პოლიმერცემენტის საღებავი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) |
მიმდინარე ცვლილება 03:41, 18 თებერვალი 2022 მდგომარეობით
პოლიმერცემენტის საღებავი – მშრალი პიგმენტის სუსპენზია, რომელიც შედგება თეთრი პორტლანდცემენტის, სამშენებლო დაფქული კირის, სინათლე- და ტუტემედეგი პიგმენტებისა და პოლიმერის წყლის დისპერსიული შემვსების – პლასტიფიცირებული პოლივინილაცეტატის ემულსიის ან ცემენტისადმი მედეგი სინთეზური ლატექსებისგან. გამოიყენება შენობის გარე და შიგა მოკაზმვისათვის ბეტონზე, გაზობეტონზე, აგურზე, ბათქაშის, რკინაბეტონის პანელების, მერქანბოჭკოვანი ფილების ზედაპირებზე და სხვ. პოლიმერცემენტის საღებავების გამოყენებით სამუშაოები ტარდება მხოლოდ დადებითი ტემპერატურის პირობებში.