აგარის მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Agara2.jpg|thumb|350px|'''აგარის სამონასტრო კომპლექსი''' <br />აღმოსავლეთ ფასადი]]
+
[[ფაილი:Agara2.jpg|thumb|350px|'''აგარის სამონასტრო კომპლექსი''']]
 
'''აგარის მონასტერი''' - სამონასტრო ანსამბლი მდებარეობს ისტორიულ სამცხეში, ამჟამად ახალციხის რაიონში, მდ. ურავლის ხეობაში, მდინარის მარჯვენა, მაღალ ნაპირზე, ახალციხიდან თხუთმეტიოდე კილომეტრის დაშორებით. ახლო-მახლო სოფლები არ არის, ეს სრულიად განმარტოებული ადგილია. მთის კალთაზე მიმოფანტულია მრავალი ძველი შენობის ნაშთები. მათ შორის ეკლესია, სამრეკლო (გადარჩენილია მისი მხოლოდ I სართული), სატრაპეზო, რომელიც წარწერის თანახმად აგებულია ბეშქენ და მურვან ჯაყელების მიერ (XI-XII) საუკუნეთა მიჯნა;  
 
'''აგარის მონასტერი''' - სამონასტრო ანსამბლი მდებარეობს ისტორიულ სამცხეში, ამჟამად ახალციხის რაიონში, მდ. ურავლის ხეობაში, მდინარის მარჯვენა, მაღალ ნაპირზე, ახალციხიდან თხუთმეტიოდე კილომეტრის დაშორებით. ახლო-მახლო სოფლები არ არის, ეს სრულიად განმარტოებული ადგილია. მთის კალთაზე მიმოფანტულია მრავალი ძველი შენობის ნაშთები. მათ შორის ეკლესია, სამრეკლო (გადარჩენილია მისი მხოლოდ I სართული), სატრაპეზო, რომელიც წარწერის თანახმად აგებულია ბეშქენ და მურვან ჯაყელების მიერ (XI-XII) საუკუნეთა მიჯნა;  
  

13:44, 7 თებერვალი 2017-ის ვერსია

აგარის სამონასტრო კომპლექსი

აგარის მონასტერი - სამონასტრო ანსამბლი მდებარეობს ისტორიულ სამცხეში, ამჟამად ახალციხის რაიონში, მდ. ურავლის ხეობაში, მდინარის მარჯვენა, მაღალ ნაპირზე, ახალციხიდან თხუთმეტიოდე კილომეტრის დაშორებით. ახლო-მახლო სოფლები არ არის, ეს სრულიად განმარტოებული ადგილია. მთის კალთაზე მიმოფანტულია მრავალი ძველი შენობის ნაშთები. მათ შორის ეკლესია, სამრეკლო (გადარჩენილია მისი მხოლოდ I სართული), სატრაპეზო, რომელიც წარწერის თანახმად აგებულია ბეშქენ და მურვან ჯაყელების მიერ (XI-XII) საუკუნეთა მიჯნა;

აღწერა

კომპლექსის უმნიშვნელოვანესი ნაგებობაა ერთნავიანი ეკლესია, ერთი უდიდესთაგანი ამ ტიპის ქართულ ეკლესიათა შორის (გარეთა ზომები დაახლოებით 8,0 x 17,0 მ.). აღმოსავლეთ ფასადზე, ქტიტორის რელიეფურ გამოსახულებასთან, წარწერაა, რომელიც ასახელებს ვინმე თევდორეს (იგი ტასტზე მჯდომი ქრისტეს წინ დგას ეკლესიის მოდელით ხელში), მაგრამ არა როგორც ეკლესიის, არამედ, როგორც სტოას (ეკლესიის სამხრეთი მინაშენი) მაშენებელს. საფიქრებელია, რომ რელიეფი ამ ადგილას გვიან ჩასვეს. ეკლესია, მისი ხუროთმოძღვრული ანალიზის საფუძველზე მიეკუთვნება X საუვუნის მეორე ნახევარს. იგი შეაკეთეს, როგორც ჩანს, XIV-XV საუკუნეებში - საფუძვლიანი გადაკეთების ნიშნებს ატარებს დასავლეთი ფასადი. სამრეკლო XIII-XIV საუკუნეებს შეიძლება მიეკუთვნოს. მონასტრის ანსამბლი აზომეს 1941 წელს არქიტექტორებმა მ. კალაშნიკოვმა და დ. გორდეევმა თანაშემწეებთან ერთად.

Agara.jpg

მთავარი ეკლესია ერთი უდიდესთაგანია ამ სახის შენობათა შორის საქართველოში. სამხრეთით მას გრძელი ერთიანი აფსიდიანი ეგეტერი ეკვრის. ეკლესიას ერთი - საკურთხევლის - აფსიდი აქვს, რომელიც უბემოდ ერთვის ნავს. ეს უკანასკნელი კედლის სვეტებით და საბჯენი თაღებით სამ ნაკვეთად იყოფა. კედლის სვეტები სამსაფეხურიანია, საგრძნობლად შვერილი, ასე, რომ პლასტიკური დანაწევრება ფრიად თვალსაჩინოა. სივრცე თავისუფლად არის გაშლილი და მონუმენტურ შთაბეჭდილებას ტოვებს. შესასვლელი სამია - სამხრეთუდან (ვეგეტერიდან), დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან (ეს შესასვლელი აფსიდის მიმდებარე თაღოვან არეშია, როგორც ეს ხშირად გვხვდება იმდროინდელ ერთნავიან ეკლესიაში); ინტერიერს ანათებს საკურთხევლის დიდი სარკმელი, დასავლეთის ერთი, ძალიან მაღლა მდებარე სარკმელი, სიგრძივ კედლების სარკმელები.

შენობა კედელ-კამარიანად დგას. შიგნით კედლები და გადახურვა თავდაპირველი სახით არის მოღწეული, გადაკეთებათა გარეშე. სუფთად გათლილი კვადრების წესიერი წყობა მაღალ ტექნიკურ დონეზე დგას. მთავარი, რაც ტაძრის შიგნით ყურადღებას იპყრობს, საკურთხევლის აფსიდის დამუშავებაა. აქ ერთიმეორის მიყოლებით ცხრა ნახევარწრიული თაღოვანი ნიშაა, ისე როგორც ხახულისა და სვეტიცხოვლის ტაძრებში. შუა მათგანი, სარკმლის ქვეშ, დაბალია, მოურთავი, დანარჩენი რვა - მაღალი, საგანგებოდ მოჩარჩოებული მარტივი პროფილით და იმპოსტებით. ასეთი ნიშები მღვდელმსახურთა დასაჯდომად კეთდებოდა საეპისკოპოსო ტაძრებში (იქაც ძალიან იშვიათად), აქ კი მათი არსებობა მოულოდნელია.

კედლებს აქა-იქ შერჩენიათ ძველი მხატვრობის კვალი. ეტყობა, მთელი ეკლესია მოხატული ყოფილა.

გარედან ეკლესია ნაწილობრივ დაზიანებულია. სამხრეთი მინაშენი ნანგრევად არის ქცეული, დასავლეთი კედელი ხელახლად არის აწყობილი, მისი სარკმელისა და შესასვლელის მორთულობა მკვეთრად განსხვავდება სამხრეთ და აღმოსავლეთ სარკმელთა მორთულობისაგან. გადაკეთების კვალი ეტყობა აღმოსავლეთ ფასადსაც. ადვილი შესამჩნევია, რომ წარწერიანი და ქანდაკებიანი ქვა თავდაპირველი არ არის და რომელიღაც სხვა შენობიდანაა აქ გადმოტანილი. წარწერაც ეკლესიის აშენების ამბავს კი არ გვაუწყებს, არამედ სტოას აშენებისას.

აღმოსავლეთი ფასადი

ყველაზე საინტერესოა აღმოსავლეთი ფასადი, შუაში მოთავსებული ერთადერთი, მოჩუქურთმებულ საპირეში ჩასმული სარკმლით. ყურადღებას, უპირველეს ყოვლისა, იპყრობს ორი სამკუთხა ნიშა ფასადის კიდეებში. მათი არსებობაც, ისევე როგორც აფსიდის შიგნითა ნიშებისა, აქ - უგუმბათო, ერთნავიანი და უპასტოფორიო ეკლესიის ფასადზე - უჩვეულოა, მაგრამ ერთადერთი ამგვარი შემთხვევა არ არის (იხ. ჯალა, ხახულის მცირე ეკლესია, წეროვანის ეკლესია ქართლში. უფრო გვიან, XIII საუკუნეში - გუდარესი). აგარის ნიშები იმით გამოირჩევა, რომ ძალიან ღრმაა, წვეტიანი სამკუთხედის გეგმა აქვთ და განსაკუთრებით აქტიურ როლს თამაშობენ ფასადის კომპოზიციაში.

ფასადის პერანგიც (გადაუკეთებელ ნაწილებში) ოსტატურად არის ნაწყობი. დეკორაციული თაღები არ არის გამოყენებული. სარკმლის საპირეები ქვემოდან შეუკრავია (ე. ი. ჰორიზონტალური მონაკვეთი არა აქვთ), მათი ორნამენტაციაც ჯერ კიდევ ადრეულ საფეხურზე დგას, მოტივები შედგება ერთმანეთთან გადაუბმელი ერთნაირი ელემენტების, მწკრივისაგან. აღმოსავლეთ საპირეში ლენტებით გამოყვანილი ელემენტი მსხლისებრი მოხაზულობისაა, შუაგულში ჩასმული პატარა ვარდულებით, ხოლო ჩარჩოდ უბრალო ორლენტოვანი წნულია; სამხრეთ სარკმლის მოჩარჩოებაში ჩნდება წვრილი ორმაგი გრეხილი ან ერთმანეთს გადანასკვული წრეების არშია. კვეთი ძალიან მცირე სიღრმისაა, ფონი - დაუტვირთავი.

ხსენებული რელიეფი (სარკმლის თავზე) გამოხატავს კაცს, რომელიც ერთნავიანი ეკლესიის მოდელს მიართმევს ტახტზე მჯდომ ქრისტეს. რელიეფი სრულიად არ ებმის სარკმლის საპირის მორთულობას.



წყარო

  • ვ. ბერიძე, სამცხის ხუროთმოძღვრული ძეგლები, თბ., 1970, გვ. 37-40;
  • ვ. ბერიძე, აგარის მონასტრის ტრაპეზი, სმამ, ტ. VIII, №1-2, 1947, გვ. 97-104;
  • H. Чубинашвили, Церовани, Tб., 1976, გე. 46=49; P. Mapcaгишвили, Главная церковь Arapcxიrი монастыря, совместная научная конференция посвященная вопросам армянского и грузинского искусства, Тезисы докладов, Tნ., 1979, გვ. 36; გ.
  • მარსაგიშვილი, აგარის მონასტრის სამრეკლო, მაცნე, ისტორიის სერია,№1, 1979, გვ. 134-149.
  • ბერიძე, ვ. ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია / ვახტანგ ბერიძე; რედ. დიმიტრი თუმანიშვილი; საქ. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინ., გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართ. ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნ. ცენტრი. - თბილისი: გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართ. ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნ. ცენტრი, 2014.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები