ხატისკაცი ნანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Nana xatiskaci.PNG|thumb|ნანა ხატისკაცი]]  
 
[[ფაილი:Nana xatiskaci.PNG|thumb|ნანა ხატისკაცი]]  
 
'''ხატისკაცი ნანა''' – (1931 – 2001), [[ქართველები|ქართველი]] მთარგმნელი, პოეტი, რეჟისორი.  დაიბადა [[თბილისი|თბილისში]]. 1954 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი; 1954-57
 
'''ხატისკაცი ნანა''' – (1931 – 2001), [[ქართველები|ქართველი]] მთარგმნელი, პოეტი, რეჟისორი.  დაიბადა [[თბილისი|თბილისში]]. 1954 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი; 1954-57
წლებში მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, 1958-60 და 1995-2001 წლებში იყო თელავის თეატრის რეჟისორი, 1964-88 წლებში სპექტაკლებს დგამდა რუსთაველის სახელობის თეატრში, გადაღებული აქვს რამდენიმე კინოფილმი, 1963 წელს გამოვიდა მის მიერ თარგმნილი ფედერიკო გარსია ლორკას რჩეული ლექსების კრებული, ხოლო 1995 წელს – საკუთარი ლექსების კრებული. 2014 წელს ლორკას ლექსების ნანა ხატისკაცისეული თარგმანები ხელმეორედ დაიბეჭდა.
+
წლებში მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, 1958-60 და 1995-2001 წლებში იყო თელავის თეატრის რეჟისორი, 1964-88 წლებში სპექტაკლებს დგამდა რუსთაველის სახელობის თეატრში, გადაღებული აქვს რამდენიმე კინოფილმი, 1963 წელს გამოვიდა მის მიერ თარგმნილი [[ფედერიკო გარსია ლორკა]]ს რჩეული ლექსების კრებული, ხოლო 1995 წელს – საკუთარი ლექსების კრებული. 2014 წელს ლორკას ლექსების ნანა ხატისკაცისეული თარგმანები ხელმეორედ დაიბეჭდა.
  
  

მიმდინარე ცვლილება 15:30, 2 ივნისი 2023 მდგომარეობით

ნანა ხატისკაცი

ხატისკაცი ნანა – (1931 – 2001), ქართველი მთარგმნელი, პოეტი, რეჟისორი. დაიბადა თბილისში. 1954 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი; 1954-57 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, 1958-60 და 1995-2001 წლებში იყო თელავის თეატრის რეჟისორი, 1964-88 წლებში სპექტაკლებს დგამდა რუსთაველის სახელობის თეატრში, გადაღებული აქვს რამდენიმე კინოფილმი, 1963 წელს გამოვიდა მის მიერ თარგმნილი ფედერიკო გარსია ლორკას რჩეული ლექსების კრებული, ხოლო 1995 წელს – საკუთარი ლექსების კრებული. 2014 წელს ლორკას ლექსების ნანა ხატისკაცისეული თარგმანები ხელმეორედ დაიბეჭდა.


ფედერიკო გარსია ლორკა
დაღვრილი სისხლი (ფრაგმენტი)
თარგმნა ნანა ხატისკაცმა
არა, არ მინდა, რომ დავინახო,
რა მეწამული ამოდის მთვარე...
ო, შეაჩერეთ სისხლის მდინარე,
იქ იგნასიო ქვიშაზე გდია, –
არა, არ მინდა, რომ დავინახო!
* * *
მას საუკუნო ეწვია ძილი,
ის შეეფარა ხავსსა და ბალახს
და ეხებიან თითები ფრთხილი
მის თავის ქალას – სისხლიან ყვავილს.
მწვანე ბორცვებზე, მწვანე ველებზე
იღვრება სისხლი, როგორც სიმღერა,
იღვრება სისხლი, როგორც სიმღერა,
ხან გუბეს ბაძავს, ხან ზღვას ედრება...
ო, შეისმინეთ ჩემი ვედრება!
არ შემიძლია, ვერ ვუმზერ, ვერა.
და ესპანეთის თეთრ კედლებს შორის
შავი ხარების ყრუ გმინვა მიწყდეს _
ამ დაკაფულმა სისხლის ძარღვებმა
ბულბულებივით გალობა იწყეს.
არა, არ მინდა, რომ დავინახო...
ველებო! აღარ მაჩვენოთ ვარდი წითელი,
ღრუბლებო! ეს მეწამული დამალეთ მთვარე.
მთებო, ო! ო, შეაჩერეთ სისხლის მდინარე,
ო, არა! არა! არ მინდა, რომ დავინახო.

[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები