მდივანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: მდივანი - (არაბ. dīvān - კანცელარია, უმაღლესი სახელისუფლო ორგანო;...)
 
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 9 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
მდივანი - (არაბ. dīvān - კანცელარია, უმაღლესი სახელისუფლო ორგანო; სამეფო კანცელარია, სახელმწიფო საბჭო, სასამართლო დაწესებულება). სამოხელეო ტერმინი მ. ქართულ ისტორიულ დოკუმენტებში XV ს-დან ჩნდება. ამავე ფუძიდანაა ნაწარმოები მდივანბეგი (იხ.) და მ., რომელმაც XV-XVIII სს-ის ქართული ისტორიული დოკუმენტების მიხედვით, თანდათანობით დაიკავა უფრო ადრინდელი მწიგნობრის (იხ.) ადგილი, თუმცა, მწიგნობარიც არ გამოსულა ხმარებიდან. საბუთებში ხშირია დაწყვილებული ფორმაც - მდივან-მწიგნობარი. სულხან-საბა ორბელიანი მ-ს „უსტართა მწერალს“ უწოდებს; უფრო საფუძვლიანად განმარტავს მ-თა საქმიანობას ვახუშტი ბატონიშვილი, რომელიც მათ სხვადასხვა დანიშნულებისა და, შესაბამისად, განსხვავებული ფორმის სახელმწიფო და სასამართლო დოკუმენტების შემდგენლებად მიიჩნევს. მ-ობა კანონმდებლობისა და საკანცელარიო საქმის კარგ ცოდნას მოითხოვდა, რის გამოც იგი მთელ რიგ საგვარეულოთა მემკვიდრეობით პროფესიად იყო ქცეული. სხვადასხვა დანიშნულების დოკუმენტების შედგენის წესის გარდა, მ-ს მოეთხოვებოდა კარგი ხელწერა, რამაც ხელი შეუწყო მდივანმწიგნობრული კალიგრაფიული სკოლების ჩამოყალიბებას.
+
'''მდივანი''' - (არაბ. dīvān - კანცელარია, უმაღლესი სახელისუფლო ორგანო; სამეფო კანცელარია, სახელმწიფო საბჭო, სასამართლო დაწესებულება). სამოხელეო ტერმინი მდივანი ქართულ ისტორიულ დოკუმენტებში XV ს-დან ჩნდება. ამავე ფუძიდანაა ნაწარმოები [[მდივანბეგი]]  და მდივანი, რომელმაც XV-XVIII სს-ის ქართული ისტორიული დოკუმენტების მიხედვით, თანდათანობით დაიკავა უფრო ადრინდელი [[მწიგნობარი|მწიგნობრის]] ადგილი, თუმცა, მწიგნობარიც არ გამოსულა ხმარებიდან. საბუთებში ხშირია დაწყვილებული ფორმაც - მდივან-მწიგნობარი. [[სულხან-საბა ორბელიანი]] მდივანს „უსტართა მწერალს“ უწოდებს; უფრო საფუძვლიანად განმარტავს მდივანთა საქმიანობას ვახუშტი ბატონიშვილი, რომელიც მათ სხვადასხვა დანიშნულებისა და, შესაბამისად, განსხვავებული ფორმის სახელმწიფო და სასამართლო დოკუმენტების შემდგენლებად მიიჩნევს. მდივანობა კანონმდებლობისა და საკანცელარიო საქმის კარგ ცოდნას მოითხოვდა, რის გამოც იგი მთელ რიგ საგვარეულოთა მემკვიდრეობით პროფესიად იყო ქცეული. სხვადასხვა დანიშნულების დოკუმენტების შედგენის წესის გარდა, მდივანს მოეთხოვებოდა კარგი ხელწერა, რამაც ხელი შეუწყო მდივანმწიგნობრული კალიგრაფიული სკოლების ჩამოყალიბებას.
  
მ. სამდივნოს ცენტრალური ფიგურა იყო და იგი სახლთუხუცესის (იხ.) უწყებას ეკუთვნოდა. XV-XVII სს-ის ქართველ მეფეთა სამდივნოებში ერთდროულად რამდენიმე მ. საქმიანობდა. XVIII ს-ში, ქართლ-კახეთის გაერთიანებულ სამეფოში, გიულდენშტედტის მოწმობით, ერთდროულად ექვსი მ. ყოფილა. მათი რიცხვი თითქმის გაორმაგებულა ერეკლე II-ის მიერ მმართველობის დარგობრივი დაყოფის შედეგად, რამდენადაც მ-თა საჭიროებას ყველა უწყება განიცდიდა.
+
მდივანი სამდივნოს ცენტრალური ფიგურა იყო და იგი [[სახლთუხუცესი|სახლთუხუცესის]]  უწყებას ეკუთვნოდა. XV-XVII სს-ის [[ქართველები|ქართველ]] მეფეთა სამდივნოებში ერთდროულად რამდენიმე მდივანი საქმიანობდა. XVIII ს-ში, [[ქართლი|ქართლ]]-[[კახეთი|კახეთის]] გაერთიანებულ სამეფოში, გიულდენშტედტის მოწმობით, ერთდროულად ექვსი მდივანი ყოფილა. მათი რიცხვი თითქმის გაორმაგებულა ერეკლე II-ის მიერ მმართველობის დარგობრივი დაყოფის შედეგად, რამდენადაც მდივანთა საჭიროებას ყველა უწყება განიცდიდა.
  
მ-ები მმართველობის ყველა სფეროს ემსახურებოდნენ, მათი მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იყო ყმა-მამულის ბოძება, ბრძანება-განკარგულებათა გაცემა, სასამართლო ოქმებისა და განჩინებების ჩაწერა, ფისკალური დოკუმენტების, ხალხის აღწერის დავთრებისა თუ დიპლომატიური წერილების შედგენა. „დასტურლამალის“ მიხედვით, მ. სარგოს ყველა იმ წყაროებიდან იღებდა, საიდანაც სახლთუხუცესი.
+
მდივანები მმართველობის ყველა სფეროს ემსახურებოდნენ, მათი მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იყო ყმა-მამულის ბოძება, ბრძანება-განკარგულებათა გაცემა, სასამართლო ოქმებისა და განჩინებების ჩაწერა, ფისკალური დოკუმენტების, ხალხის აღწერის დავთრებისა თუ დიპლომატიური წერილების შედგენა. „დასტურლამალის“ მიხედვით, მდივანი სარგოს ყველა იმ წყაროებიდან იღებდა, საიდანაც სახლთუხუცესი.
  
  
  
==ლიტერატურა== გაბაშვილი 1943: 173; მესხია 1948: 56-57; სურგულაძე 1952: 229-239.
+
==ლიტერატურა==  
 
+
გაბაშვილი 1943: 173; <br />
 +
მესხია 1948: 56-57; <br />
 +
სურგულაძე 1952: 229-239.
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017
+
[[ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში]]
  
[[კატეგორია: საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი მმართველოს მოხელეები]]
+
[[კატეგორია:მოხელეები ძველ საქართველოში]]
[[კატეგორია:თანამდებობები]]
+
[[კატეგორია:თანამდებობები ძველ საქართველოში]]

მიმდინარე ცვლილება 15:11, 16 ივნისი 2023 მდგომარეობით

მდივანი - (არაბ. dīvān - კანცელარია, უმაღლესი სახელისუფლო ორგანო; სამეფო კანცელარია, სახელმწიფო საბჭო, სასამართლო დაწესებულება). სამოხელეო ტერმინი მდივანი ქართულ ისტორიულ დოკუმენტებში XV ს-დან ჩნდება. ამავე ფუძიდანაა ნაწარმოები მდივანბეგი და მდივანი, რომელმაც XV-XVIII სს-ის ქართული ისტორიული დოკუმენტების მიხედვით, თანდათანობით დაიკავა უფრო ადრინდელი მწიგნობრის ადგილი, თუმცა, მწიგნობარიც არ გამოსულა ხმარებიდან. საბუთებში ხშირია დაწყვილებული ფორმაც - მდივან-მწიგნობარი. სულხან-საბა ორბელიანი მდივანს „უსტართა მწერალს“ უწოდებს; უფრო საფუძვლიანად განმარტავს მდივანთა საქმიანობას ვახუშტი ბატონიშვილი, რომელიც მათ სხვადასხვა დანიშნულებისა და, შესაბამისად, განსხვავებული ფორმის სახელმწიფო და სასამართლო დოკუმენტების შემდგენლებად მიიჩნევს. მდივანობა კანონმდებლობისა და საკანცელარიო საქმის კარგ ცოდნას მოითხოვდა, რის გამოც იგი მთელ რიგ საგვარეულოთა მემკვიდრეობით პროფესიად იყო ქცეული. სხვადასხვა დანიშნულების დოკუმენტების შედგენის წესის გარდა, მდივანს მოეთხოვებოდა კარგი ხელწერა, რამაც ხელი შეუწყო მდივანმწიგნობრული კალიგრაფიული სკოლების ჩამოყალიბებას.

მდივანი სამდივნოს ცენტრალური ფიგურა იყო და იგი სახლთუხუცესის უწყებას ეკუთვნოდა. XV-XVII სს-ის ქართველ მეფეთა სამდივნოებში ერთდროულად რამდენიმე მდივანი საქმიანობდა. XVIII ს-ში, ქართლ-კახეთის გაერთიანებულ სამეფოში, გიულდენშტედტის მოწმობით, ერთდროულად ექვსი მდივანი ყოფილა. მათი რიცხვი თითქმის გაორმაგებულა ერეკლე II-ის მიერ მმართველობის დარგობრივი დაყოფის შედეგად, რამდენადაც მდივანთა საჭიროებას ყველა უწყება განიცდიდა.

მდივანები მმართველობის ყველა სფეროს ემსახურებოდნენ, მათი მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იყო ყმა-მამულის ბოძება, ბრძანება-განკარგულებათა გაცემა, სასამართლო ოქმებისა და განჩინებების ჩაწერა, ფისკალური დოკუმენტების, ხალხის აღწერის დავთრებისა თუ დიპლომატიური წერილების შედგენა. „დასტურლამალის“ მიხედვით, მდივანი სარგოს ყველა იმ წყაროებიდან იღებდა, საიდანაც სახლთუხუცესი.


[რედაქტირება] ლიტერატურა

გაბაშვილი 1943: 173;
მესხია 1948: 56-57;
სურგულაძე 1952: 229-239.

[რედაქტირება] წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები