თავბრუსხვევა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „თავბრუსხვევა“ გადაიტანა გვერდზე „ვერტიგო“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვერტიგო“ გადაიტანა გვერდზე „თავბრუსხვევა“ გადამისამართებაზე)

00:53, 11 მარტი 2022-ის ვერსია

თავბრუსხვევა – ტერმინი „თავბრუსხვევა“ გულისხმობს გადაადგილების ილუზიურ შეგრძნებას. მას ხშირად თან ახლავს წონასწორობის დაკარგვაც. თუმცა, წონასწორობის დაკარგვა და თავბრუსხვევა ერთი და იგივე არ არის. თავბრუსხვევა – ვერტიგო, ვესტიბულარული პათოლოგიაა.

სტანდარტული ვერტიგო როტაციის შეგრძნებაა. სიტყვაც აქედან მოდის: vertere – ტრიალი. ასეთი შეგრძნებები, შესაძლოა, მენიერის დაავადების შემთხვევაში შეგვხვდეს. ამ დაავადების შეტევა, როგორც წესი, იწყება ძლიერი ვერტიგოთი, ღებინებით ან ღებინების შეგრძნებით. ასევე, ახლავს წონასწორობის მოშლაც.

ასევე, შესაძლებელია შეგვხვდეს ისეთი ვესტიბულარული დაზიანებები, რომლის დროსაც გამოხატულია წონასწორობის მოშლა მხოლოდ სიარულის დროს ან ჩავარდნის შეგრძნება.

აღსანიშნავია, რომ ვერტიგოს არასდროს მოსდევს გონების დაკარგვა. ნებისმიერ შემთხვევაში, გონების დაკარგვის ფაქტი გამორიცხავს ვერტიგოს დიაგნოზს.

ვერტიგო ექიმთან მისვლის ძალიან ხშირ მიზეზს წარმოადგენს. თუმცა, ის შესაძლოა რაიმე სხვა დაავადების ანამნეზის შეკრების დროსაც აღმოვაჩინოთ.

ხალხში სიტყვა „თავბრუსხვევა“ ხშირად გამოიყენება არასწორ კონტექსტში. მაგალითად, სიმაღლის შიშის ან კლაუსტროფობიის აღსაწერად. გვახსოვდეს, არ არსებობს ცრუ ვერტიგო, მოძრაობის ნებისმიერი ილუზია – ვერტიგოა.

ვერტიგოს მრავალი კლასიფიკაციიდან, ჩვენ ყველაზე მარტივზე შევჩერდით:

a. იზოლირებული დიდი კრიზი – რომელიც რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე გრძელდება. არ გააჩნია კოხლეარული ნიშნები და პირველად ემართება პაციენტს. სავარაუდო დიაგნოზი ნეირონიტია.

b. იტერატიული ვერტიგო – რომელიც რამდენიმე წუთი ან საათი გრძელდება. თუ მას თან ახლავს კოხლეარული ნიშნები, ეს მენიერის დაავადებაა ან იზოლირებული იტერატიუილი ვერტიგო.

c. პაროქსიზმული პოზიციური კეთილთვისებიანი ვერტიგო (პპკვ) – რომელიც მხოლოდ რამდენიმე წამს გრძელდება და ხშირად პოზიციის შეცვლისას ვლინდება.

d. ქრონიკული ვერტიგო – ჭეშმარიტი თავბრუსხვევა, რომელიც წონასწორობის მუდმივ დაკარგვაში და თავბრუსხვევაში გამოიხატება. ხშირია ტრავმების შემდეგ ან იტერატიული ვერტიგოს რემისიის დროს.

როდესაც ადგილი აქვს წონასწორობის დარღვევას ან სივრცეში გადაადგილების ილუზიას, აუცილებელია ვესტიბულარული გამოკვლევის ჩატარება.

NOTA BENE
  • ვერტიგო არ შეიძლება ვუწოდოთ ნებისმიერ გულყრას;
  • არ შეიძლება ვერტიგო ვუწოდოთ მხოლოდ როტაციულ თავბრუსხვევას;

ეს შენიშვნები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არაზუსტად დასმულმა დიაგნოზმა შეიძლება გამოიწვიოს, ერთი მხრივ, ვერტიგოს არასწორი მკურნალობა, მეორე მხრივ კი შესაძლოა გამოგვეპაროს ისეთი სერიოზული პათოლოგია, როგორიცაა უკანა ფოსოს მოცულობითი ზრდის პროცესი.


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები