დიდი მეჯვრისხევის კვირაცხოვლის ეკლესია
(→აღწერილობა) |
(→წყარო) |
||
ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
− | [[საქართველოს | + | [[საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა]] |
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]] | [[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]] |
13:06, 5 თებერვალი 2022-ის ვერსია
დიდი მეჯვრისხევის კვირაცხოვლის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით 20 კილომეტრში, მდინარე მეჯუდას მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოფელ დიდი მეჯვრისხევის განაპირას, აღმოსავლეთით, სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (5X3,2 მ), ნაგებია რიყის ქვით, კონსტრუქციული ნაწილები შირიმისაა. ძლიერ დაზიანებულია. შესასვლელი სამხრეთის კედელშია (მისი ზედა ნაწილი ჩამონგრეულია). ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ერთი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს სწორკუთხა ნიშებია. საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილია პილასტრებზე დაყრდნობილი სატრიუმფო თაღით. საბჯენი თაღი კრონშტეინებს ეყრდნობა. ჩრდილოეთ კედლის ცენტრში სწორკუთხა ნიშია. დასავლეთ ფასადის ფრონტონში მთლიანი შირიმის ქვისგან გამოკვეთილი ჯვარია.