ვახტანგ VI
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
+ | [[ფაილი:Vaxtang meeqvse.JPG|thumb|მეფე ვახტანგ VI]] | ||
'''ვახტანგ VI ''' − (1675 − 1737). სახელმწიფო მოღვაწე, პოეტი, მწიგნობარი, განმანათლებელი. 1703-1714 წლებში იყო [[ქართლი|ქართლის]] გამგებელი ანუ ჯანიშინი (სპარს. ჯა [ადგილი] + ნეშინ [მჯდომი, დასმული]), ქართლში მეფობდა 1716-1724 წლებში. [[გიორგი XI]]-ის ძმის ლევანის ძე. [[სულხან-საბა ორბელიანი]]ს აღზრდილი. ვახტანგ VI−ის მეფობის ხანა გამორჩეულია საქართველოს ლიტერატურული და ინტელექტუალური აღორძინების დაწყებით. სულხან-საბა ორბელიანსა და ანტონ კათოლიკოსთან ერთად ვახტანგი ითვლება ახალი ქართული ლიტერატურის სულის ჩამდგმელად. ვახტანგ VI-ის სტამბაში დაიბეჭდა პირველად „ვეფხისტყაოსანი” (1712) საფუძვლიანი კრიტიკულ-მეცნიერული გამოკვლევითურთ, მან თარგმნა და გადმოაკეთა მსოფლიო | '''ვახტანგ VI ''' − (1675 − 1737). სახელმწიფო მოღვაწე, პოეტი, მწიგნობარი, განმანათლებელი. 1703-1714 წლებში იყო [[ქართლი|ქართლის]] გამგებელი ანუ ჯანიშინი (სპარს. ჯა [ადგილი] + ნეშინ [მჯდომი, დასმული]), ქართლში მეფობდა 1716-1724 წლებში. [[გიორგი XI]]-ის ძმის ლევანის ძე. [[სულხან-საბა ორბელიანი]]ს აღზრდილი. ვახტანგ VI−ის მეფობის ხანა გამორჩეულია საქართველოს ლიტერატურული და ინტელექტუალური აღორძინების დაწყებით. სულხან-საბა ორბელიანსა და ანტონ კათოლიკოსთან ერთად ვახტანგი ითვლება ახალი ქართული ლიტერატურის სულის ჩამდგმელად. ვახტანგ VI-ის სტამბაში დაიბეჭდა პირველად „ვეფხისტყაოსანი” (1712) საფუძვლიანი კრიტიკულ-მეცნიერული გამოკვლევითურთ, მან თარგმნა და გადმოაკეთა მსოფლიო | ||
დიდაქტიკური ლიტერატურის თვალსაჩინო ნიმუშები: გალექსა რუსული თხზულების „აპოსთეგმატას” ე. თურქისტანიშვილისეული მოკლე რედაქცია, თარგმნა „ქილილა და დამანა”, „ამირნასარიანი” და სხვა. | დიდაქტიკური ლიტერატურის თვალსაჩინო ნიმუშები: გალექსა რუსული თხზულების „აპოსთეგმატას” ე. თურქისტანიშვილისეული მოკლე რედაქცია, თარგმნა „ქილილა და დამანა”, „ამირნასარიანი” და სხვა. |
13:11, 4 მარტი 2022-ის ვერსია
ვახტანგ VI − (1675 − 1737). სახელმწიფო მოღვაწე, პოეტი, მწიგნობარი, განმანათლებელი. 1703-1714 წლებში იყო ქართლის გამგებელი ანუ ჯანიშინი (სპარს. ჯა [ადგილი] + ნეშინ [მჯდომი, დასმული]), ქართლში მეფობდა 1716-1724 წლებში. გიორგი XI-ის ძმის ლევანის ძე. სულხან-საბა ორბელიანის აღზრდილი. ვახტანგ VI−ის მეფობის ხანა გამორჩეულია საქართველოს ლიტერატურული და ინტელექტუალური აღორძინების დაწყებით. სულხან-საბა ორბელიანსა და ანტონ კათოლიკოსთან ერთად ვახტანგი ითვლება ახალი ქართული ლიტერატურის სულის ჩამდგმელად. ვახტანგ VI-ის სტამბაში დაიბეჭდა პირველად „ვეფხისტყაოსანი” (1712) საფუძვლიანი კრიტიკულ-მეცნიერული გამოკვლევითურთ, მან თარგმნა და გადმოაკეთა მსოფლიო დიდაქტიკური ლიტერატურის თვალსაჩინო ნიმუშები: გალექსა რუსული თხზულების „აპოსთეგმატას” ე. თურქისტანიშვილისეული მოკლე რედაქცია, თარგმნა „ქილილა და დამანა”, „ამირნასარიანი” და სხვა.
ვახტანგ VI-ის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ლირიკას, რომელიც თემატიკური მრავალფეროვნებითა და იდეური სიღრმით გამოირჩევა. ძველ ქართულ მწერლობაში მან ერთ-ერთმა პირველად შექმნა პატრიოტული ლირიკის ნიმუშები. დაკრძალულია რუსეთის ქალაქ ასტრახანში.
- შეგონება
- კაცმან უნდა თავის საქმე ყველა
- ღვთითა მოივარგოს,
- ამ სოფელსა ხელი ჰყაროს,
- იქაც ბარგი დაიბარგოს,
- მოყვარეთ და ამხანაგთა
- თავის რიგით რამე არგოს,
- სახელის ხე საჩრდილებლად
- წყლისა პირსა სადმე დარგოს.
- * * *
- რანი და, მოვაკანი და,
- სახლი და, კარი, ბანი და,
- გათავდა ყოვლი წერილი _
- ანი და, ბანი, განი და...
- ვიარე ბევრი ქვეყანა,
- სიგძე და სივრცე, განი და,
- ვერა ვპოვე რა მის მეტი,
- დავკარგე ძმა და დანი და...
- ხორცსა მრავალი დავაკელ,
- სულს მივეც იქი რჯანი და,
- ვაჲ-ვაჲ, მსაჯეს უბრალოდ,
- არ მომცეს მე აჯანი და!