გოთიკა
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გოთური სტილი“ გადაიტანა გვერდზე „გოთიკა“ გადამისამართებაზე) |
(→წყარო) |
||
ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]] | [[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]] | ||
− | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:მიმდინარეობა ხელოვნებაში]] |
[[კატეგორია:გოთიკა]] | [[კატეგორია:გოთიკა]] |
მიმდინარე ცვლილება 01:35, 9 მარტი 2023 მდგომარეობით
გოთიკა (გოთური სტილი) — სტილისტური მიმართულების პირობითი აღნიშვნა, რომელიც ბატონობდა საშუალო საუკუნეების ევროპის (უმთავრესად დასავლეთის) ქვეყნების ხელოვნებაში დაახლოებით XII - საუკუნიდან XIV-XV საუკუნეებამდე.
ტერმინი გოთიკა აღმოცენდა იტალიაში „აღორძინების“ ეპოქაში, როგორც მთელი შუა საუკუნეების ხელოვნების უარყოფითი დახასიათება, ვინაიდან იგი იმ ხანებში მთლიანად ანტირეალისტური ესახებოდათ. გოთიკა წარმოდგა გუთების ტომთა სახელწოდებიდან, რომელთაც აღორძინების რეალისტური ხელოვნების ადრეული ოსტატები ანტიკური რომის დამანგრევლებად მიიჩნევდნენ.
გუთური ხელოვნების ძირითად სახეს შეადგენდა არქიტექტურა, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო ისრისებრი თაღები. შენობის, განსაკუთრებით ტაძრების ცალკეული ნაწილები ხშირად ირთვებოდა ქანდაკებებით და იფარებოდა ქვის ჩუქურთმებით, რომლებიც თავისი გულმოდგინე შესრულებით მაქმანს მოგვაგონებს.
გოთიკური ქანდაკება გამოირჩევა მაღალი მხატვრული მიღწევებით. გუთურ ნაგებობებში, რომლის კედლები თითქმის მთელ სიბრტყეზე სარკმელებით იყო დაფარული ფერწერამ ვერ დაიკავა დიდი ადგილი. გოთიკის დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სახეები ძალიან მაღალ დონეზე იყო განვითარებული.
[რედაქტირება] იხილე აგრეთვე
გოთიკის აღორძინება არქიტექტურასა და დიზაინში