საფრისძე გედეონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „საფრისძე გედეონ“ გადაიტანა გვერდზე „საფარიძე გედეონ“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გედეონ საფარიძე“ გადაიტანა გვერდზე „საფრისძე გედეონ“ გადამის...)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 20:34, 23 იანვარი 2023 მდგომარეობით

გედეონ საფრისძე (საფარიძე) – (XVII ს.), საისტორიო საბუთებით ცნობილი უკანასკნელი მაწყვერელი ეპისკოპოსი.

XVI საუკუნის დასასრულს სამცხე ოსმალეთმა დაიპყრო. ეპარქიის მმართველები ოსმალეთის სულთნებზე დამოკიდებულები გახდნენ. ოსმალეთის იმპერიაში მოქცეულ სამცხეში საეპისკოპოსოები ერთმანეთის მიყოლებით უქმდებოდა, მცირდებოდა მრევლიც და სასულიერო პირთა რაოდენობაც. „ეპისკოპოსნი და მონასტერნი ... შემცირდებოდნენ და მოიშლებოდნენ უმეტეს დაპყრობისა ოსმალთაგან ... არა იყო მორჩილება კათალიკოზისა ანუ ეპისკოპოსისა და სამღუდელოთა, არამედ ოჴრება ეკლესია-მონასტერთა და შენება ჯამეთა“ – ასე აღგვიწერს ვახუშტი ბატონიშვილი – სამცხის იმდროინდელ ვითარებას. მრევლისა და სასულიერო პირთა სიმცირემ გამოიწვია ის, რომ ერთი ეპისკოპოსი ითავსებდა რამდენიმე ეპარქიის მწყემსმთავრობას. სხეცხეში დაცული ერთი ხელნაწერის მიხედვით, 1650 წ. „საფარიძეს მტბევარს იშხნელობა და მაწყვერლობა მოუვიდა ხვანთქრისაგან“. უცნობია ეპისკოპოსმა ამ წოდებებთან ერთად მტბევარის კათედრაც შეინარჩუნა თუ არა, მაგრამ ტბელების გამაწყვერლება შეიძლება ერთგვარ „ტრადიციადაც“ კი ჩავთვალოთ. პირველად ასეთი ფაქტი X ს-ში დასტურდება, როდესაც მაწყვერელი ეპისკოპოსად იოანე მტბევარი იხსენიება. მეორე ასეთი შემთხვევა 1486 წ. მოხდა – იაყუბ ყაენის შემოსევის დროს მაწყვერელი ეპისკოპოსი და აწყურის ციხის დამცველები ციხისა და საყდრის „არ დაქცევის“ პირობით დამორჩილდნენ დამპყრობელს, თუმცა ყაენმა სიტყვა გატეხა და სასტიკად დაარბია მათი ადგილსაყოფელი. განრისხებულმა ყვარყვარე ათაბაგმა ეპისკოპოსის სიკვდილით დასჯის ბრძანება გასცა, მაგრამ: „იძლია ბუნებითისა მოწყალებისაგან, არღარა სიკუდიდ დასაჯნა, არამედ ექსორია ყვნა“ განდევნილი ეპისკოპოსის ნაცვლად ყვარყვარემ: „მოიძიეს სხვა ეპისკოპოსი და ჰპოვეს საზღვართაგან პონტოსათა, ქალაქით ტრაპიზონელი, სახელით სვიმონ, რამეთუ მაშინ საჭეთმპყრობელობდა საყდარსა ტბეთისასა. მას მიუბოძა უკანასკნელ მაწყუერელობა“.

მესამე ეპისკოპოსის სახელი, რომელმაც ტბეთის გარდა აწყურის ეპარქიაც ჩაიბარა, სხეც-ში დაცული იმავე ხელნაწერის მიხედვით დგინდება, ვინაიდან ხელნაწერში აღნიშნულია, რომ 1637 წ. „საფრიძე გედეონ მტბევრს დაჯდა“. ამ ეპისკოპოსს გედეონ საფრისძედ მოიხსენიებენ. მან ასევე ოსმალეთის სულთნის – მეჰმედ IV-ის მიერ 1649 წ. დანიშნული იოანე ბერი ჩაანაცვლა. რა იყო იოანე ბერის ჩანაცვლების მიზეზი, ან როდემდე გაგრძელდა საფარიძის ეპისკოპოსობა, უცნობია.

ნ. გურგენიძე



[რედაქტირება] წყაროები და ლიტერატურა

  • ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც. ტ. 2, თბ., 1959;
  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც.: ტ. 4, თბ., 1973;
  • ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, თ. ჟორდანიას გამოც., წგ. 1, ტფ., 1892;
  • ხელნაწერთა აღწერილობა, S კოლექცია, ტ. 1, თბ., 1959.
  • აბულაძე ც., სულთან მეჰმედ IV სიგელი იოანე ბერის მაწყვერლად დანიშვნის თაობაზე, თსუ „შრომები“, აღმოსავლეთმცოდნეობა, თბ., 1989, ტ. 290;
  • მენაბდე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. 1, ნაკვ. 2, თბ., 1962;
  • სილოგავა ვ., ტბეთის ეპარქია, წგ.: რელიგიის ისტორიის საკითხები, ტ. 1, თბ., 2010.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები