იუდაიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 37: ხაზი 37:
 
:11. კეთილისათვის ჯილდო არსებობს, ბოროტისათვის - სასჯელი;  
 
:11. კეთილისათვის ჯილდო არსებობს, ბოროტისათვის - სასჯელი;  
 
:12. ისრაელში მოვა მესია;  
 
:12. ისრაელში მოვა მესია;  
:13 მკვდრეთით აღდგომა ჭეშმარიტებაა.
+
:13 მკვდრეთით [[აღდგომა]] ჭეშმარიტებაა.
  
 
==== იუდაიზმის ძირითადი პრინციპები ====
 
==== იუდაიზმის ძირითადი პრინციპები ====

12:58, 5 აპრილი 2017-ის ვერსია

იუდაიზმი - პირველი მონოთეისტური რელიგიაა მსოფლიო ისტორიაში. იუდაიზმის ძირითადი განმსაზღვრელი ერთი ღმერთის რწმენაა, იმის აღიარება, რომ სამყაროს შემოქმედი ღმერთი ერთია. ეს რწმენა მოქცეულია დასაწყისი ლოცვის ამ ოთხ სიტყვაში, რომელიც პირველად ძველი წელთაღრიცხვის XIII საუკუნეში გაისმა: "ისმინე, ისრაელ, ერთია ჩვენი უფალი ღმერთი" (რჯლ 6:4). მაშინ ეს მხოლოდ ამ მცირე ხალხის რწმენა იყო, დღეს მონოთეიზმს ბევრი ხალხი აღიარებს.

ეს რწმენა, ბიბლიის თანახმად, სათავეს იმ პირველი გამოცხადებიდან იღებს, რომელიც ებრაელთა მამამთავარმა, აბრაამმა მიიღო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის მესოპოტამიის ქალაქ ხარანში ცხოვრობდა. ღმერთი მას კვლავ გამოეცხადა უკვე ქანაანში დასახლებულს და აღუთქვა, რომ მისი წიაღიდან მრავალრიცხოვანი ხალხი გამოვიდოდა და ქანაანის მიწაზე დამკვიდრდებოდა. ისიც იყო ნაწინასწარმეტყველევი, რომ მისგან გამოსული მოდგმა უცხო ქვეყნის მონობაში მოექცეოდა, მერე თავს დააღწევდა მონობას და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლებოდა ქანაანის დამკვიდრება. ეს უცხო ქვეყანა ეგვიპტე იქნებოდა. ეგვიპტეში ხალხი გამრავლდა და ამ ქვეყნის ხალხთან ასიმილაცია ელოდათ, მოსეს რომ არ შეეხსენებინა მათთვის აბრაამის ღმერთი - მათივე წინაპრების ღმერთი. მოსე იყო მეორე პიროვნება, რომელთანაც ღმერთმა საუბარი ინება. უფალი მას ახალი კუთხით გამოეცხადა: "მე ვარ, რომელიც ვარ". ამ სიტყვებით ღმერთი მოსეს თავის დაუსაბამობასა და მარადიულობასთან ერთად, მიანიშნებდა იმასაც, რომ მასშივეა მისი არსებობის მიზეზი, განსხვავებით პოლითეისტური ღმერთებისა, რომელნიც ადამიანთა მსგავსად იბადებოდნენ მშობლებისგან და, შესაძლოა, იხოცებოდნენ კიდეც. ამ ღმერთის ხელშეწყობით და მოსეს წინამძღოლობით, რომელშიც მოსემ არა მხოლოდ თავისი მამა-პაპის ღმერთი, არამედ სამყაროს ერთადერთი შემოქმედი შეიცნო, აბრაამის მოდგმა სასწაულებრივად გამოვიდა ეგვიპტიდან და უდაბნოს გზით ქანაანისკენ გაემართა. მაგრამ ვიდრე ქანაანში შევიდოდა, მანამდე სინას მთის ძირას ხალხმა ღვთისგან რჯული მიიღო - კონსტიტუცია, რომლის თანახმად, მას უნდა ეცხოვრა ქანაანში და ყველგან, სადაც კი ცხოვრება მოუხდებოდა.

რას უწესებდა ამ ხალხს სინას მთიდან გამოცხადებული რჯული? პირველ რიგში, ეს იყო ათი მცნება, რომელთაგან ოთხი ღმერთთან ურთიერთობას უწესებდა, ექვსი კი - საზოგადოებრივ წესრიგს. იგი ამგვარად ჟღერდა მაშინ და დღემდე უცვლელია, არც რამე მიმატებია და არც დაკლებია:

1. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან. არ გაიჩინოთ ჩემ გარდა სხვა ღმერთები...
2. არ გაიკეთო კერპები და არ სცე მათ თაყვანი;
3. არ დაიფიცო ამაოდ უფლის, შენი ღვთის სახელი;
4. გახსოვდეს შაბათი და წმიდად შეინახე სხვა დღეებს შორის; ექვს დღეს იმუშავე, მეშვიდე დღე კი უფლის დღეა, მას მიუძღვენი შენი ფიქრები;
5. პატივი ეცი შენს მამას და შენს დედას;
6. არა კლა;
7. არ იმრუშო;
8. არ იქურდო;
9. არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ;
10. არ ინდომო შენი მოყვასის არანაირი ქონება - არც სახლი, არც ცოლი, არც ყმა, არც მხევალი...

ქართველები იუდაიზმს „ჰურიაობას“ უწოდებდნენ. იუდაიზმმა ჩამოყალიბების პროცესში მრავალი ცვლილება განიცადა და სახელმწიფო რელიგიად ჩამოყალიბდა ძვ.წ. აღ. X საუკუნეში, წმ. დავით წინასწარმეტყველის მეფობის ეპოქაში. იგი მიჩნეულია იუდას ტომის რელიგიად.

იუდაიზმი არის მსოფლიოს ყველაზე ძველი მონოთეისტური, ეთნიკური ანუ ნაციონალური რელიგია, რომელმაც შეუნარჩუნა ებრაელთა სხვადასხვა დიასპორას თვითმყოფადობა და დღესაც არის ამ ხალხის სულიერი ცხოვრების საფუძველი.

იუდაიზმს ისრაელში მინიჭებული აქვს სახელმწიფო რელიგიის სტატუსი. მთავარი პრინციპებია: ერთიანი ღმერთის, იაჰვეს (იეღოვას) რწმენა, მესიის (ზეციური მხსნელის) მოლოდინი, ძველი აღთქმისა და თალმუდის აღიარება წმინდა წიგნებად. დოგმები სულის უკვდავებაზე, საიქიო ცხოვრებაზე, მკვდრეთით აღდგომის, ანგელოზებისა და დემონების რწმენა - ყველაფერი ეს მტკიცედ დაკანონდა და თალმუდის სახით შემორჩა დღემდე.

იუდაიზმის დოგმატები

იუდაიზმის დოგმატები ანუ იუდაიზმის სარწმუნოება ასახულია ე.წ. „რწმენის 13 სიმბოლოში“, რომელიც ჩამოაყალიბა მე-12 საუკუნეში ფილოსოფოსმა და თეოლოგმა მოსე მიამონდმა (რამბამბამ);

1. არსებობს ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო;
2. ის ერთადერთია;
3. ის უსხეულოა;
4. მას დასაწყისი არა აქვს;
5. უნდა ვილოცოთ მხოლოდ მასზე;
6. ღვთიური გამოცხადება ჭეშმარიტებაა;
7. მოსე ყველაზე დიდი წინასწარმეტყველია;
8. თორა ანუ ბიბლიის ხუთწიგნეული ღმერთმა უკარნახა მოსეს;
9. მოსეს კანონების შეცვლა სხვა კანონებით არ შეიძლება;
10. ღვთიური განგება მართავს სამყაროს;
11. კეთილისათვის ჯილდო არსებობს, ბოროტისათვის - სასჯელი;
12. ისრაელში მოვა მესია;
13 მკვდრეთით აღდგომა ჭეშმარიტებაა.

იუდაიზმის ძირითადი პრინციპები

იუდაიზმს გააჩნია 5 ძირითადი პრინციპი:

1. ერთ ღმერთად იაჰვეს აღიარება;
2. მესიის მოლოდინი;
3. რწმენა ღმერთ იახვესა (იაჰვესა) და ებრაელებს შორის დადებული აღთქმისა;
4. ისრაელთა ძეთა მიჩნევა უფლის რჩეულ ერად;
5. თორასა და თალმუდის აღიარება წმიდა წიგნებად.




წყარო

  • ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
  • სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი).
  • კიკნაძე ზურაბ, იუდაიზმი/ სოლიდარობა #2’06/საქართველოს სახალხო დამცველის ყოველთვიური ჟურნალი /2006 წ
  • პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი,2002
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები