მაჩაბელი დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მაჩაბელი დავით“ გადაიტანა გვერდზე „დავით მაჩაბელი“)

13:49, 28 მარტი 2022-ის ვერსია

მაჩაბელი დავით — (1814 − 1873), ქართველი პოეტი, მუსიკის მკვლევარი. დაიბადა სოფელ თამარაშენში. სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში. 1832 წელს დაახლოებული იყო შეთქმულების მონაწილეებთან, რომელთა სულისკვეთება გამოხატა თავის პირველ გამოქვეყნებულ ალეგორიული შინაარსის ლექსში „თოვლი” (1832, „სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი”); გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1835) ჯერ თბილისის მთავარ სამმართველოში მუშაობდა მოხელედ, შემდეგ სამხედრო სამსახურში იყო; 1839 წლიდან თამარაშენში ცხოვრობდა; აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ „ცისკართან” (ჯერ 1852-1853 წლებში, შემდეგ 1864 წლიდან – სიცოცხლის ბოლომდე); მის პოეზიაში ძირითადია პატრიოტული (ლექსი „საქართველოს”, ისტორიული პოემა „მთიული”) და სატრფიალო (ლექსები „ვარდი”, „ლოცვა ტრფიალისა”, „ჩემს მინერვას”) მოტივები.


ალერსი
მზეო მივი, მფინე სხივი,
დილით ძილით აღდგომილსა;
აგრეაგრე მომეფრქვივი;
ვიშ მაგ ტურფას შენს ღიმილსა!
თვალით-ალით ციალთ ისრად,
ჰფენს მჭვრეტელთა სავალალოდ.
მისრად მის-სრად ჰსცემს რად, ის რად?
ბულბულთ რაზმთა შესაბრალოდ.
დილის ცრემლი, მონამული,
ვარდსა ნარდსა და იაზედ,
ღელავს, ელავს, კრთოლვით სრული,
ცისკარი სჩანს მის წიაღზედ!
აჰა, მწველთა მათ ისართა
გულს დაუდგამ გასაგანად;
ცრემლთა მისთა მოსისხართა
აღგზნებულს გონს მოსაგანად.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები