საგზაო მოძრაობის ორგანიზება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''საგზაო მოძრაობის ორგანიზება''' – საორგანიზაციო-სამართლებრ...)
 

მიმდინარე ცვლილება 21:35, 1 თებერვალი 2022 მდგომარეობით

საგზაო მოძრაობის ორგანიზება – საორგანიზაციო-სამართლებრივი, საორგანიზაციო-ტექნიკური ღონისძიებებისა და განმკარგულებელი მოქმედებების კომპლექსი გზებზე ტრანსპორტის მოძრაობის მართვისათვის, რომლის მიზანია გზებზე უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფა. მის გასაუმჯობესებლად მუნიციპალური სამსახურები მიმართავენ სხვადასხვა სისტემის გამოყენებას, როგორებიცაა მაგ., სარეზერვო ზოლების გამოყენება, ცალმხრივი მოძრაობა, რაციონალური მარშრუტების შერჩევა, შუქნიშნების სამუშაო პროგრამა მწვანე ტალღა და სხვ. ამჟამად, მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში მოქმედებს მოძრაობის დასარეგულირებელი კომპიუტერული პროგრამები, რომელთა მიხედვით ხდება მუნიციპალური ტრანსპორტის (ავტობუსი, ტროლეიბუსი, სამარშრუტო ტაქსი, სპეტრანსპორტი) მოძრაობის მართვა.


[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები