ლებანიძე ტარიელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლებანიძე ტარიელ“ გადაიტანა გვერდზე „ტარიელ ლებანიძე“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ტარიელ ლებანიძე“ გადაიტანა გვერდზე „ლებანიძე ტარიელ“ გადამის...)
 

მიმდინარე ცვლილება 01:27, 21 დეკემბერი 2022 მდგომარეობით

ტარიელ ლებანიძე

ტარიელ ლებანიძე – (Tariel Lebanidze), ქართველი დიპლომატი, 1999-2004 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში, 2009-2012 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და ალბანეთის რესპუბლიკაში.

დაიბადა 25 ივლისი, 1954 წელი, ქ. სოხუმი, საქართველო.

განათლება:
1971-1976 – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი – საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკური გეოგრაფიის ფაკულტეტი;
ისტორიულ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი.

სამუშაო გამოცდილება:
2012-2015 – მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა;
2006-2009 – თურქეთის დეპარტამენტის დირექტორი – საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი;
2005-2006 – უფროსი მრჩეველი – საქართველოს ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაცია;
2004-2005 – მდივნის მოადგილე – საქართველოს უშიშროების საბჭო;
1998 – საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროსის მოადგილე – საქართველოს პრეზიდენტის კანცელარია;
1997-1998 – ევროპის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
1992-1994 – გენერალური წარმომადგენელი ქ. სტამბულში – საქართველოს ავიახაზები „ორბი“;
1991-1992 – გენერალური დირექტორი – გაერთიანება „სერვისი“;
1984-1991 – თურქული ენის უფროსი თარჯიმანი – წყალბადის ზეჟანგის ქარხნის მშენებლობა ქ. ბანდირმა;
1979-1984 – კომკავშირულ, პარტიულ სამუშაოზე;
1976-1979 – თურქული ენის თარჯიმანი – ალუმინის კომბინატის მშენებლობა ქ. სეიდიშეჰირი.

ფლობს: თურქულ, რუსულ და ფრანგულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი

[რედაქტირება] წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები