ხაბეიშვილი სოლიკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ხაბეიშვილი სოლიკო“ გადაიტანა გვერდზე „სოლიკო ხაბეიშვილი“ გად...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სოლიკო ხაბეიშვილი“ გადაიტანა გვერდზე „ხაბეიშვილი სოლიკო“ გად...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 34: ხაზი 34:
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრები]]
 +
[[კატეგორია:ხაბეიშვილები]]

მიმდინარე ცვლილება 21:41, 30 აპრილი 2022 მდგომარეობით

სოლიკო ხაბეიშვილი

ხაბეიშვილი სოლიკო– (1935 – 1995), საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ორგანიზაციულ-პარტიული მუშაობის განყოფილების გამგე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, პოეტი.

დაიბადა თბილისში. 1953 წელს დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა და შემდეგ სპი-ს სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტი, მაგრამ ამ სპეციალობას არ გაჰყოლია, კომკავშირულ-პარტიული საქმიანობით იყო დაკავებული, იყო ქუთაისის ქალაქკომის პირველი მდივანი, 80-იანი წლების დასაწყისში კი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი გახდა. 1987-95 წლებში, როგორც შემდეგ გაირკვა, უსაფუძვლო ბრალდების გამო, რვა წლით აღუკვეთეს თავისუფლება და პატიმრობისას შექმნა ლექსები, რაც შემდეგ საფუძვლად დაედო წიგნს სახელწოდებით „ციხის რვეული“, რომელიც 90-იანი წლებისათვის სრულიად უპრეცედენტო ტირაჟით (30 ათასი) გამოიცა.


(ფრაგმენტები „ციხის რვეულიდან“)
* * *
ესაა ჩემი ბოლო აკორდი,
ბოლო სიმღერა, ლექსი თუ სხვა რამ,
რითაც მე გულში ხანძარს ვაქრობდი,
ვეომებოდი მე სულში წკვარამს.
სიმართლეს მერე ვიღაცა იტყვის,
ჩემს მარტვილობას ჩამოხსნის ნიღაბს,
მაგრამ გაიგებს ჩემს ტკივილს ბრიყვი,
ისეთი, ადრე თვითონ რომ ვიყავ?!
* * *
ბეღურა დილით ჭიკჭიკებს ლოცვებს
და ჩემს სარკმელზე დახტის და ცქმუტავს,
ეალერსება რკინის გისოსებს,
ჩემს ყარაულებს და სულთამხუთავს...
რას მეუბნება, რა ამბებს აქსოვს,
რაზე ჟღურტულებს, არა მესმის რა,
გაიღვიძეო, რომ მითხრა, მახსოვს, –
თუ დამესიზმრა?


[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები