ყვავილოვანი კომბოსტო
ხაზი 49: | ხაზი 49: | ||
ყვავილოვანი კომბოსტოს, გაზაფხულზე გადასარგავად, ნიადაგი მზრალად იხვნება შემოდგომით, 25-30 სმ. – სიღრმეზე. ამ დროს მოხვნა უნდა განხორციელდეს წინამორბედი კულტურის აღების, ან ნაწვერალის აჩეჩვის შემდეგ. ხოლო თუ ყვავილოვანი კომბოსტოს დარგვა დაგეგმილია ზაფხულის ბოლოსთვის, ამ შემთხვევაში ნიადაგი უნდა მომზადდეს დარგვამდე 1-2 თვით ადრე. დასავლეთ საქართველოში ნიადაგი იხვნება გვიან შემოდგომაზე, ზამთარში ან ადრე გაზაფხულზე. ამ არეალის ჭარბტენიან ადგილებში ნიადაგის მოხვნა ძირითადად წარმოებს ადრე გაზაფხულზე. | ყვავილოვანი კომბოსტოს, გაზაფხულზე გადასარგავად, ნიადაგი მზრალად იხვნება შემოდგომით, 25-30 სმ. – სიღრმეზე. ამ დროს მოხვნა უნდა განხორციელდეს წინამორბედი კულტურის აღების, ან ნაწვერალის აჩეჩვის შემდეგ. ხოლო თუ ყვავილოვანი კომბოსტოს დარგვა დაგეგმილია ზაფხულის ბოლოსთვის, ამ შემთხვევაში ნიადაგი უნდა მომზადდეს დარგვამდე 1-2 თვით ადრე. დასავლეთ საქართველოში ნიადაგი იხვნება გვიან შემოდგომაზე, ზამთარში ან ადრე გაზაფხულზე. ამ არეალის ჭარბტენიან ადგილებში ნიადაგის მოხვნა ძირითადად წარმოებს ადრე გაზაფხულზე. | ||
− | გადარგვის წინ წარმოებს მზრალის დარგვისწინა დამუშავება: ტარდება 2 კულტივაცია 10-12 სმ., სიღრმეზე, თანმიყოლებული დაფარცხვით. კარგად გაფხვიერების მიზნით შესაძლებელია ნიადაგს დასჭირდეს დაფრეზვა. ასევე აღსანიშნავია, რომ ნიადაგის მულჩირება ხელს უწყობს მოსავლიანობის გაზრდას. | + | გადარგვის წინ წარმოებს მზრალის დარგვისწინა დამუშავება: ტარდება 2 კულტივაცია 10-12 სმ., სიღრმეზე, თანმიყოლებული დაფარცხვით. კარგად გაფხვიერების მიზნით შესაძლებელია ნიადაგს დასჭირდეს დაფრეზვა. ასევე აღსანიშნავია, რომ ნიადაგის [[მულჩირება]] ხელს უწყობს მოსავლიანობის გაზრდას. |
==== თესვის წესები და ნორმები ==== | ==== თესვის წესები და ნორმები ==== |
მიმდინარე ცვლილება 15:30, 24 აგვისტო 2022 მდგომარეობით
ყვავილოვანი კომბოსტო – ლათინური დასახელება – Brassica botrytis Mill
ბოტანიკური ოჯახი – ჯვაროსანთა
სიცოცხლის ხანგრძლივობა – ერთწლიანი
განვითარების ოპტიმალური ტემპერატურა – 15-180C
ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა – 85-90%
ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა – 75-80%
ნიადაგის არეს ოპტიმალური რეაქცია pH – 7,0-7,5
კრიტიკული ტემპერატურული მინიმუმი – -20C-დან -30C-მდე
კრიტიკული ტემპერატურული მაქსიმუმი – 350C
სასურველი წინამორბედი კულტურები – გოგროვანნები, საადრეო პომიდორი და კარტოფილი, ხახვი თავთავიანი და პარკოსანი კულტურები
არასასურველი წინამორბედი კულტურა – კომბოსტოსნაირები
სარჩევი |
[რედაქტირება] გავრცელებული პერსპექტიული ჯიშები და ჰიბრიდები
კასპერი F1 | თვითშემფუთავი და მაღალმოსავლიანი საგვიანო ჰიბრიდია, ვეგეტაციის ხანგრძლივობა შეადგენს 85-95 დღეს (გადარგვიდან). |
ბრიუსი F1 | თვითშემფუთავია. ვეგეტაციის ხანგრძლივობა შეადგენს 55-60 დღეს. ერთი თავის საშუალო მასა 3-დან 5 კგ-მდეა. |
ფრემონტი F1 | საშუალოდ საადრეო თვითშემფუთავი ჰიბრიდია. თავების საშუალო მასა 1,5 კგ-მდეა. ვეგეტაცია გრძელდება გადარგვიდან 70-75 დღის განმავლობაში. |
[რედაქტირება] საბაზისო აგროკალენდარი
აგროღონისძიება | დას საქართველო | აღმ. საქართველო |
---|---|---|
ნიადაგის განოყიერება | II-III | X-XII |
მოხვნა | II-III | X-XII |
დადისკვა-კულტივაცია | II-III | III-IV |
ჩითილის გადარგვა | II-III და VI-VII | IV-V და VI-VII |
წამლობები | IV-VI და VI-VII | IV-VI და VI-VII |
მოსავლის აღება | VI-VII და X-XI | VI-VII და X-XI |
[რედაქტირება] ნიადაგის დამუშავება
ყვავილოვანი კომბოსტოსთვის საუკეთესოა სტრუქტურიანი, საკვები ნივთიერებებით მდიდარი, კარგი ჰაერაციის და წყალგამტარი ნიადაგი.
ყვავილოვანი კომბოსტოს, გაზაფხულზე გადასარგავად, ნიადაგი მზრალად იხვნება შემოდგომით, 25-30 სმ. – სიღრმეზე. ამ დროს მოხვნა უნდა განხორციელდეს წინამორბედი კულტურის აღების, ან ნაწვერალის აჩეჩვის შემდეგ. ხოლო თუ ყვავილოვანი კომბოსტოს დარგვა დაგეგმილია ზაფხულის ბოლოსთვის, ამ შემთხვევაში ნიადაგი უნდა მომზადდეს დარგვამდე 1-2 თვით ადრე. დასავლეთ საქართველოში ნიადაგი იხვნება გვიან შემოდგომაზე, ზამთარში ან ადრე გაზაფხულზე. ამ არეალის ჭარბტენიან ადგილებში ნიადაგის მოხვნა ძირითადად წარმოებს ადრე გაზაფხულზე.
გადარგვის წინ წარმოებს მზრალის დარგვისწინა დამუშავება: ტარდება 2 კულტივაცია 10-12 სმ., სიღრმეზე, თანმიყოლებული დაფარცხვით. კარგად გაფხვიერების მიზნით შესაძლებელია ნიადაგს დასჭირდეს დაფრეზვა. ასევე აღსანიშნავია, რომ ნიადაგის მულჩირება ხელს უწყობს მოსავლიანობის გაზრდას.
[რედაქტირება] თესვის წესები და ნორმები
ყვავილოვანი კომბოსტო ძირითადად ჩითილის მეთოდით მოიყვანება. ჩითილების გამოსაყვანად წარმატებით გამოიყენება საჩითილე კასეტები და სპეციალურად მომზადებული საკვები სუბტრასტი. ჩითილის გამოყვანა ღია გრუნტში გადარგვამდე 30-35 დღით ადრე იწყება. ჩითილების გამოყვანის ოპტიმალური პირობებია: აღმოცენებისთვის 18-200C, ხოლო ზრდა-განვითარებისთვის 14-180C ტემოერატურა. ერთ ჰა-ზე დასარგავად საჭირო ჩითილის რაოდენობა დამოკიდებულია მოყვანის ვადებზე, სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობასა და ჯიშების/ჰიბრიდების ზრდის სიძლიერეზე. მეცნარეთა საშუალო რაოდენობა 25-30 ათასამდეა 1 ჰა-ზე.
[რედაქტირება] მორწყვა
მორწყვის ჯერადობა და ნორმები დამოკიდებულია ნიადაგის ტენიანობის მაჩვენებელსა და მცენარის განვითარების ცალკეულ ფაზებზე.
ყვავილოვანი კომბოსტოს ტენით უზრუნველყოფის საორიენტაციო ნორმებია:
- ჯერადობა: 5-10 და მეტი
- თითოეული მორწყვის საორიენტაციო ნორმა 1 ჰა-ზე: 350-400მ3 (წვეთოვანი მორწყვით – 35-40მ3)
- ტენზე მოთხოვნის მაქსიმუმი: გაღივების, აღმოცენების, ყვავილობის, გადარგვის და ნაყოფების ზრდა-ფორმირების ფაზები.
- მორწყვის მეთოდი: წვეთოვანი, დაწვიმების, ან კვლებში მიშვების მეთოდით.
[რედაქტირება] საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფის საორიენტაციო სისტემა*
ზოგადი ინფორმაცია: ყოველი ერთი ტონა მოსავლის მისაღებად წვეთოვანი მორწყვის გამოყენებით და შეთვისების კოეფიციენტის გათვალისწინებით საჭიროა: აზოტი 8,25 კგ., ფოსფორი 4,8 კგ., კალიუმი 12,0 კგ. (სუფთა ნივთიერებები).
[რედაქტირება] გამოკვების ზოგადი საორიენტაციო ნორმა 1 ჰა-ზე 5 ტონა მოსავლის მისაღებად
საკვები ნივთიერება | შესატანი ნორმა (სუფთა ნივთიერება) | შეტანის ვადა |
---|---|---|
N – აზოტი | 247,5 კგ. | ვეგეტაციის პერიოდში გამოკვების სახით |
P – ფოსფორი | 114,0 კგ. | 2/3 მზრალად მოხვნის წინ, დანარჩენი – გამოკვების სახით |
K – კალიუმი | 360,0კგ. | 2/3 მზრალად მოხვნის წინ, დანარჩენი – გამოკვების სახით |
ნაკელი | მზრალად მოხვნის წინ 1 ჰა-ზე 20 ტონა გადამწვარი ნაკელის შეტანის შემთხვევაში საჭიროა: აზოტი 47,5 კგ., ფოსფორი 44 კგ., კალიუმი 120 კგ. (სუფთა ნივთიერებები). |
- ზუსტი დოზების დადგენა ხდება ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე.
[რედაქტირება] ბრძოლა მავნე ორგანიზმებისა და სარეველების წინააღმდეგ მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ქიმიური ბრძოლის ზოგადი სქემა
მავნე ობიექტი | შესხურების პერიოდი | რეკომენდებული მოქმედი ნიცთიერება |
---|---|---|
ფესვის სიდამპლე | ჩითილების შეწამვლა გადარგვამდე | პროპამოკარბ-ჰიდროქლორიდი*ალუმინის ფოსეთილი |
დაავადებების კომპლექსი ვეგეტაციისას (ჭრაქი, ფომოზი და სხვ.) | ვეგეტაციის პერიოდში, საჭიროების მიხედვით | სპილენძის ჰიდროქსიდი; მანკოცები |
მავნებელთა კომპლექსი (ხვატარი, თეთრულა და სხვ.) | ვეგეტაციის პერიოდში, საჭიროების მიხედვით | ფლუბენდიამიდი; ალფა-ციპერმეტრინი; დელტამეტრინი |
[რედაქტირება] ბრძოლა სარეველების წინააღმდეგ
განვითარების ფაზა | ჰერბიციდის ტიპი | რეკომენდირებული მოქმედი ნივთიერება |
---|---|---|
ყველა ტიპის სარეველა – კომბოსტოს გადარგვამდე | ტოტალური | გლიფოსატი |
ვეგეტაციის პერიოდში მარცვლოვანი სარეველების წინააღმდეგ | სელექციური | ფლუაზიტოპ-პ-ბუთილი |
[რედაქტირება] მავნებელ-დაავადებების და სარეველების წინააღმდეგ ბრძოლის სხვა მეთოდები
ყვავილოვანი კომბოსტოს მავნე ორგანიზმებისა და სარეველებისაგან დაცვის მიმართულებით ასევე მნიშვნელოვანი მექანიკური და აგროტექნიკური ღონისძიებებია: კულტურათა მონაცვლეობა, ნიადაგის მოვლითი სამუშაოების ხარისხიანი განხორციელება, დაზიანებული მცენარეების მოცილება/განადგურება და დაავადებებისადმი გამძლე ჯიშების წარმოება.
[რედაქტირება] მოსავლის აღება/შენახვა
ყვავილოვანი კომბოსტო არაერთდროულად შემოდის. მოსავლის აღების შერჩევით ხდება, როცა თავები სასურველ სიდიდეს მიაღწევს. თავების მოჭრის შემდეგ საჭიროა გაციება. გაციების შემდეგ დახარისხებული თავები პოლიეთილენის პაკეტებით 00C-ზე ინახება 2-4 თვის განმავლობაში. ამ პირობებში იგი არ კარგავს სასაქონლო ხარისხს.