სელენე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Selene.png|thumb|250პქ|'''სელენე'''. <br />კილიქსის ფერწერა (ძვ.წ. 490 წ.), ბერლინი, სახელმწიფო მუზეუმი]]
+
[[ფაილი:Selene.png|thumb|250პქ|'''სელენე'''. <br />კილიქსის [[ფერწერა]] (ძვ.წ. 490 წ.), ბერლინი, სახელმწიფო მუზეუმი]]
 
'''სელენე''' – ''(ბერძნ.)'' „სინათლე“, „ბრწყინვალება“, „სხივნათელი“. მთვარის ღვთაება. ზოგჯერ მას „მენ“-საც უწოდებდნენ და ვარაუდობდნენ, რომ მისი [[კულტი]] აღმოსავლეთიდან უნდა შემოსულიყო. სელენეს წარმოშობის მითოსი
 
'''სელენე''' – ''(ბერძნ.)'' „სინათლე“, „ბრწყინვალება“, „სხივნათელი“. მთვარის ღვთაება. ზოგჯერ მას „მენ“-საც უწოდებდნენ და ვარაუდობდნენ, რომ მისი [[კულტი]] აღმოსავლეთიდან უნდა შემოსულიყო. სელენეს წარმოშობის მითოსი
 
მზეს უკავშირდება. იგი [[ტიტანები|ტიტანების]], [[ჰიპერიონი]]სა და [[თეა]]ს ასულია. არსებობს ისეთი მითოსიც, სადაც
 
მზეს უკავშირდება. იგი [[ტიტანები|ტიტანების]], [[ჰიპერიონი]]სა და [[თეა]]ს ასულია. არსებობს ისეთი მითოსიც, სადაც
ხაზი 22: ხაზი 22:
 
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]]
 
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]]
 
[[კატეგორია:ტიტანიდები]]
 
[[კატეგორია:ტიტანიდები]]
 +
[[კატეგორია:ასტრალური ღვთაებები]]

მიმდინარე ცვლილება 20:11, 11 ნოემბერი 2021 მდგომარეობით

სელენე.
კილიქსის ფერწერა (ძვ.წ. 490 წ.), ბერლინი, სახელმწიფო მუზეუმი

სელენე(ბერძნ.) „სინათლე“, „ბრწყინვალება“, „სხივნათელი“. მთვარის ღვთაება. ზოგჯერ მას „მენ“-საც უწოდებდნენ და ვარაუდობდნენ, რომ მისი კულტი აღმოსავლეთიდან უნდა შემოსულიყო. სელენეს წარმოშობის მითოსი მზეს უკავშირდება. იგი ტიტანების, ჰიპერიონისა და თეას ასულია. არსებობს ისეთი მითოსიც, სადაც სელენეს ჰელიოსის (მზის) ასულად მოიხსენიებენ. მისი ატრიბუტებია ფრთები და ოქროს გვირგვინი. ძველების წარმოდგენით, მზის დახდომისას შებინდულ ცაზე მიმქრალი სხივი რომ გამოჩნდებოდა, ეს მთვარის სხივი იყო: დაგრეხილრქიან ხარებს ნელი სვლით მოჰყავდათ ეტლი, რომელზეც იდგა თეთრ სამოსში გამოწყობილი სელენე. იგი მიძინებულ დედამიწას ვერცხლისფრად ანათებდა და ღამისეულ სიმშვიდეს ჰგვრიდა. როდესაც მთვარე თავის სავალ გზას გაივლიდა, ოკეანოსში ეშვებოდა.

ერთ-ერთი მითოსი გვიამბობს სელენესა და ზევსის სიყვარულზე, რომლისგანაც იშვა პანდეა. უფრო გავრცელებულია სელენესა და ენდიმიონის სიყვარულის ამბავი: უზადო მშვენიერებით მბრწყინავ ენდიმიონს მარადიული ძილით ეძინა. როდესაც მას თვალი ჰკიდა სელენემ, მოეწონა და ყოველ საღამოს მის მღვიმეში იწყო დახდომა. ნაღვლიანი მზერით დასცქეროდა ხოლმე იგი მიძინებულ ჭაბუკს. ბერძენთა რწმენით, სწორედ ამ უიმედო სიყვარულის გამოა ესოდენ სევდიანი მთვარე.

ხშირად სელენეს აიგივებდნენ არტემისთან, ჰეკატესთან ან პერსეფონესთან. გადატანითი მნიშვნელობით, სელენეს მთვარეს უწოდებდნენ. ცნობილმა მწერალმა უელსმა დაწერა რომანი სახელწოდებით: „მთვარის პირველი ადამიანები“ და მთვარის პირველმოსახლეებს სელენიდები უწოდა.


[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები