ეროვნული შემოსავალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ეროვნული შემოსავალი''' - (national income) - ეროვნული წარმოებიდან მიღებული შემოსავალი; [[ეკონომიკა|ეკონომიკაში]] ყველა სახის შემოსავლის ჯამი; საქონლისა და მომსახურების ფულადი შეფასება, რომელიც იქმნება ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობის შედეგად. მოიცავს ხელფასს, რენტულ შემოსავალს, კორპორაციების შემოსავლებს, წმინდა პროცენტსა და საკუთრებიდან შემოსავლებს. გამოითვლება როგორც სხვაობა VTG-ის სიდიდეს, ძირითადი კაპიტალის მოხმარებასა და არაპირდაპირ გადასახადებზე გაწეულ ჯამობრივ დანახარჯებს შორის. არსებობს სამი მიდგომა ეროვნული შემოსავლის განსაზღვრისადმი. პირველი მიდგომის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობისაგან მიღებული შემოსავლები იყოფა მოგებისგან შემოსავლებად და დასაქმებისგან შემოსავლებად; მეორე მიდგომა მდგომარეობს სამომხმარებლო და საინვესტიციო ხარჯების მთლიანი თანხის დაჯამებაში; მესამე მიდგომა გულისხმობს ქვეყნის ეკონომიკის ყველა სექტორის პროდუქციის თანხის შეკრებას. შემოსავლების, ხარჯებისა და გამოშვებული პროდუქციის მოცულობაზე დაფუძნებული ამ სამი მიდგომიდან გამომდინარეობს ეკონომიკური აგრეგატების აღწერის სხვადასხვა მეთოდი, რომლებიც გამოიყენება ეროვნული შემოსავლის ანგარიშის შედგენისას.  
+
'''ეროვნული შემოსავალი''' - (national income), ეროვნული წარმოებიდან მიღებული შემოსავალი; [[ეკონომიკა|ეკონომიკაში]] ყველა სახის შემოსავლის ჯამი; საქონლისა და მომსახურების ფულადი შეფასება, რომელიც იქმნება ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობის შედეგად. მოიცავს ხელფასს, რენტულ შემოსავალს, კორპორაციების შემოსავლებს, წმინდა პროცენტსა და საკუთრებიდან შემოსავლებს. გამოითვლება როგორც სხვაობა [[მეპ]]-ის სიდიდეს, ძირითადი [[კაპიტალი]]ს მოხმარებასა და [[არაპირდაპირი გადასახადი|არაპირდაპირ გადასახადებზე]] გაწეულ ჯამობრივ [[დანახარჯი|დანახარჯებს]] შორის.  
  
ეროვნული შემოსავლის განსაზღვრა შემოსავლების მეთოდით არ დაიყვანება ყველა შემოსავლის მარტივ დაჯამებამდე. ეროვნული შემოსავალი არის ქვეყნის რეზიდენტების (კორპორაციები და კერძო პირები) შემოსავლების ერთობლიობა, რომელსაც იღებენ უშუალოდ მიმდინარე წარმოებიდან. იგი მოიცავს წარმოების ფაქტორთა მფლობელების შემოსავლებს და გამორიცხავს ყველა იმ შემოსავალს, რომელიც არ შეიძლება შეფასდეს გადასახადებად მიმდინარე წარმოებრივი საქმიანობისთვის. ყველა ფაქტორული შემოსავლის ჯამს წარმოადგენს მთლიანი შიდა შემოსავალი, რომელიც მარაგების გაძვირებით გამოწვეული ცვლილებების შემდეგ იძლევა მთლიან შიდა [[პროდუქტი|პროდუქტს]]. თუ ამის შემდეგ მას დაემატება წმინდა შემოსავალი საზღვარგარეთ არსებული საკუთრებიდან, მაშინ საბოლოოდ მიიღება მთლიანი ეროვნული შემოსავალი, რომელიც უფრო ცნობილია როგორც მთლიანი ეროვნული პროდუქტი. ხარჯების მეთოდის გამოყენებისას საბაზრო ფასებით ჯამდება სამომხმარებლო და საინვესტიციო ხარჯები ერთობლივი შიდა ხარჯების მისაღებად. იკრიბება მხოლოდ საბოლოო დოვლათის ღირებულებები და გამოირიცხება ყველა ხარჯი შუალედურ დოვლათზე. ამასთან, ვინაიდან საბოლოო დოვლათზე გავლენას ახდენს გადასახადები, სუბსიდიები და ხარჯები იმპორტზე, მაგრამ არ იცვლება ექსპორტის ღირებულება, ამიტომ ამ მეთოდით მთლიანი ეროვნული პროდუქტის მისაღებად აუცილებელია შესწორებების შეტანა აღნიშნული მომენტების გათვალისწინებით. წარმოების მოცულობათა მეთოდი აჯამებს დამატებულ ღირებულებას წარმოების ყველა სტადიაზე ქვეყნის დარგებსა და საწარმოებში. ამ დამატებულ ღირებულებათა ჯამი იძლევა მთლიან შიდა პროდუქტს, რომელიც საზღვარგარეთ არსებული საკუთრებიდან წმინდა შემოსავლის დამატებით გარდაიქმნება მთლიან ეროვნულ პროდუქტად. ამრიგად, სამივე მეთოდით გაიანგარიშება მთლიანი ეროვნული პროდუქტი, რომელიც, ძირითადი კაპიტალის ამორტიზაციის გამოქვითვის შემდეგ, იძლევა ეროვნულ შემოსავალს, ანუ უფრო ზუსტად, წმინდა ეროვნულ პროდუქტს.
+
არსებობს სამი მიდგომა ეროვნული შემოსავლის განსაზღვრისადმი. პირველი მიდგომის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობისაგან მიღებული შემოსავლები იყოფა [[მოგება|მოგებისგან]] შემოსავლებად და დასაქმებისგან შემოსავლებად; მეორე მიდგომა მდგომარეობს სამომხმარებლო და საინვესტიციო ხარჯების მთლიანი თანხის დაჯამებაში; მესამე მიდგომა გულისხმობს ქვეყნის ეკონომიკის ყველა სექტორის [[პროდუქცია|პროდუქციის]] თანხის შეკრებას. შემოსავლების, ხარჯებისა და გამოშვებული პროდუქციის მოცულობაზე დაფუძნებული ამ სამი მიდგომიდან გამომდინარეობს ეკონომიკური აგრეგატების აღწერის სხვადასხვა მეთოდი, რომლებიც გამოიყენება ეროვნული შემოსავლის ანგარიშის შედგენისას.
 +
 
 +
ეროვნული შემოსავლის განსაზღვრა შემოსავლების მეთოდით არ დაიყვანება ყველა შემოსავლის მარტივ დაჯამებამდე.  
 +
 
 +
ეროვნული შემოსავალი არის ქვეყნის რეზიდენტების (კორპორაციები და კერძო პირები) შემოსავლების ერთობლიობა, რომელსაც იღებენ უშუალოდ მიმდინარე წარმოებიდან. იგი მოიცავს წარმოების ფაქტორთა მფლობელების შემოსავლებს და გამორიცხავს ყველა იმ შემოსავალს, რომელიც არ შეიძლება შეფასდეს გადასახადებად მიმდინარე წარმოებრივი საქმიანობისთვის. ყველა ფაქტორული შემოსავლის ჯამს წარმოადგენს მთლიანი შიდა შემოსავალი, რომელიც მარაგების გაძვირებით გამოწვეული ცვლილებების შემდეგ იძლევა მთლიან შიდა [[პროდუქტი|პროდუქტს]]. თუ ამის შემდეგ მას დაემატება წმინდა შემოსავალი საზღვარგარეთ არსებული საკუთრებიდან, მაშინ საბოლოოდ მიიღება მთლიანი ეროვნული შემოსავალი, რომელიც უფრო ცნობილია როგორც [[მთლიანი ეროვნული პროდუქტი]]. ხარჯების მეთოდის გამოყენებისას საბაზრო ფასებით ჯამდება სამომხმარებლო და საინვესტიციო ხარჯები ერთობლივი შიდა ხარჯების მისაღებად. იკრიბება მხოლოდ საბოლოო დოვლათის ღირებულებები და გამოირიცხება ყველა ხარჯი შუალედურ დოვლათზე. ამასთან, ვინაიდან საბოლოო დოვლათზე გავლენას ახდენს გადასახადები, სუბსიდიები და ხარჯები იმპორტზე, მაგრამ არ იცვლება ექსპორტის ღირებულება, ამიტომ ამ მეთოდით მთლიანი ეროვნული პროდუქტის მისაღებად აუცილებელია შესწორებების შეტანა აღნიშნული მომენტების გათვალისწინებით. წარმოების მოცულობათა მეთოდი აჯამებს დამატებულ ღირებულებას წარმოების ყველა სტადიაზე ქვეყნის დარგებსა და საწარმოებში. ამ დამატებულ ღირებულებათა ჯამი იძლევა მთლიან შიდა პროდუქტს, რომელიც საზღვარგარეთ არსებული საკუთრებიდან წმინდა შემოსავლის დამატებით გარდაიქმნება მთლიან ეროვნულ პროდუქტად. ამრიგად, სამივე მეთოდით გაიანგარიშება მთლიანი ეროვნული პროდუქტი, რომელიც, ძირითადი კაპიტალის ამორტიზაციის გამოქვითვის შემდეგ, იძლევა ეროვნულ შემოსავალს, ანუ უფრო ზუსტად, წმინდა ეროვნულ პროდუქტს.
  
  

მიმდინარე ცვლილება 15:57, 6 დეკემბერი 2022 მდგომარეობით

ეროვნული შემოსავალი - (national income), ეროვნული წარმოებიდან მიღებული შემოსავალი; ეკონომიკაში ყველა სახის შემოსავლის ჯამი; საქონლისა და მომსახურების ფულადი შეფასება, რომელიც იქმნება ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობის შედეგად. მოიცავს ხელფასს, რენტულ შემოსავალს, კორპორაციების შემოსავლებს, წმინდა პროცენტსა და საკუთრებიდან შემოსავლებს. გამოითვლება როგორც სხვაობა მეპ-ის სიდიდეს, ძირითადი კაპიტალის მოხმარებასა და არაპირდაპირ გადასახადებზე გაწეულ ჯამობრივ დანახარჯებს შორის.

არსებობს სამი მიდგომა ეროვნული შემოსავლის განსაზღვრისადმი. პირველი მიდგომის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობისაგან მიღებული შემოსავლები იყოფა მოგებისგან შემოსავლებად და დასაქმებისგან შემოსავლებად; მეორე მიდგომა მდგომარეობს სამომხმარებლო და საინვესტიციო ხარჯების მთლიანი თანხის დაჯამებაში; მესამე მიდგომა გულისხმობს ქვეყნის ეკონომიკის ყველა სექტორის პროდუქციის თანხის შეკრებას. შემოსავლების, ხარჯებისა და გამოშვებული პროდუქციის მოცულობაზე დაფუძნებული ამ სამი მიდგომიდან გამომდინარეობს ეკონომიკური აგრეგატების აღწერის სხვადასხვა მეთოდი, რომლებიც გამოიყენება ეროვნული შემოსავლის ანგარიშის შედგენისას.

ეროვნული შემოსავლის განსაზღვრა შემოსავლების მეთოდით არ დაიყვანება ყველა შემოსავლის მარტივ დაჯამებამდე.

ეროვნული შემოსავალი არის ქვეყნის რეზიდენტების (კორპორაციები და კერძო პირები) შემოსავლების ერთობლიობა, რომელსაც იღებენ უშუალოდ მიმდინარე წარმოებიდან. იგი მოიცავს წარმოების ფაქტორთა მფლობელების შემოსავლებს და გამორიცხავს ყველა იმ შემოსავალს, რომელიც არ შეიძლება შეფასდეს გადასახადებად მიმდინარე წარმოებრივი საქმიანობისთვის. ყველა ფაქტორული შემოსავლის ჯამს წარმოადგენს მთლიანი შიდა შემოსავალი, რომელიც მარაგების გაძვირებით გამოწვეული ცვლილებების შემდეგ იძლევა მთლიან შიდა პროდუქტს. თუ ამის შემდეგ მას დაემატება წმინდა შემოსავალი საზღვარგარეთ არსებული საკუთრებიდან, მაშინ საბოლოოდ მიიღება მთლიანი ეროვნული შემოსავალი, რომელიც უფრო ცნობილია როგორც მთლიანი ეროვნული პროდუქტი. ხარჯების მეთოდის გამოყენებისას საბაზრო ფასებით ჯამდება სამომხმარებლო და საინვესტიციო ხარჯები ერთობლივი შიდა ხარჯების მისაღებად. იკრიბება მხოლოდ საბოლოო დოვლათის ღირებულებები და გამოირიცხება ყველა ხარჯი შუალედურ დოვლათზე. ამასთან, ვინაიდან საბოლოო დოვლათზე გავლენას ახდენს გადასახადები, სუბსიდიები და ხარჯები იმპორტზე, მაგრამ არ იცვლება ექსპორტის ღირებულება, ამიტომ ამ მეთოდით მთლიანი ეროვნული პროდუქტის მისაღებად აუცილებელია შესწორებების შეტანა აღნიშნული მომენტების გათვალისწინებით. წარმოების მოცულობათა მეთოდი აჯამებს დამატებულ ღირებულებას წარმოების ყველა სტადიაზე ქვეყნის დარგებსა და საწარმოებში. ამ დამატებულ ღირებულებათა ჯამი იძლევა მთლიან შიდა პროდუქტს, რომელიც საზღვარგარეთ არსებული საკუთრებიდან წმინდა შემოსავლის დამატებით გარდაიქმნება მთლიან ეროვნულ პროდუქტად. ამრიგად, სამივე მეთოდით გაიანგარიშება მთლიანი ეროვნული პროდუქტი, რომელიც, ძირითადი კაპიტალის ამორტიზაციის გამოქვითვის შემდეგ, იძლევა ეროვნულ შემოსავალს, ანუ უფრო ზუსტად, წმინდა ეროვნულ პროდუქტს.



[რედაქტირება] წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები