ბარბერი სემიუელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: სემიუელ ბარბერი '''ბარბერი სემიუელ''' - (9. III. 1910...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბარბერი სემიუელ“ გადაიტანა გვერდზე „სემიუელ ბარბერი“)

17:30, 1 მაისი 2017-ის ვერსია

სემიუელ ბარბერი

ბარბერი სემიუელ - (9. III. 1910, უესტ-ჩესტერი, პენსილვანია, - 1981, აშშ), ამერიკელი კომპოზიტორი.

დაამთავრა კიორტისის მუსიკალური ინსტიტუტი ფილადელფიაში (1928), სადაც შემდეგ თვითონ ასწავლიდა (1939 -42). მის ადრინდელ ნაწარმოებში იგრძნობა რომანტიკოსთა, ხოლო გვიანდელებში – ბ. ბარტოკის, ი. სტრავინსკის, ს. პროკოფიევის გავლენა. გამოდიოდა როგორც მომღერალი და დირიჟორი.

უმთავრესი ნაწარმოებებია:

  • ოპერა „ვანესსა“ (1958),
  • ოპერა „ანტონიუსი და კლეოპატრა“,
  • 2 სიმფონია,
  • ადაჟიო სიმებიანი ორკესტრისათვის (1936),
  • საფორტეპიანო კონცერტი (1962),
  • სავიოლინო კონცერტი(1939) და
  • სავიოლონჩელო კონცერტი (1945),
  • საფორტეპიანო სონატა,
  • გუნდები და სხვ.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები