ბერე-ბოსკი (მსხლის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Bere-boski.jpg|thumb|250პქ|ბერე–ბოსკი]]
 
[[ფაილი:Bere-boski.jpg|thumb|250პქ|ბერე–ბოსკი]]
'''ბერე-ბოსკი''' – ''('''Beurré Bosk, Bosc’s, Flaschenbirne.''')'' მსხლის ჯიში [[საქართველო|საქართველოში]] ცნობილია „ალექსანდრეულის“ სახელწოდებით, პირველად მისი დედა-ხე ნაპოვნი იყო [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] მე-XVIII საუკუნეში. მიღებულია როგორც შემთხვევითი თესლნერგი (Apremont - საფრანგეთი). პირველი პომოლოგიური აღწერის დროს მას პომოლოგ ბოსკის სახელი უწოდეს. ახლა მსოფლიოში ბერე-ბოსკის სახელწოდებითაა ცნობილი.
+
'''ბერე-ბოსკი''' – ''('''Beurré Bosk, Bosc’s, Flaschenbirne.''')'' [[მსხალი|მსხლის]] ჯიში [[საქართველო|საქართველოში]] ცნობილია „ალექსანდრეულის“ სახელწოდებით, პირველად მისი დედა-ხე ნაპოვნი იყო [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] მე-XVIII საუკუნეში. მიღებულია როგორც შემთხვევითი თესლნერგი (Apremont - საფრანგეთი). პირველი პომოლოგიური აღწერის დროს მას პომოლოგ ბოსკის სახელი უწოდეს. ახლა მსოფლიოში ბერე-ბოსკის სახელწოდებითაა ცნობილი.
  
 
ბერე-ბოსკი საქართველოში ფართოდ გავრცელებული სამრეწველო ჯიშია. იგი გვხვდება როგორც აღმოსავლეთ საქართველოს მეხილეობის მთავარ რაიონებში, ისე დასავლეთ საქართველოშიაც.
 
ბერე-ბოსკი საქართველოში ფართოდ გავრცელებული სამრეწველო ჯიშია. იგი გვხვდება როგორც აღმოსავლეთ საქართველოს მეხილეობის მთავარ რაიონებში, ისე დასავლეთ საქართველოშიაც.

14:05, 24 აგვისტო 2022-ის ვერსია

ბერე–ბოსკი

ბერე-ბოსკი(Beurré Bosk, Bosc’s, Flaschenbirne.) მსხლის ჯიში საქართველოში ცნობილია „ალექსანდრეულის“ სახელწოდებით, პირველად მისი დედა-ხე ნაპოვნი იყო საფრანგეთში მე-XVIII საუკუნეში. მიღებულია როგორც შემთხვევითი თესლნერგი (Apremont - საფრანგეთი). პირველი პომოლოგიური აღწერის დროს მას პომოლოგ ბოსკის სახელი უწოდეს. ახლა მსოფლიოში ბერე-ბოსკის სახელწოდებითაა ცნობილი.

ბერე-ბოსკი საქართველოში ფართოდ გავრცელებული სამრეწველო ჯიშია. იგი გვხვდება როგორც აღმოსავლეთ საქართველოს მეხილეობის მთავარ რაიონებში, ისე დასავლეთ საქართველოშიაც.

ბერე-ბოსკის საგრძნობლად დიდი რაოდენობა გაშენებულია აფხაზეთშიც. ნამდვილი საწარმოო-სამრეწველო მნიშვნელობა კი მას ზემო ქართლისა და სამხრეთ-ოსეთის მეხილეობის რაიონებში აქვს მოპოებული. ბერე-ბოსკის ძველი ხეები ბევრი არ გვხვდება. ახალგაზრდა ბაღებში ზოგან 20–25%-ის რაოდენობით არის გაშენებული.

ნაყოფი მსხვილი აქვს, ზოგჯერ ძალიან მსხვილიც, ზომით 100–80:75–85 მმ. ბოთლისებრი ან ყელწერწეტა (ვიწრო-ყელა) ფორმისაა. ხშირად ნაყოფის ფორმა ცვალებადია.

მიუხედავად ნაყოფის დიდი წონისა, რაც ხშირად 300–400 გრამს აღწევს, იგი მკვიდრად ზის სანაყოფე ტოტზე და ქარისაგან ადვილად არ სცვივა; ნაყოფჭამია საგრძნობლად აზიანებს. ნაქარი ბევრი არ იცის, ქეცით იშვიათად ზიანდება. ქეცის ხალები ბერე-ბოსკის ნაყოფზე თავისებური მოყვანილობისაა: წერტილების სახითაა ჩაღრმავებული ერთ ადგილას და ლაქასავით არ გადაეკვრის ხოლმე ზევიდან ნაყოფს. ჯამი დახურული აქვს და ზის არაღრმა ბორცვიან ღრუში. ნაყოფის ყუნწი გრძელია, სქელი, მოხრილი, ხშირად თავშესქელებული.

ნაყოფის კანი საკმაოდ თხელია, მოკრეფისას მორუხო-მონაცრისფეროა, სრულ სიმწიფეში კი გამჭვირვალე ოქროსფერ-ყვითელ ელფერს ღებულობს.

მზის მხარეზე უფრო ღია მოყვითალოა და იშვიათად მოწითალო სხივისმაგვარი წითელი ზოლები უჩნდება. გარეგნული შეხედულება მაინცდამაინც მიმზიდველი არა აქვს.

ნაყოფის ხორცი თეთრია, ქაღალდისებრი, მდნარი, მეტად ძვირფასი შეხამებული გემოთი და სურნელებით, ზომიერი სიტკბოთი და მჟავიანობით. გემოს მხრივ ეკუთვნის ძვირფას გემოს მქონე შემოდგომის სუფრის ჯიშებს. მოკრეფის დრო ოქტომბრის პირველ რიცხვებში ან სექტემბრის ბოლო რიცხვებში უდგება. საწყობში ნოემბრის ნახევრამდის ინახება. ხორცში იშვიათად უჩნდება გრანულაციები (გამერქნებული უჯრედები, კენჭებად წოდებული).

ხე ახალგაზრდობაში, ძლიერად და ჩქარა, მაგრამ არასიმეტრიულად, უსწორ-მასწოროდ იზრდება. შემდეგში კი ძლიერ ზრდას მალე სწყვეტს და საშუალო სიდიდის ხედ ვითარდება. ინვითარებს თხელ, მაღალი შენების, პირამიდულ ვარჯს. მხოლოდ ნაყოფიერ ნიადაგზე და თბილი ჰავისა და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის პირობებში იზრდება ბერე-ბოსკი დიდ ღონიერ ხედ. ხე ადრე იძლევა მოსავალს და შედარებით რეგულარული და უხვი მოსავალიც ახასიათებს.

ყვავილობა გვიანი პერიოდისა აქვს. ყვავილი სამეურნეო თვითსტერილია. ინვითარებს პართენოკარპულ ნაყოფს. მის საუკეთესო დამამტვრიანებელ ჯიშებად ითვლება „ვილიამსი“ და „პასკრასანი“. მისი ყვავილები გაზაფხულის ყინვების მიმართ არ არის ძლიერ მგრძნობიერი. თვითონ ხე კი სუსტი კონსტიტუციური თვისებებისაა. დიდ მოთხოვნილებას გარემო პირობებს და ნიადაგს, მართალია, არ უყენებს, მაგრამ უხვ, რეგულარულ და მაღალი ხარისხის ნაყოფს მხოლოდ ნაყოფიერ და ზომიერად ტენიან ნიადაგზე და მყუდრო, უქარო და თბილ რაიონებში იძლევა.

ნაყოფის ძვირფასი გემო, კარგი საკონსერვო თვისებები, ადრეულა მსხმოიარობა და უხვი მოსავალი კარგი მოვლის პირობებში, დიდი სასაქონლო გამოსავალი, მცირე რაოდენობის წუნის მოცემა, გვიანა შემოდგომის პერიოდის სიმწიფე და საწყობში ნაყოფის კარგი შენახვის უნარიანობა სხვა საშემოდგომო ჯიშებთან შედარებით, ამ ჯიშს ფართო სამრეწველო მნიშვნელობის ჯიშად ხდის, რის გამოც ბერე-ბოსკი საქართველოს მთელ რიგ რაიონებში ძირითადად სამრეწველო ჯიშად არის დაშვებული.

სუსტ საძირეზე მის წარმოებას არ აქვს აზრი ჯერ ერთი, იმიტომ, რომ კომშზე ორმაგი, ჩართული მყნობის გარეშე არ მიდის, მეორე – იმიტომ, რომ ძლიერ საძირეზედაც საკმაოდ მსხვილ და ეფექტიან ნაყოფს იძლევა და მესამეც იმიტომ, რომ ბერე-ბოსკი ისედაც სუსტი ზრდისაა, ამიტომ სუსტ საძირეზე უფრო სუსტად იზრდება და მოსავალს შესაფერს არ იძლევა. ბერე-ბოსკის გაშენება დასავლეთ საქართველოს შედარებით მშრალ რაიონებში მიზანშეწონილად უნდა ჩაითვალოს; საკონსერვო ზონაში კი წამყვან საშემოდგომო სამრეწველო ჯიშად უნდა იქნეს ცნობილი.




წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. - თბილისი : ტექნიკა და შრომა, 1939-1951. - 30 სმ[MFN: 51572] თემატიკა: - საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები = Промышленные сорта плодов Грузии = Varietes of commercial Georgian Fruits. - 1941. - 217, LIV გვ. : ილ., 71 ჩართ. ფურც. ფერ. ილ.. - დამატებითი თავფურცელი რუსულ, ინგლისურ ენებზე. - ტექსტი ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე. - 73მ., ყდა 7მ., 2500ც.[MFN: 52879] UDC: 634.1/7:631.526.32 თემატიკა: - ხილის ჯიშები საქართველოში;

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები