გეითსი ბილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(2 მომხმარებლების 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 11: ხაზი 11:
 
ბილ გეითსმა მესამე კურსზე ჰარვარდში სწავლა მიატოვა და გადაწყვიტა მთლიანად მიეძღვნა თავი „მაიკროსოფტისთვის“, რომელიც პოლ ალენთან ერთად 1975 წელს დააფუძნა. მტკიცედ დარწმუნებულებმა იმაში, რომ პერსონალური კომპიუტერი შეუცვლელი იქნება ყოველ სამუშაო ადგილზე და ყოველ სახლში, მათ დაიწყეს პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება პერსონალური კომპიუტერისთვის.
 
სკოლაში მიღებულმა გამოცდილებამ თავისი დადებითი როლი ითამაშა მათ წარმატებაში. მთელი რიგი წარმატებისა და წარუმატებლობის შემდეგ, რაც გამოწვეული იყო „მიტცის“ ფინანსური პრობლემებით, გეითსს შესაძლებლობა გაუჩნდა შეემუშავებინა „ემ-ეს-დოს-ის (MS-DOS) საოპერაციო სისტემა „აი-ბი-ემ“-ის (IBM) პერსონალური კომპიუტერებისთვის. ამ გარიგებამ „აი-ბი-ემ“-თან „მაიკროსოფტი“ პროგრამული უზრუნველყოფის შემმუშავებელ წამყვან კომპანიათა რიგში გადაიყვანა და 1981 წლისთვის ფირმის შემოსავალმა 16 მილიონი დოლარი შეადგინა.  
+
სკოლაში მიღებულმა გამოცდილებამ თავისი დადებითი როლი ითამაშა მათ წარმატებაში. მთელი რიგი წარმატებისა და წარუმატებლობის შემდეგ, რაც გამოწვეული იყო „მიტცის“ ფინანსური პრობლემებით, გეითსს შესაძლებლობა გაუჩნდა შეემუშავებინა „ემ-ეს-დოს-ის (MS-DOS) საოპერაციო სისტემა „აი-ბი-ემ“-ის (IBM) პერსონალური კომპიუტერებისთვის. ამ გარიგებამ „აი-ბი-ემ“-თან „მაიკროსოფტი“ პროგრამული უზრუნველყოფის შემმუშავებელ წამყვან კომპანიათა რიგში გადაიყვანა და 1981 წლისთვის ფირმის შემოსავალმა 16 მილიონი [[დოლარი]] [[დოლარი]]შეადგინა.  
  
პირველი წლები ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა „მაიკროსოფტ“-ის გადარჩენისთვის. მაგრამ გეითსმა არატიპური მეწარმის [[უნარი]] გამოავლინა. იმ დროს, როცა მისი კოლეგები დინამიკური კომპიუტერის ბიზნესიდან ან შევიწროვებულ იქნენ, ან თავისი ნებით წავიდნენ საქმიდან, მან არა მხოლოდ შეინარჩუნა „მაიკროსოფტ“-ზე კონტროლი, არამედ მიაღწია იმას, რომ კომპანიის ისტორია პროგრამული უზრუნველყოფის პრესტიჟულ [[ბაზარი|ბაზარზე]] წარმატების ერთ-ერთ შთამბეჭდავ ისტორიად გადაქცეულიყო.  
 
ხაზი 49: ხაზი 49:
 
1997 წელს გეითსი მოსკოვს ეწვია. მან კრემლის სახელმწიფო სასახლეში მოხსენება წაიკითხა თემაზე: „კომპიუტერული ტექნოლოგიების დღევანდელობისა და მომავლის შესახებ“.
 
1997 წელს გეითსი მოსკოვს ეწვია. მან კრემლის სახელმწიფო სასახლეში მოხსენება წაიკითხა თემაზე: „კომპიუტერული ტექნოლოგიების დღევანდელობისა და მომავლის შესახებ“.
  
კიდევ ერთი საინტერესო მომენტი, თუ როგორ შეიძლება დაიკარგოს 11 მილიარდი დოლარი 13 დღის განმავლობაში:
+
კიდევ ერთი საინტერესო მომენტი, თუ როგორ შეიძლება დაიკარგოს 11 მილიარდი [[დოლარი]] 13 დღის განმავლობაში:
  
1999 წლის 22 ივლისის მონაცემებით ბილ გეითსის სიმდიდრე შეადგენდა - 106 929 000 000 აშშ დოლარს, ხოლო ამავე წლის 5 აგვისტოს მონაცემებით კი _ 95 918 200 000 აშშ დოლარს.სად წავიდა 11 010 800 000 აშშ დოლარი?  
+
1999 წლის 22 ივლისის მონაცემებით ბილ გეითსის სიმდიდრე შეადგენდა - 106 929 000 000 აშშ დოლარს, ხოლო ამავე წლის 5 აგვისტოს მონაცემებით კი _ 95 918 200 000 აშშ დოლარს.სად წავიდა 11 010 800 000 აშშ [[დოლარი]]?  
  
საქმე იმაში გახლავთ, რომ 1999 წლის 22 ივლისს 1 აქციის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 94,69 აშშ დოლარს, ხოლო იმავე წლის 5 აგვისტოსთვის - 84,94 აშშ დოლარს, გეითსის აქციების რაოდენობა კი იმ დღისთვის დაახლოებით 1 129 280 000 ცალს შეადგენდა.
 
ხაზი 57: ხაზი 57:
  
==== ბილ გეითსის სიმდიდრის ინდექსი ====
 
==== ბილ გეითსის სიმდიდრის ინდექსი ====
ბილ გეითსის პერსონალურ ანგარიშზე ფიქსირებულმა თანხამ 40 მილიარდ დოლარს გადააჭარბა (მონაცემები აღებულია 1998 წლის დასაწყისში). მან იცის, თუ რა გზით იშოვოს ფული. წარმოიდგინეთ, რომ ბილმა ეს თანხა 22 წლის განმავლობაში დააგროვა, ე. ი. მას შემდეგ, რაც 1975 წელს დაარსდა ფირმა “მაიკროსოფტი. თუ მხედველობაში მიიღებთ იმ ფაქტს, რომ ამ ფირმის დაარსებიდან მოყოლებული გეითსის სამუშაო დღე 14 საათს გრძელდება, საათში ის ნახევარ მილიონ დოლარს, ე. ი. წამში დაახლოებით 150 დოლარს გამოიმუშავებს.
+
ბილ გეითსის პერსონალურ ანგარიშზე ფიქსირებულმა თანხამ 40 მილიარდ დოლარს გადააჭარბა (მონაცემები აღებულია 1998 წლის დასაწყისში). მან იცის, თუ რა გზით იშოვოს ფული. წარმოიდგინეთ, რომ ბილმა ეს თანხა 22 წლის განმავლობაში დააგროვა, ე. ი. მას შემდეგ, რაც 1975 წელს დაარსდა [[ფირმა]] “მაიკროსოფტი. თუ მხედველობაში მიიღებთ იმ ფაქტს, რომ ამ ფირმის დაარსებიდან მოყოლებული გეითსის სამუშაო დღე 14 საათს გრძელდება, საათში ის ნახევარ მილიონ დოლარს, ე. ი. წამში დაახლოებით 150 დოლარს გამოიმუშავებს.
 
+
 
+
 
+
  
==წყარო==
 
==წყარო==
ქარჩავა, ლოიდ, გამოჩენილ ბიზნესმენთა სამეწარმეო ცხოვრებიდან : ბიზნესის გარშემო : [7 წიგნად / რედ.: ლეო ჩიქავა]. - [თბ.] : ლოი, 2006. - 20 სმ
+
[[გამოჩენილ ბიზნესმენთა სამეწარმეო ცხოვრებიდან]]
  
[[კატეგორია:მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები]]
 
[[კატეგორია:მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები]]
 
[[კატეგორია:ბიზნესმენები]]
 
[[კატეგორია:ბიზნესმენები]]

მიმდინარე ცვლილება 16:02, 16 ივნისი 2023 მდგომარეობით

ბილ გეითსი

უილიამ (ბილ) გეითსი - ინგ. William (Bill) Gates, კორპორაცია „მაიკროსოფტ“-ის (Microsoft) ერთ-ერთი დამფუძნებელი, მმართველობის თავმჯდომარე და პროგრამული უზრუნველყოფის მთავარი არქიტექტორი, პერსონალური კომპიუტერებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის მსოფლიოში წამყვანი მწარმოებელია.

[რედაქტირება] ბიოგრაფია

უილიამ გეითს-მესამე 1955 წლის 28 ოქტომბერს დაიბადა. ის თავის ორ დასთან ერთად სეიტლში გაიზარდა. საქმის წარმოების ტალანტი უილიამ გეითსმა მშობლებისგან მემკვიდრეობით მიიღო. მის მამას, წარმატებულ იურისტს და დედას, წარსულში მასწავლებელსა და „იუნაითედ უეი ინტერნეშნლ“-ის (United Way International) დირექტორს, ხშირად ჰქონდათ გაცხოველებული საქმიანი დისკუსიები. მსგავსმა საშინაო ვითარებამ გეითსს მისცა დამატებითი სტიმული საქმიანი ჩვევების განვითარებისკენ.

გეითსი 14 წლის ასაკში გაიტაცა კომპიუტერმა, მას შემდეგ, რაც „ლეიკსაიდ მაზერს ქლაბ“-მა (Lakeside Mothers Club) მის მშობლიურ ქალაქში გარკვეული თანხა ტერმინალში დააბანდა, რომელიც ტელეფონით კომპიუტერთან იყო შეერთებული. მალე ბილმა და მისმა სამმა მეგობარმა „ლეიკსაიდ პროგრამინგ გრუპი“ (Lakeside Programming Group) ჩამოაყალიბა. თავის მეგობართან, პოლ ალენთან (Paul Allen) ერთად ის შედიოდა კომპიუტერულ ცენტრში, რათა ემუშავა იქ ღამით ან დღის საათებში, როცა ყველა ფიზკულტურით იყო დაკავებული. მისმა გატაცებამ გამოყენებითი პროგრამებით საბოლოო ჯამში მიიყვანა იქამდე, რომ მან შეიმუშავა სკოლაში ხელფასის გაანგარიშებისა და საგზაო მოძრაობის მონიტორინგის სისტემა. ერთი პერიოდი, ბილი მისმა მეგობრებმა „ლეიკსაიდ პროგრამინგ გრუპი“-დან გამოაგდეს იმ მიზეზით, რომ ის ყველაზე უმცროსი იყო. თუმცა, მალე აღმოჩნდა, რომ ორგანიზაციას არ შეეძლო მის გარეშე ფუნქციონირება და ბოლოს სთხოვეს, დაბრუნებულიყო და გამხდარიყო მისი პრეზიდენტი.

1973 წელს გეითსი ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. ჰარვარდში ბილი და სტივ ბალმერი (Steve Ballmer) ერთ სართულზე ცხოვრობდნენ. დღეისთვის ბალმერი „მაიკროსოფტის“ ვიცე-პრეზიდენტია. ამავე წელს, გეითსმა პოლ ალენთან ერთად პროგრამირების ენა, - „ბეისიკი“ (BASIC) შეიმუშავა „მიტც“-ის“ (MITS) კომპანიისთვის, რომელიც კორპორაცია „ინტელ“-ის” (Intel) მიერ გამოშვებულ კომპიუტერულ ნაკრებს ჰყიდდა ახალი მიკროპროცესორით.

ბილ გეითსმა მესამე კურსზე ჰარვარდში სწავლა მიატოვა და გადაწყვიტა მთლიანად მიეძღვნა თავი „მაიკროსოფტისთვის“, რომელიც პოლ ალენთან ერთად 1975 წელს დააფუძნა. მტკიცედ დარწმუნებულებმა იმაში, რომ პერსონალური კომპიუტერი შეუცვლელი იქნება ყოველ სამუშაო ადგილზე და ყოველ სახლში, მათ დაიწყეს პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება პერსონალური კომპიუტერისთვის.

სკოლაში მიღებულმა გამოცდილებამ თავისი დადებითი როლი ითამაშა მათ წარმატებაში. მთელი რიგი წარმატებისა და წარუმატებლობის შემდეგ, რაც გამოწვეული იყო „მიტცის“ ფინანსური პრობლემებით, გეითსს შესაძლებლობა გაუჩნდა შეემუშავებინა „ემ-ეს-დოს-ის (MS-DOS) საოპერაციო სისტემა „აი-ბი-ემ“-ის (IBM) პერსონალური კომპიუტერებისთვის. ამ გარიგებამ „აი-ბი-ემ“-თან „მაიკროსოფტი“ პროგრამული უზრუნველყოფის შემმუშავებელ წამყვან კომპანიათა რიგში გადაიყვანა და 1981 წლისთვის ფირმის შემოსავალმა 16 მილიონი დოლარი დოლარიშეადგინა.

პირველი წლები ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა „მაიკროსოფტ“-ის გადარჩენისთვის. მაგრამ გეითსმა არატიპური მეწარმის უნარი გამოავლინა. იმ დროს, როცა მისი კოლეგები დინამიკური კომპიუტერის ბიზნესიდან ან შევიწროვებულ იქნენ, ან თავისი ნებით წავიდნენ საქმიდან, მან არა მხოლოდ შეინარჩუნა „მაიკროსოფტ“-ზე კონტროლი, არამედ მიაღწია იმას, რომ კომპანიის ისტორია პროგრამული უზრუნველყოფის პრესტიჟულ ბაზარზე წარმატების ერთ-ერთ შთამბეჭდავ ისტორიად გადაქცეულიყო.

რამ შეუწყო ხელი მას შეენარჩუნებინა საწარმოს მდგრადობა ადრეულ ეტაპზე? აქ პასუხი ერთია: ეს შესაძლებელი გახდა კარგი საქმიანი ალღოს წყალობით და „მაიკროსოფტ“-ის გონივრული მართვით ამ კრიტიკულ პერიოდში.

გულდასმით ფინანსურმა დაგეგმვამ და ანალიზმა, კვალიფიციური თანამშრომლების დაქირავებამ სამუშაოზე, ბაზრის გონივრულმა ანალიზმა კომპანია ღია ტიპის აქციონერულ კორპორაციად გადააქცია.

„მაიკროსოფტის“ წარმატება შეუძლებელი იქნებოდა პროგრამული უზრუნველყოფის მაღალკონკურენციულ ბაზარზე გულდასმით მართვისა და გონივრული გადაწყვეტილების მიღების გარეშე. ხანგრძლივმა საათებმა, რომელიც დაიხარჯა ახალი საოპერაციო სისტემის შემუშავებაზე, კომპანიას განსაკუთრებული რეპუტაცია შეუქმნა. ფირმის ზრდის შესაბამისად გეითსმა ისწავლა პასუხისმგებლობის დელეგირება, ამასთან, შეინარჩუნა გარკვეული კონტროლი მისთვის დამახასიათებელი მართვის მკაცრი სტილით, რომელიც გამიზნულია სრულყოფილების მიღწევაზე. „მაიკროსოფტ“-ის გონივრულმა მართვამ საწყის ეტაპზე შესაძლებელი გახადა ისეთი მნიშვნელოვანი ახალი საქონლის შექმნა, როგორც პროგრამათა პაკეტი – „უინდოუსი“ (Windows) - გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფა „აი-ბი-ემ“-ის პერსონალური კომპიუტერებისთვის - და „ექსელი“ (Excel) – პაკეტი „მაკინტოშ“-ისთვის (Macintosh).

გეითსის მოქმედებას გარკვეული კრიტიკაც მოჰყვა. ზოგიერთებს მიაჩნდათ, რომ მის ცოდნას კომპიუტერული მეცნიერების სფეროში ბევრი ხარვეზი გააჩნია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის აგრძელებს თავისი ცოდნის გამოყენებით ახალი სფეროების ძებნას, რათა შეინარჩუნოს კომპანიის ზრდა. 1987 წელს „მაიკროსოფტ“-ის შემოსავლები და მოგება 87%-ით გაიზარდა და 70 მლნ. დოლარს მიაღწია, რამაც ის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიად აქცია აშშ-ში პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების სფეროში.

გეითსის ხელმძღვანელობით „მაიკროსოფტი“ სისტემატურად ანვითარებს და სრულყოფს საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და პროდუქტებს. სწრაფვა იმისკენ, რომ კომპიუტერთან მუშაობა უფრო უბრალო, ეკონომიური და სასიამოვნო გახადოს – „მაიკროსოფტ“-ის წარმატების საწინდარია. ამასთან, არც გრძელვადიანი, სამომავლო პერსპექტივებიც რჩება ყურადღების გარეშე - 1999 საფინანსო წელს მარტო სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებზე 3 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო.

პერსონალური კომპიუტერის განვითარების თაობაზე ბილ გეითსის განჭვრეტის ნიჭი „მაიკროსოფტ“-ისა და მთლიანად პროგრამული უზრუნველყოფის წარმატების გასაღები ფაქტორი გახდა. გეითსი დღემდე აქტიურად მონაწილეობს კომპანიის მართვასა და სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებაში. ასევე, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ახალი პროდუქტების ტექნიკურ შემუშავებაში. მისი დროის მნიშვნელოვანი ნაწილი კლიენტებთან შეხვედრებსა და მთელ მსოფლიოში კორპორაციის თანამშრომლებთან ელექტრონული ფოსტით ურთიერთობას მიაქვს.

უკვე რამდენიმე წელია, ბილ გეითსი მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანია. მისი ქონების ზრდის დინამიკა 1996 წლიდან დღემდე ასე გამოიყურება:

1996 _ $18,5 მლრდ (მსოფლიოში №1 უმდიდრესი ადამიანი); 1997 _ $36,4 მლრდ (მსოფლიოში№2 უმდიდრესი ადამიანი); 1998 _ $51 მლრდ.-ით კვლავ მსოფლიოში №1 უმდიდრესი ადამიანი გახდა და დღემდე არავის უთმობს ამ ადგილს. 1999 _ $90 მლრდ.; 2000 _ $60 მლრდ.; 2001 _ $58,7 მლრდ.; 2002 _ $52,8 მლრდ.

1995 წელს ბილ გეითსმა, „მაიკროსოფტ“-ის ვიცე-პრეზიდენტ ნატან მირვოლდისა (Nathan Myhrvold) და ჟურნალისტ პეტრე რაინარსონის (Peter Rinearson) თანაავტორობით დაწერა წიგნი „გზა მომავლისკენ“ (The Road Ahead), რომელშიც გადმოცემულია თავისი შეხედულებები იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით მიდის საზოგადოება ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებით. წიგნი შვიდი კვირის მანძილზე პირველ ადგილზე იყო გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ (New York Times) ბესტსელერთა სიაში, ხოლო საერთოდ ბესტსელერთა სიაში 18 კვირის მანძილზე იყო შესული. „გზა მომავლისკენ“ 20-ზე მეტ ქვეყანაში გამოიცა. მარტო ჩინეთში 400 000 ეგზემპლარზე მეტი გაიყიდა.

1996 წელს, როცა კორპორაცია „მაიკროსოფტ“-მა ორიენტაცია აიღო ინტერნეტ-ტექნოლოგიებზე, გეითსმა წიგნში მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა. წიგნის მეორე გამოცემაში გამოხატულება ჰპოვა იდეამ იმის შესახებ, რომ ინტერაქტიული ქსელის გამოჩენა მნიშვნელოვანი ეპოქაა კაცობრიობის განვითარების ისტორიაში. ასევე ბესტსელერი გახდა მეორე გამოცემაც, რომელიც რბილი ყდით გამოვიდა.

1999 წელს ბილ გეითსმა კოლინზ ჰემინგუეის (Collins Hemingway) თანაავტორობით დაწერა წიგნი „ბიზნესი აზროვნების სიჩქარით“ (Business - the Speed of Thought), რომელიც უჩვენებს, თუ როგორ შეუძლიათ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს ბიზნესამოცანების გადაწყვეტა სრულიად ახლებური მიდგომით.წიგნი გამოიცა 25 ენაზე და მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში იყიდებოდა, რომელმაც კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა და ბესტსელერთა სიაში შეიტანეს გაზეთებმა: „ნიუ-იორკ თაიმსი“, „იუ-ეს-ეი თუდეი“ (USA Today), „უოლ სთრით ჯორნალ“ (Wall Street Journal) და ვებ-სერვერმა (Web-server) - „ამაზონქომ“ (Amazon.com).

ორივე წიგნის რეალიზებიდან შემოსული თანხები გეითსმა საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა, რომლის საქმიანობაც მიმართულია სასწავლო პროცესებში ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების მხარდასაჭერად.

კომპიუტერული ტექნოლოგიების გარდა, ბილ გეითსი დაინტერესებულია ბიოტექნოლოგიებით. ფლობს სხვადასხვა კომპანიების აქციებს.

1994 წლის 1 იანვარს ბილ გეითსი დაქორწინდა მელინდა ფრენჩზე (Melinda French). 1996 წელს შეეძინათ ქალიშვილი - ჯენიფერ კეტრინ გეითსი (Jennifer Katharine Gates), ხოლო 1999 წელს, - ვაჟიშვილი, - როური ჯონ გეითსი (Rory John Gates).

ბილ და მელინდა გეითსებმა დააფუძნეს საქველმოქმედო ფონდი და მასში შეიტანეს 17 მილიარდ დოლარზე მეტი ჯანდაცვისა და განათლების სფეროში ფილანთროპიული ინოვაციების მხარდასაჭერად. ამ ფონდმა 2000 წლისთვის უკვე გადასცა 300 მილიონ დოლარზე მეტი ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს; 300 მილიონზე მეტი განათლების პროცესის სრულყოფისთვის; 54 მილიონზე მეტი წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთის სანაპიროს ქვეყნებში საზოგადოებრივი პროექტებისთვის; 29 მილიონზე მეტი სხვა სპეციალური პროექტებისთვის და ყოველწლიური საქველმოქმედო კამპანიების ფარგლებში.

ბილ გეითსი ბევრს კითხულობს, ასევე უყვარს გოლფისა და ბრიდჯის თამაში.

1997 წელს გეითსი მოსკოვს ეწვია. მან კრემლის სახელმწიფო სასახლეში მოხსენება წაიკითხა თემაზე: „კომპიუტერული ტექნოლოგიების დღევანდელობისა და მომავლის შესახებ“.

კიდევ ერთი საინტერესო მომენტი, თუ როგორ შეიძლება დაიკარგოს 11 მილიარდი დოლარი 13 დღის განმავლობაში:

1999 წლის 22 ივლისის მონაცემებით ბილ გეითსის სიმდიდრე შეადგენდა - 106 929 000 000 აშშ დოლარს, ხოლო ამავე წლის 5 აგვისტოს მონაცემებით კი _ 95 918 200 000 აშშ დოლარს.სად წავიდა 11 010 800 000 აშშ დოლარი?

საქმე იმაში გახლავთ, რომ 1999 წლის 22 ივლისს 1 აქციის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 94,69 აშშ დოლარს, ხოლო იმავე წლის 5 აგვისტოსთვის - 84,94 აშშ დოლარს, გეითსის აქციების რაოდენობა კი იმ დღისთვის დაახლოებით 1 129 280 000 ცალს შეადგენდა.

[რედაქტირება] ბილ გეითსის სიმდიდრის ინდექსი

ბილ გეითსის პერსონალურ ანგარიშზე ფიქსირებულმა თანხამ 40 მილიარდ დოლარს გადააჭარბა (მონაცემები აღებულია 1998 წლის დასაწყისში). მან იცის, თუ რა გზით იშოვოს ფული. წარმოიდგინეთ, რომ ბილმა ეს თანხა 22 წლის განმავლობაში დააგროვა, ე. ი. მას შემდეგ, რაც 1975 წელს დაარსდა ფირმა “მაიკროსოფტი. თუ მხედველობაში მიიღებთ იმ ფაქტს, რომ ამ ფირმის დაარსებიდან მოყოლებული გეითსის სამუშაო დღე 14 საათს გრძელდება, საათში ის ნახევარ მილიონ დოლარს, ე. ი. წამში დაახლოებით 150 დოლარს გამოიმუშავებს.

[რედაქტირება] წყარო

გამოჩენილ ბიზნესმენთა სამეწარმეო ცხოვრებიდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები