ატელანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ატელანა“ გადაიტანა გვერდზე „ატელანები“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ატელანები“ გადაიტანა გვერდზე „ატელანა“ გადამისამართებაზე)

22:53, 3 მარტი 2023-ის ვერსია

ატელანას პერსონაჟი

ატელანა − (ლათ. atellana), ძველ რომში ხალხური იმპროვიზებული სცენების სახეობა. ატელანას მთავარი მოქმედი პირები იყვნენ ნიღბები – ბუკონი, დოსენი, მაკი, პაპი და სხვ. ტრადიციული პერსონაჟების არსებობა განაპირობებდა ატელანას სიუჟეტური სიტუაციების ერთგვაროვნებას. ამ სცენებს საფუძვლად ედო მაკის რეგვენობა, ბუკონის მზაკვრული ეშმაკობა, პაპის სიძუნწე და პატივმოყვარეობა, დოსენის ყალთაბანდობა. ატელანას – ენათესავება იტალიური კომედია დელ’არტეს, რუსული პეტრეშკას, გერმანული კაშპერლის წარმოდგენები და სხვა. ატელანა იყო დემოკრატიული ჟანრი, რომელიც ნართაულად აკრიტიკებდა რომის საზოგადოების მმართველი წრეების პოლიტიკას, რის გამოც იგი იმპერიის ხანაში იდევნებოდა. ფართო მასებში კი პოპულარობით სარგებლობდა.





წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები