ამპლუა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ამპლუა''' — (ფრანგ. emploi) აქტიორი, რომელსაც გააჩნია როლების განსაზღვრული სახეობა; მაგ.: საყვარლის, გულუბრყვილოს, არლეკინის, სმერალდინისა და სხვათა და სხვათა ამპლუა, უძველეს [[საბერძნეთი|საბერძნეთში]] [[ტრაგედია|ტრაგედიისა]] და [[კომედია|კომედიის]] გამოჩენამ აქტიორები დაჰყო ტრაგიკოს და კომიკოს აქტიორებად.  
+
'''ამპლუა''' — (ფრანგ. emploi – მისადაგება, როლი) – [[როლი (მსახიობის)|როლების]] ის სახეობა, რომელიც შეესატყვისება მსახიობის სცენურ მონაცემებს დრამატულ თეატრში ამპლუა წარმოშვა პერსონაჟების ტიპიზაციამ (ნიღბები, [[ალეგორია|ალეგორიები]], [[სიმბოლო|სიმბოლოები]]). შემდგომ მოხდა გმირების ინდივიდუალიზაცია. ეს ყოველივე უშუალოდ იყო დაკავშირებული დრამატურგიისა და სამსახიობო ხელოვნების განვითარების პროცესთან. ამპლუის ჩანასახები არსებობდა ანტიკურ თეატრშიც (ტიპიზირებული პერსონაჟ-ნიღბები [[მიმი (თეატრი)|მიმების]] და [[ატელანა|ატელანების]] წარმოდგენებში), შუა საუკუნეებშიც ([[მორალიტე]]ს, [[ფარსი]]ს კომიკური გმირები), მაგრამ ჩამოყალიბებული სახით ამპლუამ ასპარეზი ჰპოვა კომედია დელ’არტეს ნიობებში ([[პანტალონე]], დოქტორი, [[არლეკინი]], [[სმერალდინა]] და ა.შ.). სრულიად მყარი ამპლუების სისტემა დაამკვიდრა კლასიცისტურმა თეატრმა, რაც შემდგომ გავრცელდა მთელ ევროპაში.  
  
განსაზღვრული ამპლუა ჩარჩოებში მომწყვდეული აქტიორის ვიწრო სპეციალიზირებამ საბოლოოდ შეიძლება მიიყვანა იგი შემოქმედებით შტამპამდე.  
+
აღმოსავლეთის ქვეყნებში საშემსრულებლო ტრადიციები თაობიდან თაობას გადაეცემოდა, რამაც წარმოშვა კიდეც ამპლუის სტაბილური სისტემა. ჩინურ თეატრში ჩამოყალიბდა ამპლუების 5 ძირითადი ჯგუფი. თითოეული მათგანი იყოფოდა რამდენიმე ნაირსახეობად. მე-17 საუკუნის დამლევს, იაპონურ კაბუკის თეატრში ჩამოყალიბდა ამპლუების 8 ძირითადი ჯგუფი. ინდურ სახალხო თეატრში (კათაკალი) ყოველი პერსონაჟი გამოხატავდა საუკუნეების განმავლობაში დაკანონებულ 12 სახეობის მითოლოგიურ ტიპს.
  
 +
თეატრის განვითარების გარკვეულ სტადიაში ამპლუამ ხელი შეუწყო სამსახიობო ხელოვნების სრულყოფას.
  
==წყარო==
 
[[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]]
 
  
 +
==წყარო==
 +
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
 +
[[კატეგორია:სამსახიობო ხელოვნება]]

მიმდინარე ცვლილება 00:18, 3 მარტი 2023 მდგომარეობით

ამპლუა — (ფრანგ. emploi – მისადაგება, როლი) – როლების ის სახეობა, რომელიც შეესატყვისება მსახიობის სცენურ მონაცემებს დრამატულ თეატრში ამპლუა წარმოშვა პერსონაჟების ტიპიზაციამ (ნიღბები, ალეგორიები, სიმბოლოები). შემდგომ მოხდა გმირების ინდივიდუალიზაცია. ეს ყოველივე უშუალოდ იყო დაკავშირებული დრამატურგიისა და სამსახიობო ხელოვნების განვითარების პროცესთან. ამპლუის ჩანასახები არსებობდა ანტიკურ თეატრშიც (ტიპიზირებული პერსონაჟ-ნიღბები მიმების და ატელანების წარმოდგენებში), შუა საუკუნეებშიც (მორალიტეს, ფარსის კომიკური გმირები), მაგრამ ჩამოყალიბებული სახით ამპლუამ ასპარეზი ჰპოვა კომედია დელ’არტეს ნიობებში (პანტალონე, დოქტორი, არლეკინი, სმერალდინა და ა.შ.). სრულიად მყარი ამპლუების სისტემა დაამკვიდრა კლასიცისტურმა თეატრმა, რაც შემდგომ გავრცელდა მთელ ევროპაში.

აღმოსავლეთის ქვეყნებში საშემსრულებლო ტრადიციები თაობიდან თაობას გადაეცემოდა, რამაც წარმოშვა კიდეც ამპლუის სტაბილური სისტემა. ჩინურ თეატრში ჩამოყალიბდა ამპლუების 5 ძირითადი ჯგუფი. თითოეული მათგანი იყოფოდა რამდენიმე ნაირსახეობად. მე-17 საუკუნის დამლევს, იაპონურ კაბუკის თეატრში ჩამოყალიბდა ამპლუების 8 ძირითადი ჯგუფი. ინდურ სახალხო თეატრში (კათაკალი) ყოველი პერსონაჟი გამოხატავდა საუკუნეების განმავლობაში დაკანონებულ 12 სახეობის მითოლოგიურ ტიპს.

თეატრის განვითარების გარკვეულ სტადიაში ამპლუამ ხელი შეუწყო სამსახიობო ხელოვნების სრულყოფას.


[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები