ფილოქტეტესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 3: ხაზი 3:
 
'''ფილოქტეტესი''' – ''(ბერძნ.)'' თესალიური მელიბოიას მკვიდრი. [[ჰერაკლე]]ს თანამებრძოლი.
 
'''ფილოქტეტესი''' – ''(ბერძნ.)'' თესალიური მელიბოიას მკვიდრი. [[ჰერაკლე]]ს თანამებრძოლი.
  
მომაკვდავმა ჰერაკლემ ფილოქტეტესს თავისი [[მშვილდი]] და [[ისარი|ისრები]] უანდერძა. თავად კი, შეშის უზარმაზარ ზვინზე დასვენებული, მეგობრებს ევედრებოდა, ცეცხლი დაენთოთ. ფილოქტეტესმა ჰერაკლეს ტანჯვას ვეღარ გაუძლო და კოცონი ააგიზგიზა.  
+
მომაკვდავმა ჰერაკლემ ფილოქტეტესს თავისი [[მშვილდი]] და [[ისარი|ისრები]] უანდერძა. თავად კი, შეშის უზარმაზარ ზვინზე დასვენებული, მეგობრებს ევედრებოდა, [[ცეცხლი]] დაენთოთ. ფილოქტეტესმა ჰერაკლეს ტანჯვას ვეღარ გაუძლო და კოცონი ააგიზგიზა.  
  
 
ფილოქტეტესი, როგორც [[ელენე]]ს საქმროთაგანი, იძულებული იყო [[ტროას ომი|ტროას ომში]] წასულიყო. გზად, კუნძულ ლემნოსთან, იგი გველმა დაგესლა. იარა არ შუშდებოდა და საშინლად ყარდა. ამიტომ ბერძნებმა იგი კუნძულ ლემნოსზე დატოვეს.
 
ფილოქტეტესი, როგორც [[ელენე]]ს საქმროთაგანი, იძულებული იყო [[ტროას ომი|ტროას ომში]] წასულიყო. გზად, კუნძულ ლემნოსთან, იგი გველმა დაგესლა. იარა არ შუშდებოდა და საშინლად ყარდა. ამიტომ ბერძნებმა იგი კუნძულ ლემნოსზე დატოვეს.

16:46, 31 ოქტომბერი 2022-ის ვერსია

ფილოქტეტესი
სილეკითოსის ფერწერა (ძვ.წ. 430-420 წ.წ.), ნიუ-იორკი, მეტროპოლიტენის ინსტიტუტი

ფილოქტეტესი(ბერძნ.) თესალიური მელიბოიას მკვიდრი. ჰერაკლეს თანამებრძოლი.

მომაკვდავმა ჰერაკლემ ფილოქტეტესს თავისი მშვილდი და ისრები უანდერძა. თავად კი, შეშის უზარმაზარ ზვინზე დასვენებული, მეგობრებს ევედრებოდა, ცეცხლი დაენთოთ. ფილოქტეტესმა ჰერაკლეს ტანჯვას ვეღარ გაუძლო და კოცონი ააგიზგიზა.

ფილოქტეტესი, როგორც ელენეს საქმროთაგანი, იძულებული იყო ტროას ომში წასულიყო. გზად, კუნძულ ლემნოსთან, იგი გველმა დაგესლა. იარა არ შუშდებოდა და საშინლად ყარდა. ამიტომ ბერძნებმა იგი კუნძულ ლემნოსზე დატოვეს.

ტროას ომის მეათე წელს ბერძნებს უმისნეს, რომ ჰერაკლეს მშვილდის გარეშე ტროას ვერ აიღებდნენ. მაშინ ლემნოსისაკენ გაემგზავრნენ ოდისევსი და დიომედესი (სხვა ვერსიით, ოდისევსი და ნეოპტოლემოსი), რომლებმაც ფილოქტეტესი ჩაიყვანეს ტროაში. აქ იგი მაქაონმა (ან პოდალირიოსმა) განკურნა. ფილოქტეტესმა თავისი აუცდენელი ისრით პარისი განგმირა, რაც ტროას ომის დასრულებას მოასწავებდა.

ტროას დამხობისთანავე ფილოქტეტესი დაბრუნდა სამშობლოში, შემდეგ კი გადასახლდა იტალიაში. ეს ამბავი აღუწერიათ ესქილესაც, სოფოკლესაც, ევრიპიდესაც. მათგან მხოლოდ სოფოკლეს ტრაგედია შემორჩა.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები