ტერცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 10: ხაზი 10:
 
[[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]]
 
[[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:მუსიკალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:მუსიკალური ტერმინები]]
[[კატეგორია:ინტერვალები]]
+
[[კატეგორია:მუსიკალური ინტერვალები]]

16:29, 17 ნოემბერი 2022-ის ვერსია

(a) — დიდი ტერცია, (b) — პატა ტერცია, (c) — გადიდებული, (d) — შემცირებული ტერცია

ტერცია – (ლათ. tertia „მესამე”),

  1. 3 საფეხურის მოცულობის ინტერვალი (მაგ., დო-მი, რე-ფა-დიეზი, მი-ბემოლ-სოლი და ა. შ.); აღინიშნება ციფრით 3. ტერცია ხშირად იხმარება ხმათა პარალელურ მოძრაობაში. „დიდი ტერცია“ – 3 საფეხურის და 2 ტონის შემცველი ინტერვალი, აღინიშნება დ. 3; დიდი ტერცია დიდი (მაჟორული) სამხმოვანების ქვემო ინტერვალია, ზოგჯერ ცვლის მას და ტოვებს იგივე შთაბეჭდილებას. „პატარა ტერცია“ – 3 საფეხურის და 1 ½ ტონის (მაგ. დო-მი-ბემოლი, ფა-დიეზ-ლა და ა. შ.) შემცველი ინტერვალი, აღინიშნება პ. 3; პატარა ტერცია პატარა (მინორული) სამხმოვანების ქვემო ინტერვალია, ზოგჯერ ცვლის მას და იგივე შთაბეჭდილებას ტოვებს. „შემცირებული ტერცია“ (შ. 3) – 3 საფეხურის და 1 ტონის შემცველი ინტერვალია, „გადიდებული ტერცია“ (გ. 3) – 3 საფეხურის და 2 ½ ტონის შემცველი ინტერვალი.
  2. მესამე საფეხური მოცემულიდან.
  3. იგივე, რაც „ტერციული ტონი“ ტერციული აგებულების აკორდში.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები