესწავლილია სოფელ ეშერაში აღმოჩენილი დოლმენები. აფხაზეთის დოლმენები აგებულია ოთხ-ოთხი ვერტიკალურად დაყენებული მასიური ბრტყელი ქვისაგან და ასეთივე ქვითაა გადახურული (ცალკეული ქვების წონა 50 ტონას აღემატება). ზოგ დოლმენს იატაკადაც ქვის ფილა აქვს. აფხაზეთის დოლმენების გეგმა ტრაპეციის ფორმისაა. წინა ფართო კედელში, რომელიც უპირატესად მოქცეულია სამხრეთით ან სამხრეთ-აღმოსავლეთით, გამოჭრილია 0,4 მ. დიამეტრის მრგვალი ხვრელი, რომელიც ქვის საცობით იხურებოდა. გვერდითა კედლებსა და იატაკის ქვებზე სიმკვრივისათვის ხშირად ნარიბანდებია ამოკვეთილი კედლების გასწვრივ, გარედან კი დიდი ქვებია შემოწყობილი.

აფხაზეთის დოლმენები

დოლმენებში, გარდა უწესრიგოდ მიმოფანტული ძვლებისა, აღმოჩენილია ცულები, შუბისპირები, სამკაულები, თიხის ჭურჭელი და ა.შ.

[რედაქტირება] აღმოჩენის ადგილი

საქართველო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, სოფლები - ეშერა, აზანთა, ოთხარა, აჭანდარა, გორანა, ყულანურხვა, შრომა; დოუს უღელტეხილი, მდინარე ფსოუს ხეობა და სხვა.

[რედაქტირება] ამჟამინდელი მდგომარეობა

დოლმენების დიდი ნაწილი ახლა სრულიად მოუვლელია, რის გამოც არსებობს მათი განადგურების საფრთხე. აფხაზეთის დოლმენების ცალკეული ექსპონატები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

აფხაზეთის დოლმენებს მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი



[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები