ბიულოვი ჰანს გვიდო ფონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Biulovi.jpg|thumb|200პქ|ბიულოვი ჰანს გვიდო ფონ]]
 
[[ფაილი:Biulovi.jpg|thumb|200პქ|ბიულოვი ჰანს გვიდო ფონ]]
'''ბიულოვი ჰანს გვიდო ფონ''' - გერმ. Hans Guido von Bülow (8. I. 1830, დრეზდენი, – 12. II. 1894, კაირო), გერმანელი პიანისტი, [[დირიჟორი]], კომპოზიტორი, მუსიკალური მწერალი. ფ. ვიკისა და ფ. ლისტის (ფორტეპიანო) და მ. ჰაუპტმანის (კომპოზიცია) მოწაფე.  
+
'''ბიულოვი ჰანს გვიდო ფონ''' - გერმ. Hans Guido von Bülow (8. I. 1830, დრეზდენი, – 12. II. 1894, კაირო), გერმანელი პიანისტი, [[დირიჟორი]], კომპოზიტორი, მუსიკალური მწერალი. ფ. ვიკისა და ფ. ლისტის ([[ფორტეპიანო]]) და მ. ჰაუპტმანის (კომპოზიცია) მოწაფე.  
  
 
სადირიჟორო მოღვაწეობას ეწეოდა 1850-იდან. 1864-69 ცხოვრობდა მიუნხენში. დირიჟორობდა [[ვაგნერი რიხარდ|რ. ვაგნერის]] ოპერების „ტრისტან და იზოლდას“ (1865) და „ნიურნბერგელი მაისტერზინგერების“ (1868) პრემიერებს მიუნხენში. 1874-76 გასტროლები გამართა, როგორც პიანისტმა და დირიჟორმა, ევროპის ქვეყნებში და ამერიკაში. 1877-93 მუშაობდა ჰანოვერის, მაინინგენის, ჰამბურგის, ბერლინის სიმფონიურ ორკესტრებთან.  
 
სადირიჟორო მოღვაწეობას ეწეოდა 1850-იდან. 1864-69 ცხოვრობდა მიუნხენში. დირიჟორობდა [[ვაგნერი რიხარდ|რ. ვაგნერის]] ოპერების „ტრისტან და იზოლდას“ (1865) და „ნიურნბერგელი მაისტერზინგერების“ (1868) პრემიერებს მიუნხენში. 1874-76 გასტროლები გამართა, როგორც პიანისტმა და დირიჟორმა, ევროპის ქვეყნებში და ამერიკაში. 1877-93 მუშაობდა ჰანოვერის, მაინინგენის, ჰამბურგის, ბერლინის სიმფონიურ ორკესტრებთან.  
ხაზი 12: ხაზი 12:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი  
+
[[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
  
 
[[კატეგორია:კომპოზიტორები]]
 
[[კატეგორია:კომპოზიტორები]]

მიმდინარე ცვლილება 16:52, 16 ივნისი 2023 მდგომარეობით

ბიულოვი ჰანს გვიდო ფონ

ბიულოვი ჰანს გვიდო ფონ - გერმ. Hans Guido von Bülow (8. I. 1830, დრეზდენი, – 12. II. 1894, კაირო), გერმანელი პიანისტი, დირიჟორი, კომპოზიტორი, მუსიკალური მწერალი. ფ. ვიკისა და ფ. ლისტის (ფორტეპიანო) და მ. ჰაუპტმანის (კომპოზიცია) მოწაფე.

სადირიჟორო მოღვაწეობას ეწეოდა 1850-იდან. 1864-69 ცხოვრობდა მიუნხენში. დირიჟორობდა რ. ვაგნერის ოპერების „ტრისტან და იზოლდას“ (1865) და „ნიურნბერგელი მაისტერზინგერების“ (1868) პრემიერებს მიუნხენში. 1874-76 გასტროლები გამართა, როგორც პიანისტმა და დირიჟორმა, ევროპის ქვეყნებში და ამერიკაში. 1877-93 მუშაობდა ჰანოვერის, მაინინგენის, ჰამბურგის, ბერლინის სიმფონიურ ორკესტრებთან.

ბიულოვის ხელოვნება მაღალი მხატვრული კულტურითა და ოსტატობით გამოირჩევა. იგი თანამედროვე სადირიჟორო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელია (ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ზეპირად დირიჟორობა). მის ვრცელ რეპერტუარში განსაკუთრებული ადგილი ეკავათ ი. ბრამსის ნაწარმოებებს. ფართო აღიარება მოიპოვა მისმა პიანისტურმა მოღვაწეობამაც (განსაკუთრებით ლ. ბეთჰოვენის გვიანდელი სონატების შესრულებამ). ბიულოვს ეძღვნება პ. ჩაიკოვსკის I საფორტეპიანო კონცერტი.




[რედაქტირება] წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები