ჭანტურია ტარიელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ჭანტურია ტარიელ''' − (1932), ქართველი პოეტი და მთარ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჭანტურია ტარიელ“ გადაიტანა გვერდზე „ტარიელ ჭანტურია“)

16:15, 28 აპრილი 2022-ის ვერსია

ჭანტურია ტარიელ − (1932), ქართველი პოეტი და მთარგმნელი. დაიბადა სოფელ სუფსაში (ლანჩხუთი). 1956 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი 1956 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალ „ცისკრის” რედაქციაში, გამომცემლობა „მერანსა” და „ნაკადულში”, საქართველოს მხატვრული თარგმანის სარედაქციო კოლეგიაში, მწერალთა კავშირში ლიტერატურულ კონსულტანტად; 1994 წლიდან ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგის საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა; პირველი ლექსი − „ნადირობა” − გამოაქვეყნა 1951 წელს ჟურნალ „დროშაში”; მისი პირველი კრებული − „ლტოლვა” − გამოვიდა 1964 წელს; მთავარი პოეტური კრებულებია: „საქანელა”, „დასასრული”, „გაღმა ნაპირი”, „თაფლობის საუკუნე”, „სტრესები და სიტყვები”, „სიყვარული-რეფრენი”, „რჩეული”, „მწერლის წითელი წიგნი”, „გული მარჯვნივ”, „ახალი მთვარე”, „ორტომეული”, „კოლხური კაპრიჩიო” და სხვა; გამოცემული აქვს წერილებისა და ესეების სამი წიგნი („ყულაბა სავსე ოცნებით”, „დინოზავრიდან დიზაინამდე”, „გაყიდე სამოსელი და იყიდე მახვილი”), აგრეთვე, საყმაწვილო ლექსების რამდენიმე კრებული; გეგეჭკორი გივი გ. გეგეჭკორთან ერთად თარგმნა ჰენრი მელვილის „მობი დიკი ანუ თეთრი ვეშაპი”, თარგმნილი აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოეზიის ნიმუშებიც.


* * *
მიყვარს ქართულად, მძულს ქართულად,
ვმღერი ქართულად,
მადლობა ღმერთს − ნებადართულად!
შანსი მქონია − არ მომირთხამს
ფეხი თათრულად,
ვზივარ და ფეხი ფეხზე მიდევს,
ეგეც ქართულად!
თარგმნეთ რუსულად, კი ბატონო
თარგმნეთ ფრანგულად,
მაგრამ მე მიყვარს, მე მძულს
მე მწამს, მე ვწერ ქართულად!
მე ყოვლად ქართველს
ყოველივე მიყვარს ქართული,
ამიტომაც ვარ ქართველებთან
წელგამართული!


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები