ბარბერი სემიუელ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: სემიუელ ბარბერი '''ბარბერი სემიუელ''' - (9. III. 1910...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბარბერი სემიუელ“ გადაიტანა გვერდზე „სემიუელ ბარბერი“) |
17:30, 1 მაისი 2017-ის ვერსია
ბარბერი სემიუელ - (9. III. 1910, უესტ-ჩესტერი, პენსილვანია, - 1981, აშშ), ამერიკელი კომპოზიტორი.
დაამთავრა კიორტისის მუსიკალური ინსტიტუტი ფილადელფიაში (1928), სადაც შემდეგ თვითონ ასწავლიდა (1939 -42). მის ადრინდელ ნაწარმოებში იგრძნობა რომანტიკოსთა, ხოლო გვიანდელებში – ბ. ბარტოკის, ი. სტრავინსკის, ს. პროკოფიევის გავლენა. გამოდიოდა როგორც მომღერალი და დირიჟორი.
უმთავრესი ნაწარმოებებია:
- ოპერა „ვანესსა“ (1958),
- ოპერა „ანტონიუსი და კლეოპატრა“,
- 2 სიმფონია,
- ადაჟიო სიმებიანი ორკესტრისათვის (1936),
- საფორტეპიანო კონცერტი (1962),
- სავიოლინო კონცერტი(1939) და
- სავიოლონჩელო კონცერტი (1945),
- საფორტეპიანო სონატა,
- გუნდები და სხვ.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")