ბესარიონი (დადიანი 1762-1828)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბესარიონი (დადიანი 1762-1828)“ გადაიტანა გვერდზე „[[ბესარიონ დადიანი (მ...)

13:39, 27 იანვარი 2023-ის ვერსია

მიტროპოლიტი ბესარიონი (დადიანი)

ბესარიონი (დადიანი) – (1762/63 – 16.07.1828)], საეკლესიო მოღვაწე, მიტროპოლიტი.

დაიბადა სამეგრელოში, დადიანების ოჯახში. იყო სამეგრელოს მთავრის, კაცია დადიანის უკანონო შვილი. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, შემდგომში მისი აღზრდა ითავა ბიძამ, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ანტონმა (დადიანი), რომელმაც საფუძვლიანად შეასწავლა მას წმ. წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. მანვე აღკვეცა ბერად და მისივე ხელდასხმით გახდა დიაკვანი, შემდეგ – მღვდელი. მალე ბესარიონი აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის პატივში.

1789 წ. ანტონ ჭყონდიდელმა უარი თქვა კათედრაზე და თავის ადგილზე ახალგაზრდა ბესარიონის კანდიდატურა წამოაყენა, რასაც მხარი დაუჭირა სამეგრელოს სამთავრო სახლმაც და სამღვდელოებამაც. 1789 წ. მიტროპოლიტმა ანტონმა, ცაიშელმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ჩიქოვანი), ცაგერელმა მიტროპოლიტმა სოფრონმა (ღოღობერიძე) და ნინოწმინდელმა ეპისკოპოსმა იოანემ (წუწუნავა) ეპისკოპოსად აკურთხეს და ჭყონდიდის ეპარქია ჩააბარეს.

ანტონ ჭყონდიდელყოფილს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ბესარიონთან, უყვარდა ის და ენდობოდა, მაგრამ მალე მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. ამის მიზეზი იყო ის, რომ ახალგაზრდა მღვდელმთავარი იშვიათად წირავდა, საეკლესიო საქმეებს გულს ვერ უდებდა, გასუქდა, დამძიმდა და ფუფუნებით ცხოვრება დაიწყო. ხელდამსხმელმა მღვდელმთავარმა დასავლეთ საქართველოს სხვა იერარქთა მხარდაჭერით კათედრა თავის ძმას – ცაგერელ მიტროპოლიტ იოანეს – ჩააბარა. 1794 წ. ბესარიონმა მოინანია, შენდობა ითხოვა და იგი კვლავ დააბრუნეს ჭყონდიდის კათედრაზე.

1804 წ. მთავრის გრიგოლ დადიანის მოწადინებით, სამეგრელოში რუსეთის მმართველობა დამყარდა. ბესარიონმა მთავრის მიერ არჩეულ კურსს დაუჭირა მხარი და ერთგული სამსახურის გამო რუსეთის წმ. სინოდმა 1806 წ. 7 ივნისს წმ. ანას I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. 1810 წ. რუსეთის ჯარმა სამეგრელოსა და გურიის რაზმების დახმარებით აიღო ფოთის ციხე. აქაც ბესარიონმა დიდი ერთგულება გამოიჩინა რუსეთის მიმართ და 1810 წ. 17 მაისს იგი ბრილიანტებით გაწყობილი ოქროს პანაგიით დააჯილდოვეს.

დაკრძალულია მარტვილის ტაძარში.

გ. მაჩურიშვილი

წყაროები და ლიტერატურა

  • სცსა, ფონდი 489, აღწერა 1, საქმე №65409; ფ. 488, აღწერა 1, საქმე №812.
  • თაყაიშვილი ე., მარტვილი, არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნები, წ. 2, ტფ., 1914.


Logo1.JPG ბესარიონი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები