კოპალას სკამი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კოპალას სკამი''' – ერთხელ დევებმა მუსამ და ავთანდილმა მოილა...)
 
ხაზი 14: ხაზი 14:
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:ქართული მითები]]
 
[[კატეგორია:ქართული მითები]]
[[კატეგორია:გეოგრაფიული ადგილები]]
 

15:26, 16 მარტი 2017-ის ვერსია

კოპალას სკამი – ერთხელ დევებმა მუსამ და ავთანდილმა მოილაპარაკეს, კოპალას ქვის სკამი მოვპაროთო. მუსამ უთხრა: მე მოვპარავ და მოვიტან, შენ კი სანადიროდ წადი და შეშა მოიტანეო. წავიდა მუსა და, როცა კოპალა შინ არ იყო, მოპარა ქვის სკამი, შეკრა საბელით, ზურგზე მოიკიდა და წაიღო. გაიგო კოპალამ და თავისი ლახტით დაედევნა. სადაც ახლა არის ის ქვა, იმ ადგილს კოპალას ქვას ეძახიან. იქ ჩამოეწია კოპალა დევს, ესროლა ლახტი და იქვე მოკლა. ქვას დევის ნახელარი და ნასაბლარო ახლაც ატყვია და იქვე ახლო კლდესაც ეტყობა კოპალას ნალახტარი.

როცა კოპალამ მუსა დევი მოკლა და ქვა დააგდებინა, გაღმა მხრიდან გამოჩნდა ავთანდილ დევიც. ერთ მხარზე მოკლული ირემი ჩამოეკიდა, მეორეზე ძირით ამოწვდილი წიფელი შეშად. კოპალას ღვთის ბრძანება ჰქონდა, სადაც დევს ნახავდა, უნდა მოეკლა. ესროლა ლახტი და ავთანდილიც იქვე მოკლა. გამოქანდა მოკლული დევი და არაგვში ჩავარდა. ახლაც იქა ძევს ქვად ნაქცევი. წიფელი კი გადმოვარდა და ფესვით მიწაში ჩაეფლო.

მერე ხატის ბრძანებით, ავთანდილის წიფელი ისევ განედლდა, ავთანდილი კი ქვად იქცა, როცა წყალში ჩავარდა.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები