გაგლოევი გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ბიოგრაფია)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გაგლოევი გიორგი ალექსანდრეს ძე“ გადაიტანა გვერდზე „[[გიორგი გაგ...)

11:45, 11 მაისი 2017-ის ვერსია

გიორგი ალექსანდრეს ძე გაგლოევი – (დ. 1885, სოფელი ჭავარები, გორის მაზრა). ოსი. სოციალ-დემოკრატი, საქართველოს ეროვნულ საბჭოს სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია.

ბიოგრაფია

ელექტრო-ტეხნიკი, გერმანიაში მანგეიმის უმაღლესი საინჟინერო სასწავლებლის უკანასკნელ კურსიდან. სცხოვრობს ქ. თბილისში, ავჭალის მოედანზე ერისთავის სახლებში. ძველ რეჟიმში იყო სახალხო მასწავლებლად და ეწეოდა პროპაგანდა-აგიტაციას გლეხებში გორის მაზრაში. პარტიაში შევიდა 1903 წელს. 1904 წელს ჟანდარმებმა დაიჭირეს ცხინვალში. 1905 წელს იყო განთავისუფლებული მანიფესტით. რეაქციის დროს მუშაობდა ჯერ მოსკოვში, მერე თურქ-დაღესტნის ორგანიზაციებში, სადაც 1907 წ. იყო არჩეული

1908-1912 წლ. გაატარა გერმანიაში და შვეიცარიაში და მუშაობდა მანგეიმის და დავოსის ს. დ. ორგანიზაციებში. 1912-1917 წლ. სცხოვრობდა ქ. არმავირში ჩრდილო კავკასიაში და განაგრძობდა პარტიულ მუშაობას. იღებდა მონაწილეობას ს. დ. პრესსაში „ Дарьял“, „Викторъ“ და „Писиров“ ას ფსევდონიმით. ქართულ პრესაშიაც განუწყვეტლივ იღებდა მონაწილეობას. არმავირში დაარსა „შრომის ბირჟა“, მუშათა ჯგუფი. სამხედრო-სამრეწველო კომიტეტთან, იყო ხმოსნად არმავირის ქალაქის თვითმართველობისა და რევოლიუციის დაწყებიდან 7 თვის განმავლობაში არმავირის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარედ, შემდეგ არჩეულია კავკასიის მუშათა დეპუტატების ცენტრის წევრად. რუსეთის დამფუძნებელ კრებაში არჩევნების დროს იყო წამოყენებული ს. დ. პარტიასაგან კანდიდატად ყუბანის და შავის ზღვის საარჩევნო ოლქიდან. და ამიერ-კავკასიიდან ყოფილი წევრი ამიერ-კავკასიის სეიმისა და თავმჯდომარე, ოსების ეროვნულ საბჭოში.

გიორგი გაგლოევი
12 ენკენისთვე. 1918 წ.

წყარო

საქართველოს ეროვნული არქივი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები