ხაიაური ალაზა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ხაიაური ალაზა“ გადაიტანა გვერდზე „ალაზა ხაიაური“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ალაზა ხაიაური“ გადაიტანა გვერდზე „ხაიაური ალაზა“ გადამისამარ...) |
21:47, 30 აპრილი 2022-ის ვერსია
ხაიაური ალაზა – (1936 – 1997), პოეტი. დაიბადა დულუზაურებში (თიანეთი). გამოცემული აქვს კრებულები „მრავალჟამიერი“ (1971), „მამულს სიმღერას ვურანდავ“ (1998).
- * * *
- ცოტაა წუთისოფელი
- სიფრთხილე უნდა ცოტასა,
- ნეტავ მას, ვინც არ წაიღებს
- საფლავში არც ერთ ცოდვასა...
- რაა იმაზე სიკვდილი
- ცოცხალს ეთქმოდეს – მკვდარია,
- იარე იორივითა –
- შმორდება გუბედ მდგარია...
- რად ჩნდება ვისი სიცოცხლეც
- სიცოცხლეშივე მჭკნარია,
- ბევრ ღირსეულს კი უდროოდ
- ერგო სამარის კარია...
- სამყარო არის სატახტო,
- სიცოცხლე მეფედ მჯდარია,
- დღე-ღამის ესხმის ფოთოლი –
- ჰყავს საუკუნეთ ჯარია,
- იქ ვერ გვარობენ ყორნები
- სადაც არწივნი არიან!