ბილწა სოკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 13: ხაზი 13:
 
'''იზრდება''' ნიადაგზე, წიწვიან და ფოთლოვან ტყეში ზაფხულ-შემოდგომით.  
 
'''იზრდება''' ნიადაგზე, წიწვიან და ფოთლოვან ტყეში ზაფხულ-შემოდგომით.  
  
ძლიერ შხამიანია, იწვევს ნერვული ცენტრების დამბლას. შეცდომით ან უყურადღებობით შეიძლება შეგროვდეს, როგორც საჭმელი სოკო.
+
ძლიერ [[შხამიანი სოკოები|შხამიანი]]ა, იწვევს ნერვული ცენტრების დამბლას. შეცდომით ან უყურადღებობით შეიძლება შეგროვდეს, როგორც საჭმელი სოკო.
  
  

მიმდინარე ცვლილება 13:06, 22 მარტი 2022 მდგომარეობით

Bilwa.PNG

ბილწა სოკო (ლათ. Amanita citrina (Schaeff.) S.F. Gray. რუს. Мухомор поганковидный)

ქუდი – 5-10 სმ–მდე დიამეტრისაა, ჯერ ნახევარსფეროსებრია, შემდეგ კი – გაშლილი, მკრთალ-მოყვითალოა ან მომწვანო იერი გადაჰკრავს, ზოგჯერ თეთრია, ზედაპირზე ახასიათებს თეთრი ფიფქები, კიდეები სადაა ან ზოლიანი. ფირფიტები თავისუფალია, თეთრი, შემდეგ კი – მკრთალ-მოყვითალო.

ფეხი – 5-10 სმ სიგრძისა და 1,5-2 სმ სისქისაა, ოდნავ შებუსვილი ზედაპირით, ძირისკენ თანდათან მსხვილდება და ძირში ბოლქვისებურად არის გასქელებული, თეთრი ან მოყვითალო ფერისაა. ახასიათებს მკრთალი მოყვითალო ფირფიტისებრი სადა საყელო და ფეხის ფუძეზე მოზრდილი საერთო საბურვლის ნარჩენები, რომლის მხოლოდ ზედა კიდეა თავისუფალი.

რბილობი – თეთრია, არასასიამოვნო, უმი კარტოფილის სუნით.

სპორები – სფეროსებრი, უფერული. სპორების მტვერი თეთრია, 7-8 მკმ.

იზრდება ნიადაგზე, წიწვიან და ფოთლოვან ტყეში ზაფხულ-შემოდგომით.

ძლიერ შხამიანია, იწვევს ნერვული ცენტრების დამბლას. შეცდომით ან უყურადღებობით შეიძლება შეგროვდეს, როგორც საჭმელი სოკო.


[რედაქტირება] წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები