ბენეშევიჩი ვლადიმირ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ვლადიმირ ბენეშევიჩი '''ბენეშევიჩი ვლადი...)
 
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 21: ხაზი 21:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]
+
* [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]
 +
 
 
[[კატეგორია:რუსი მეცნიერები]]
 
[[კატეგორია:რუსი მეცნიერები]]
[[კატეგორია:რუსი სამართალმცოდნეები]]
+
[[კატეგორია:რუსი იურისტები]]

მიმდინარე ცვლილება 14:02, 24 ნოემბერი 2022 მდგომარეობით

ვლადიმირ ბენეშევიჩი

ბენეშევიჩი ვლადიმირ ნიკოლოზის ძე – (დ. 09.08.1874, ვილნოს გუბერნია, დისნენის მაზრა, ქ. დურია – გ. 27.01.1938, ქ. ლენინგრადი), რუსი მეცნიერი – კანონისტი, არქეოგრაფი, პალეოგრაფი. სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის საეკლესიო სამართლის კათედრის გამგე (1909), სანქტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემის (1907-1909) და სამხედრო-იურიდიული აკადემია (1909-1911) პროფესორი, სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემისს წევრ-კორესპონდენტი (1925), სტრასბურგის (1914), ბავარიის (1927), ბერლინის (1929) მეცნიერებატა აკადემიის წევრი, ათენის ბიზანტიური კვლევათა საზოგადოების საპატიო წევრი და ათენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (1912).

[რედაქტირება] ბიოგრაფია

1893 წელს ოქროს მედლით დაამთავრა ქ. ვილნოს №1 გიმნაზია, 1897 წელს I ხარისხის დიპლომით – პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იქვე დატოვეს, რათა საპროფესოროდ მოემზადებინათ და ორი წლის განმავლობაში ისმენდა სამართლის ისტორიის კურსებს ლაიფციგის, ბერლინისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში (გერმანია). 1900-1915 წლებში მრავალგზის იმოგზაურა პალესტინაში, სინაზე, ათონზე, მცირე აზიაში, მოიარა თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მონასტერი. წლების განმავლობაში მუშაობდა იერუსალიმის, ანტიოქიისა და ალექსანდრიის საპატრიარქოების, სინის და ათონის მთის მონასტრების ბიბლიოთეკებში; შეაგროვა, შეისწავლა და სათანადო მეცნიერული კომენტარებით გამოსცა უამრავი ბერძნული და სლავური კანონიკური ძეგლი.

საეკლესიო სამართლის ისტორიის კვლევისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბენეშევიჩის მიერ გამოცემული 14-ტიტლოვანი ნომოკანონის სხვადასხვა რედაქციის შემცველი ბერძნული ხელნაწერები (Kaнoнический сборник XIV титулов со второй четверги VII в. до 883r.) და ძველსლავური კორჩაია (Древнеславянская кормчая XIV титулов без толкований, T.1. вып I,II,III), რომელშიც წარმოდგენილია 14-ტიტლოვანი ნომოკანინის ძველი სლავური თარგმანი ბერძნული დედნის პარალელური ტექსტით. 1908 წელს ბენეშევიჩის რედაქციითა და დამატებებით გამოიცა ა. პავლოვის მიერ 1880 წელს გამოცემული „ძველი რუსული კანონიკური სამართლის ძეგლები“. 1912 წელს და 1925 წელს ბენეშევიჩმა 2 ნაწილად გამოსცა სინის მონასტრის სიძველენი („Памятники Синая, археологические и палеографические“).

ბენეშევიჩი საგანგებოდ იკვლევდა ძველი ქართული მწერლობის ძეგლებს. მან გამოსცა X ს, ოთხთავის ქართული თარგმანი, დიდი სჯულისკანონისა და სადღესასწაულოების ქართული ტექსტები. ბენეშევიჩის მიხედვით, „დიდი სჯულისკანონი“ ითარგმნა არა – XII საუკუნეს არსენ იყალთოელის მიერ, არამედ გაცილებით ადრე - IX-X საუკუნეებში. ბენეშევიჩმა სამეცნიერო მიმოქცევაში შემოიტანა სომხური თარგმანი თხზულებისა „თქმულება ბორისსა და გლებზე“ (1909). 1914-1915 წლებში მან ორ ნაწილად გამოსცა რუსული საეკლესიო სამართლის ძეგლები, რომელიც შეიცავს პეტრე I-ის „სასულიერო რეგლამენტის“ ტექსტსაც. 1917-1918 წლებში მონაწილეობდა რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივი კრების მუშაობაში, იყო კრების მდივნის თანაშემწე და სარედაქციო კომისიის წევრი.

1917 წ. 12 მარტს აღდგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. რუსეთის დროებითი მთავრობა ცნობდა საქართველოს ეკლესიის მხოლოდ ეროვნულ და არა ტერიტორიულ ავტოკეფალიას (საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია უნდა გავრცელებულიყო მხოლოდ ქართველებსა და ქართულ სამრევლოებზე და არა მის ტერიტორიაზე არსებულ ყველა მართლმადიდებელ სამრევლოზე). ამ საკითხის გადაწყვეტის მიზნით 1917 წელს თბილისში მოავლინა ბენეშევიჩი, რომელსაც მოლაპარაკებები ჰქონდა ქართველ სასულიერო პირებსა და მეცნიერებთან. ბენეშევიჩის ვიზიტი ქართული მხარის პრინციპული პოზიციის გამო უშედეგო აღმოჩნდა.

1922 წელს ზაფხულში საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებამ საბჭოთა რუსეთის მთავრობის წინაშე აღძრა შუამდგომლობა, რათა საქართველოს დაჰბრუნებოდა რუსეთში სხვადასხვა დროს გატანილი ქართული ქრისტიანული ხელოვნების ძეგლები და ქართული ხელნაწერები. შეიქმნა საგანგებო კომისია, რომელშიც შედიოდნენ ქართველი და რუსი მეცნიერები. რუსული მხრიდან კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იყო ბენეშევიჩი, რომლის დახმარებით მიკვლეულ იქნა და საქართველოს დაუბრუნდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელნაწერი. 1922 წელს საბჭოთა რუსეთის უშიშროების ორგანოებმა საეკლესიო განძეულობის გადამალვის ბრალდებით დააპატიმრეს, მაგრამ სასამართლო პროცესზე გაამართლეს და გაათავისუფლეს. 1928 წელს კვლავ დააპატიმრეს და გადაასახლეს უხტაში. 1933 წელს ცნობილი მეცნიერების – ფ. ნანსენის, ა. აინშტაინის, ვ. ვერნადსკის, აგრეთვე საბჭოთა პარტიის მუშაკის – ვ. ბონჩ-ბრუევიჩის შუამდგომლობით გაათავისუფლეს. 1933-1937 წლებში შუა საუკუნეების ისტორიას ასწავლიდა ლენინგრადის უნივერსიტეტში. 1937 წელს მიუნხენში (გერმანია) გამოქვეყნდა მისი ფუნდამენტური გამოკვლევა იოანე სქოლასტიკოსის 50-ტიტლოვანი კრებულის ტექსტებზე. ამ ნაშრომის გერმანიაში გამოქვეყნებისთანავე ბენეშევიჩი დაითხოვეს ლენინგრადის უნივერსიტეტიდან, გარიცხეს მეცნიერებათა აკადემიის შემადგენლობიდან და 1937 წლის 27 ნოემბერს დააპატიმრეს. რამდენიმე თვის შემდეგ ბენეშევიჩი დახვრიტეს. დააპატიმრეს და დახვრიტეს აგრეთვე ბენეშევიჩის ორი ვაჟი და ძმა.

ბენეშევიჩის უმდიდრესი არქივის დიდი ნაწილი დაცულია რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის არქივის პეტერბურგის ფილიალში, რუსეთის ეროვნული ბიბლიოთეკის (პეტერბურგი) ხელნაწერთა განყოფილებასა და აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში (პეტერბურგი).

ზ. აბაშიძე

[რედაქტირება] ლიტერატურა

Бенешевич B, H., Гpaнcтpем Е. Э., Византийский Bpeменик, т. 35, CПБ., 1973.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები